მახსოვს თვალებში ცა ჩაიგუბე და ფეხი ცრემლზე როგორ დამიცდა, ჩამოგვინგრია ბეღურებს ბუდე, წვიმიანმა და სეტყვის ამინდმა. მთები შავ-კუპრი ნისლით დაბურეს და თითქოს ჩემი დასაბამიდან, მაგ უფაქიზეს სული ჩაგყურებ, ისევე სუფთად, ისე ადვილად, მზე რომ წყაროში აირეკლება, რომ იბადება ლექსი დარდისგან. ან გაუწოდოს ირემმა, ირემს: ყვავილი, სული და ერთგულება. ან როგორც სუსტი პეპელა ღრუბლებს, ვერასდროს ჩაგწვდი სულში ეგება და გვიცხადებდა ქარი ბეღურებს: ან აქ სიკვდილი, ან გადაფრენა. მე რა თქმა უნდა, ვარჩევდი სიკვდილს, მაგრამ უხილავ ხმათა ძაფებმა, მიმაბეს მე სულ სხვანაირ ტკივილს და ლექსის წამლად ამოძახებას. ***************************** მთელი ცხოვრება თელავდა ყვავილებს, ჭრიდა ხეებს, ეტრფოდა ადამიანებს. ბოლოს საფლავთან , მხოლოდ პირველი ორი დარჩა ფეხმოუცვლელად. ************************** ღმერთო ყველა ფუტკარი მაპატიე, შორი მწვერვალისკენ, თაფლის მოსატანათ გაფრენილი, მე რომელმაც , მათი უკან ვერ დაბრუნება, შევამჩნიე მხოლოდ თაფლის ასე სიმცირით. ************************* იქ სამსჯავროზე დაგელოდება, ძაღლი რომელიც მიატოვე სიბერის გამო, ძაღლი რომელიც შენს ძებნაში გარდაიცვალა და ჯოჯოხეთსაც აგარიდებს ღმერთი იმიტომ, რომ ზუსტად იცის, ძაღლი იქაც თან ჩამოგყვება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე რა თქმა უნდა, ვარჩევდი სიკვდილს, მაგრამ უხილავ ხმათა ძაფებმა, მიმაბეს მე სულ სხვანაირ ტკივილს და ლექსის წამლად ამოძახებას.
შესანიშნავი ავტორი! მე ყველა მომეწონა, რაღაცნაირ სიწრფელეს და სისუფთავეს ვგრძნობ თქვენს ლექსებში. წარმატებები! მე რა თქმა უნდა, ვარჩევდი სიკვდილს, მაგრამ უხილავ ხმათა ძაფებმა, მიმაბეს მე სულ სხვანაირ ტკივილს და ლექსის წამლად ამოძახებას.
შესანიშნავი ავტორი! მე ყველა მომეწონა, რაღაცნაირ სიწრფელეს და სისუფთავეს ვგრძნობ თქვენს ლექსებში. წარმატებები!
1. ფუტკარი და ძაღლი ძალიან კარგი იყო. ძალიან! საფლავის სათქმელს მივხვდი, ტექნიკა დამაკლდა. პირველია რ მომეწონა, ბანალური მომეჩვენა. ფუტკარი და ძაღლი ძალიან კარგი იყო. ძალიან! საფლავის სათქმელს მივხვდი, ტექნიკა დამაკლდა. პირველია რ მომეწონა, ბანალური მომეჩვენა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|