| ავტორი: ჯარჯი07 ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2009 |
ცხოვრება დიდზე დიდი ფარსია და ალმაცერად იმიტომ ვუმზერ, ადამიანთა ოცნებები ხშირად მსგავსია და უმეტესად იცვლება ფულზე! სჯერათ ზღაპრების,უფრო მეტად სჯერათ მომავლის და ეშინიათ პესიმიზმით სულის მოწამვლის ტყუიან როცა თვითონ უნდათ სჯეროდეს ამის ყიდიან გრძნობებს,ფიქრებს,აზრებს და სულსაც ლამის თუმცა ამ ბოლოს ფასი არ აქვს მაინც ყიდიან, მერე უსულოდ ჯოჯოხეთშიც ვეღარ მიდიან, ცხოვრება დიდი სპექტაკლია, დიდი ფარსია დრო არ ჩერდება დასაოცრად რიტმულად მიდის. სიმართლე კიდე მუდამ ყველგან ერთი ფასია ამიტომ არვინ არ ყიდულობს არავინ ყიდის, ცხოვრება დიდი სპექტაკლია და მეც ვთამაშობ ცხოვრების ბინძურ ჭაობს, მარტო მე ვერ დავაშრობ! ხოდა დღეს სულელს ვითემაშებ, ხვალე მასხარას, ზეგ უდარდელ კაცს, მასზეგ თუკი ბედმა მაცალა საკუთარ თავსაც ვითამაშებ ძნელია უფრო რადგანაც მწარე ენით ყველას ეშმაკებს ვუფრთხობ! დიოგენე ვარ რადგან ყუთიდან(სადაც მე ვცხოვრობ) კაცობრიობის ყველა ნაკლი გარკვევით მოჩანს ჩალის ფასი აქვს აქ ბჯაღლო სიმართლის მთქმელსაც, ჩალის ფასი აქვს კაცს ალალსაც და კაცსაც მგოსანს!
მე დღეს სულელის ვიფხატებ ნიღაბს, გამოვიჩინო უნდა ბრიყობა, რომ ავითვისო ჭეშმარიტება ფული ორზეც კი ძნელად იყოფა! არავინაა იდეალური -არ ვყიდი აზრებს! გულის ტკივილი იმედებით აღარ ყუჩდება, არაფერს ვყიდი მხოლოდ მანამდე, სანამ მყიდველი გამოუჩნდება!
P.S თუკი სიმართლის თქმას დააპირებ -შეკაზმე ცხენი! ეს ძველებს უთქვამთ, მე კი იმედს ვადგამ უნაგირს და ჩემნაირთა იმედად ვრჩები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომეწონა :) საინტერესო ფრაზებია მომეწონა :) საინტერესო ფრაზებია
8. magari xar. 100 kula magari xar. 100 kula
7. არის შიგადაშიგ კარგი ფრაზები ;) არის შიგადაშიგ კარგი ფრაზები ;)
6. თეას ვეთანხმები თემაა თვითონ გაძარცვული ნაწერი კარგია 5 ჩემგან მაინც თეას ვეთანხმები თემაა თვითონ გაძარცვული ნაწერი კარგია 5 ჩემგან მაინც
5. მუდმივი თემაა. ახალი არც არაფერია თითქოს ლექსში, მაგრამ მომეწონა ის განცდა, რითიცაა დაწერილი. ასევე, არის კარგი ფრაზები.
მაგალითად_
ადამიანთა ოცნებები ხშირად მსგავსია და უმეტესად იცვლება ფულზე!
და არა მხოლოდ ეს.
მთლიანობაში მომეწონა. აზრიანი და ძარღვიანი ლექსია! თან იმედიანი, ყველაფრის მიუხედავად. გაიხარე!
მუდმივი თემაა. ახალი არც არაფერია თითქოს ლექსში, მაგრამ მომეწონა ის განცდა, რითიცაა დაწერილი. ასევე, არის კარგი ფრაზები.
მაგალითად_
ადამიანთა ოცნებები ხშირად მსგავსია და უმეტესად იცვლება ფულზე!
და არა მხოლოდ ეს.
მთლიანობაში მომეწონა. აზრიანი და ძარღვიანი ლექსია! თან იმედიანი, ყველაფრის მიუხედავად. გაიხარე!
4. ლექსში არის ლამაზი ფრაზები... :) ლექსში არის ლამაზი ფრაზები... :)
2. თქვენთან მიგულეთ. თქვენთან მიგულეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|