ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2018


ჩემი მეგობარი ბათუ

ჩემი მეგობარი ბათუ ინფანტილური, მაგრამ ძალიან სიმპატიური ადამიანია. გერმანიაში სწავლის დროს ერთად მოგვიწია გარკვეული პერიოდების გატარება ჭირშიც და ლხინშიც. ამჟამად ლხინი-ს პერიოდს გავიხსენებ და გეტყვით, რომ ჩვენი - იმ დროინდელი უცხოელი სტუდენტების - ერთერთი ყველაზე კარგი გასართობი გერმანიაში იყო სტუდენტურ წვეულებებზე სიარული სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. საინტერესო ის იყო, რომ ფაქტობრივად სანადიროდ დავდიოდით და არა საცეკვაოდ. ვნადირობდით ძირითადად აღმოსავლეთ ევროპულ სახეობებზე. დასავლეთ ევროპულებზეც გვიცდია, თუმცა უმეტეს შემთხვევებში უშედეგოდ...
ბათუ არ გამოირჩეოდა მონადირის ნიჭით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპატიურიც იყო. მისი ვიზუალით ვერავინ მიხვდებოდა წვეულებაზე, რომ პატარა პასპორტის მქონე ადამიანი იყო, შესაბამისად მედიდურად დაიარებოდა ჩვენთან ერთად მსხვერპლის ძიებაში. თვითონ როგორც ამბობდა, იმდენად პატარა პასპორტი ქონდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში როგორც წესი მხოლოდ ერთხელ შესვლის უფლებას აძლევდნენ...
ერთხელაც, მორიგ წვეულებაზე მისულებმა, როგორც ნამდვილი მონადირეების წესი იყო პირველ რიგში გადავხედეთ და შევაფასეთ მსხვერპლთა რაოდენობა, მოვახდინეთ მათი წარმომავლობის კატეგორიზაცია, დავყავით სანადირო ასპარეზი გეოგრაფიული კოორდინატების სისტემაში და დავიწყეთ შესაბამის ტაქტიკაზე მსჯელობა.. ამასობაში ერთი უაღრესად გამორჩეული და იშვიათი სახეობის საოცრად ლამაზი ჩრდილო სლავური წარმომადგენელი თავისი ინიციატივით მივიდა ბათუსთან და გამოიწვია საცეკვაოდ. ბათუ ძალიან დაიბნა, თუმცა რა თქმა უნდა წაყვა და ცეკვის შემდეგ პოტეცნიური მსხვერპლი მუხლებზეც დაისვა. შოკირებულები ვუყურებდით და ბათუსაც არანაკლებ შოკირებული გამომეტყველება ქონდა. თვითონაც ვერ მიმხვდარიყო ბედნიერების ასეთი დოზა რით დაიმსახურა. მსხვერპლი ეალერსებოდა. ბათუს მეგობრებს გვიხაროდა და თან არ გვჯეროდა, სხვა კონკურენტ მონადირეებს კი შურდათ. სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ბათუმ რამოდენიმე, კერძოდ პირველი და როგორც აღმონდა უკანასკნელი სამი სიტყვა უთხრა მსხვერპლს, ეს უკანასკნელი აიფოფრა და იმ მომენტიდან აღარანაირი ყურადღება აღარ მიუქცევია ბათუსთვის. ბათუ რა თქმა უნდა განერვიულდა და დაიწყო აქტიურად ხვეწნა-მუდარის კამპანია ძირითადად მზერით და ჟესტებით, თუმცა რაღა თქმა უნდა ეს ყოველივე უშედეგოდ დასრულდა. დილისკენ, როცა მსგავსი ნადირობიდან ვბრუნდებოდით ხოლმე, როგორც ნამდვილ პროფესიონალებს სჩვევიათ, ვაანალიზებდით ნადირობის შედეგებს. ბათუს ამბავი ყველას ძალიან აინტერესებდა, თუმცა ბათუ არ ტყდებოდა და არ ამბობდა, თუ რატომ დასრულდა ესე უშედეგოდ ესე წარმატებით დაწყებული ნადირობა. ბოლობოლო ჩვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ბათუმ გვითხრა ის სამი სიტყვა, რომლის თქმაც მან მსხვერპლისთვის მოახერხა და რომლის გამოც მას არაფერი გამოუვიდა. ყველანი გავოცდით, როდესაც მან შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: "я тебя люблю"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები