ახლა უწინდელ საკუთარ თავს ვერც შევედრები, შენმა თვალებმა ჩამომგლიჯეს ტკივილის ფარდა, უცებ სიცოცხლემ ამოხეთქა გულის კედლები, შავი კლდეების ნაკაწრების ყვავილთა მსგავსად.
არსებობისთვის ეცოტავა მერე სხეული, მიმოიფანტა სამყაროში სპექტრის ფერებად, ხარ მზის სხივებით დამარცვლილი ის ბროწეული, გარეთ ატლასს და შიგნით ათასს, რომ ეფერება.
ნაზამთრალ მიწამ შეიხორცა ზეცის იარა, აპრილის მსგავსად, მკერდის ღრუში გამეფდა სითბო და მთის მწვერვალებს, მოკძალებით ის მზე კი არა, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ჩაეცვა თითქოს.
დღემ ჰორიზონტთან გადამალა ღამის მარხილი, შორს ჭადრის ხეზე მოწიწებით გალობს ბეღურა, შენს ფანჯარასთან ჩავიარე მე ფრთებგაშლილი, და სიყვარული გამემიჯნა, უწინდებურად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გაიხარეთ ნათია...
დიახ, სამწუხაროდ გრამატიკასთან ვერ ვარ კარგად. არ მაქვს სათანადო ცოდნა... :( გაიხარეთ ნათია...
დიახ, სამწუხაროდ გრამატიკასთან ვერ ვარ კარგად. არ მაქვს სათანადო ცოდნა... :(
8. არის აქ ლამაზი და საინტერესო ფრაზები თუ შედარებები . მიუხედავად იმისა რომ გრამატიკული ხარვეზებიც არის. მე ვფიქრობ თქვენში უკეთესად წერის და განვითარების პოტენციალი დევს. {ჩავიარე- მე ფრთებგაშლილმა ჩავივლი- მე ფრთებგაშლილი.} გისურვებთ წარმატებებს! არის აქ ლამაზი და საინტერესო ფრაზები თუ შედარებები . მიუხედავად იმისა რომ გრამატიკული ხარვეზებიც არის. მე ვფიქრობ თქვენში უკეთესად წერის და განვითარების პოტენციალი დევს. {ჩავიარე- მე ფრთებგაშლილმა ჩავივლი- მე ფრთებგაშლილი.} გისურვებთ წარმატებებს!
7. რუსთაველზე ჭადრების ხეზე არ მოგისმენია ბეღურების ჟღრუტული? თუმცა როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერი ვარდისფერია. რა თქმა უნდა მიძღვნა ადრესატისთვის სასიამოვნოა. რუსთაველზე ჭადრების ხეზე არ მოგისმენია ბეღურების ჟღრუტული? თუმცა როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერი ვარდისფერია. რა თქმა უნდა მიძღვნა ადრესატისთვის სასიამოვნოა.
6. ნიკი. 1) ატლასს და ათასს ეფერება ის ვისაც ვუძღვნი. ანუ გარეგნულად ძალიან ლამაზია და შინაგანად მდიდარია სულიერად.
2) ბეღურა ცვრიან ბალახში ვერ იგალობებს თუ რაა?
?? ნიკი. 1) ატლასს და ათასს ეფერება ის ვისაც ვუძღვნი. ანუ გარეგნულად ძალიან ლამაზია და შინაგანად მდიდარია სულიერად.
2) ბეღურა ცვრიან ბალახში ვერ იგალობებს თუ რაა?
??
5. ხარ მზის სხივებით დამარცვლილი ის ბროწეული, გარეთ ატლასს და შიგნით ათასს, რომ ეფერება.
ვინ ეფერება ატლასს და ათასს? ბროწეული? რავი, რავი
ცვრიან ბალახში მოწიწებით გალობს ბეღურა, გალობს ბეღურა და თან ცვრიან ბალახში?
აშკარად მე სხვა პლანეტაზე ვარ უკაცრავად ხარ მზის სხივებით დამარცვლილი ის ბროწეული, გარეთ ატლასს და შიგნით ათასს, რომ ეფერება.
ვინ ეფერება ატლასს და ათასს? ბროწეული? რავი, რავი
ცვრიან ბალახში მოწიწებით გალობს ბეღურა, გალობს ბეღურა და თან ცვრიან ბალახში?
აშკარად მე სხვა პლანეტაზე ვარ უკაცრავად
4. ეს კიდევ უფრო სასიხარულო... ♥ ეს კიდევ უფრო სასიხარულო... ♥
3. Kargia cota alag alag shelamazeba ar awyenda Kargia cota alag alag shelamazeba ar awyenda
2. უღრმესი მადლობა გულიანა. მართალი იყავით როცა მითხარით განა მე აქ არა ვარო? შემოდიხართ და ორიოდ სიტყვით უფრო მეტ მოტივაციას მაძლევთ ვიდრე ისინი ნეგატივს მფენენ. გაიხარეთ... <3 უღრმესი მადლობა გულიანა. მართალი იყავით როცა მითხარით განა მე აქ არა ვარო? შემოდიხართ და ორიოდ სიტყვით უფრო მეტ მოტივაციას მაძლევთ ვიდრე ისინი ნეგატივს მფენენ. გაიხარეთ... <3
1. ისე კარგად ამართლებთ თქვენა პირველ ფრაზას პირველ სტროფში; წინა ლექსები გადაგიქექეთ დასაზუსტებლად იმისა; ნაგავში რომ ყრიდა ლექსებს და თან ვერ ელეოდა ეს ის არაათქო?? ხოდა აგაშენათ ღმერთმა! ასე არ ჯობია?! მიმაქვს ეს ლექსი მე და გულიანი მკითხველიც ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! ++ ისე კარგად ამართლებთ თქვენა პირველ ფრაზას პირველ სტროფში; წინა ლექსები გადაგიქექეთ დასაზუსტებლად იმისა; ნაგავში რომ ყრიდა ლექსებს და თან ვერ ელეოდა ეს ის არაათქო?? ხოდა აგაშენათ ღმერთმა! ასე არ ჯობია?! მიმაქვს ეს ლექსი მე და გულიანი მკითხველიც ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|