ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2018


ჭაღარა აწმყო

და რაც დრო გავა,
არ შემეხება შუღლი და ჭმუნვა.
და საფლავები უფრო მეტად დადუმდებიან,
აიმღვრევა ჩემი მზერა, გაფერმკრთალდება.
განა კი რაღა?
თითქმის სიკვდილს მივუკაკუნე!
ნელ-ნელა უფრო გამძაფრდება სულის ძახილი,
და სიმარტოვე,
ხალხმრავალი, მოსიყვარულე.
სურვილი მეტის დატოვების, სულ სხვა ცხოვრების,
და შიში მარტოდ წარდგომისა
ღმერთის წინაშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები