* * * სამაროვანთან ჩავიარე, მოსილმა თალხით, ისმოდა კვნესა, ტრიალებდა ვაების ჩარხი... და თავის ქალა შესჩიოდა მიწას გოდებით: "წუთისოფელი ქერის ფშუტე მარცვლადაც არ ღირს".
* * * შენი ბინაა ჩემი თვალი, თხოვნით გავწამდი, რომ მის ფოსოში დაივანო, დატკბე ამ წამით, ოღონდაც, ფრთხილად, ამ თვალებზე სეირნობისას არ გაგეყაროს ფეხში ეკლად ჩემი წამწამი.
* * * მას, ვისაც უყვარს, ვერ აუმღვრევს შიში გუნებას, ვერა ბორკილმა ვერ შეცვალოს მისი ბუნება, შეყვარებულის გული, ალბათ, მშიერ მგელსა ჰგავს, რომელსაც მწყემსის შეძახილი არ ეყურება.
* * * მე სხვა ოცნება არც მექნება, ვტირი თუ ვმღერი, დაუდგეს სატრფოს ტიტასავით გაფურჩქვნის ჯერი, ჩემი ნაღველი, ერთხელ მაინც, მთას თუ გავანდე, არ იყვავილებს მის კალთაზე ბალახის ღერიც.
* * * შემოკეკლუცდა გაზაფხული, მინდვრად მარები, მერე მის მსგავსად გაიხურა ყრმობამ კარები, ყრმათა საფლავზე ყელყელაობს ტიტა ურიცხვი, და მის საჭვრეტად გამოსულან ტანკენარები.
* * * ის ცეცხლოვანი ფრინველი ვარ, რომლის ნათება ყველაფერს ნაცრავს, ფრთას რომ გზნება შეემატება, თუკი კედელზე მიმახატავს მხატვარი ვინმე, მთელ ამ სამყაროს გადაბუგავს ჩემი ხატება.
* * * მთესავი ვინმე მინდვრად იდგა ცრემლდათხეული, თესავდა ტიტას მარტოკაცი, ბრგე და ეული, თან თესავდა და თან ვაებდა: „ვაგლახ, საწუთროვ! ჯერ უნდა ვზარდო, მერე დავთმო ეს ხელეური“.
* * * ვარდი შევნიშნე ეკლის ძირას, ობლად ნამყოფი, ვკითხე: „როდისღა შეგეხები, მთვრალი ამ ყოფით?“ მითხრა „მებაღევ! მაპატიე, ნუკი დამძრახავ, სიყვარულის ხემ გვიან იცის მოსხმა ნაყოფის“.
* * * ერთად მეახლა სამი დარდი, გულის მდაღველი, სიყარიბე და ტყვეობა და სატრფოს ნაღველი. ჰე, მუსლიმებო! იმ პირველ ორს კიდევ რა უშავს, სატრფოს დარდია ვარამთაგან ტოლუნახველი.
* * * ღმერთო, მომხედე! მვედრებელნი შენა გხადიან, უთვისტომოსთვის თვისტომი ხარ, შემწეც, ცხადია. ყველა ერთს ამბობს, არა ჰყავსო თაჰერს არავინ, ღმერთო, შენს გარდა, მე სხვა სატრფო არ მაბადია.
* * * არც რა იდუმალს შევუქმნივარ სიდინჯის ნდომით, მე-გზაარეულს, არეული მერგუნა გონი, ვინც კი, როდესმე, ბედდამწვარი ჩადეს მიწაში, მათი თიხისგან გამომძერწა უფალმა, მგონი. * * * საღვინე ჯამი გამივარდა ხელიდან ღამით, არ გატეხილა, სახტად დავრჩი მხედველი ამის, ალბათ, მფარველმა გადმოხედა თორემ უმისოდ, ძირს დაუგდებლად დამსხვრეულა ათასი ჯამი.
* * * ვაგლახ! ვბერდები, ვეთხოვები მიწის ბინადრებს, ძალი არ მერჩის, ბედის ბორბალს მაინც მივათრევ, მეუბნებიან: „ბაბა თაჰერ! ტიტა მოწყვიტე“, როგორ მოვწყვიტო? აღარა მაქვს თვალთა სინათლე.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა! ჩემს თარგმანს მე ვერ შევაფასებ, ცხადია. თუმცა. თარგმანში დაცულია დედნისეული გარითმვის წესი. ჟღერადობისთვის შეგიძლიათ ნახოთ პირველივე რობაის დედანი. სპარსულად ასეა:
ბე ყაბრესთან გოზარ ქარდამ სობაჰი შენიდამ ნალე ვო აფყან ო აჰი შენიდამ ქალეი ბა ხაქ მი გოფთ ქე ინ დონია ნემი არზად ბექაჰი. დიდი მადლობა! ჩემს თარგმანს მე ვერ შევაფასებ, ცხადია. თუმცა. თარგმანში დაცულია დედნისეული გარითმვის წესი. ჟღერადობისთვის შეგიძლიათ ნახოთ პირველივე რობაის დედანი. სპარსულად ასეა:
ბე ყაბრესთან გოზარ ქარდამ სობაჰი შენიდამ ნალე ვო აფყან ო აჰი შენიდამ ქალეი ბა ხაქ მი გოფთ ქე ინ დონია ნემი არზად ბექაჰი.
4. მოვისმენდი ამ რობაიებს დედანში თქვენი ხმით წაკითხულს, იქნებ ატვირთოთ, ძალიან მაინტერესებს. თუნდაც იმათ, რაც მე-2 კომენტარში დადეთ. მართლა ძალიან მაინტერესებს.
მოვისმენდი ამ რობაიებს დედანში თქვენი ხმით წაკითხულს, იქნებ ატვირთოთ, ძალიან მაინტერესებს. თუნდაც იმათ, რაც მე-2 კომენტარში დადეთ. მართლა ძალიან მაინტერესებს.
3. თარგმნის ხარისხს ვერ შევაფასებ, არ ვიცი სპარსული, თუმცა ძალიან მომწონს სპარსული რობაიები, პოეზია და ყველაფერი, ნიზამის და ხაიამი ს თარგმანები ბევრი წამიკითხავს, ერთი ის შევამჩნიე, რომ სპარსელ პოეტებს არ უყვართ დასათაურება, თარგმანი საერთოდ ძალიან ძნელია, მითუმეტეს სპარსულისა. ამბობენ პოეზიის თარგმნა მინის ქვეშ ამოდებულ ვარდია, რომელსც ხედავ , მაგრამ სურნელს ვერ გრძნობო.
ეს თარგმანი კი მომწონს, მაგრამ მაინც ორიგინალის ლექსის ფორმა უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელმა .(ეს ჩემი სუბიექტური აზრია,). ბაბა თაჰერის- კი პირველად ვკითხულობ სიამოვნებით და წარმატებასაც გისურვებ. თარგმნის ხარისხს ვერ შევაფასებ, არ ვიცი სპარსული, თუმცა ძალიან მომწონს სპარსული რობაიები, პოეზია და ყველაფერი, ნიზამის და ხაიამი ს თარგმანები ბევრი წამიკითხავს, ერთი ის შევამჩნიე, რომ სპარსელ პოეტებს არ უყვართ დასათაურება, თარგმანი საერთოდ ძალიან ძნელია, მითუმეტეს სპარსულისა. ამბობენ პოეზიის თარგმნა მინის ქვეშ ამოდებულ ვარდია, რომელსც ხედავ , მაგრამ სურნელს ვერ გრძნობო.
ეს თარგმანი კი მომწონს, მაგრამ მაინც ორიგინალის ლექსის ფორმა უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელმა .(ეს ჩემი სუბიექტური აზრია,). ბაბა თაჰერის- კი პირველად ვკითხულობ სიამოვნებით და წარმატებასაც გისურვებ.
2. به قبرستان گذر کردم صباحی
شنیدم ناله و افغان و آهی
شنیدم کلهای با خاک میگفت
که این دنیا نمیارزد بکاهی * عزیزا کاسهٔ چشمم سرایت
میان هردو چشمم جای پایت
از آن ترسم که غافل پا نهی تو
نشیند خار مژگانم بپایت
* هر آنکس عاشق است از جان نترسد
یقین از بند و از زندان نترسد
دل عاشق بود گرگ گرسنه
که گرگ از هی هی چوپان نترسد
ეს პირველი სამი რობაის დედანი. დანარჩენების ძებნის დროს არა მაქვს. ვინც ენა იცის, შეადარებს.
به قبرستان گذر کردم صباحی
شنیدم ناله و افغان و آهی
شنیدم کلهای با خاک میگفت
که این دنیا نمیارزد بکاهی * عزیزا کاسهٔ چشمم سرایت
میان هردو چشمم جای پایت
از آن ترسم که غافل پا نهی تو
نشیند خار مژگانم بپایت
* هر آنکس عاشق است از جان نترسد
یقین از بند و از زندان نترسد
دل عاشق بود گرگ گرسنه
که گرگ از هی هی چوپان نترسد
ეს პირველი სამი რობაის დედანი. დანარჩენების ძებნის დროს არა მაქვს. ვინც ენა იცის, შეადარებს.
1. შეძლებისდაგვარად იქნებ ორიგინალი მიუთითოთ ან თუნდაც ილუსტრაციებში დადოთ სურათად
თარგმანი უნდა შეფასდეს ორიგინალთან შედარებით შეძლებისდაგვარად იქნებ ორიგინალი მიუთითოთ ან თუნდაც ილუსტრაციებში დადოთ სურათად
თარგმანი უნდა შეფასდეს ორიგინალთან შედარებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|