არანაირი ზომბები. არანაირი ატომური აფეთქებები. არანაირი გიგანტური ასტეროიდები და ნასას გმირობები. უბრალოდ სარეცხი ფხვნილი. ახლა კაცობრიობა დერმატომიკოზით კვდება. შენ არჩევ ტანსაცმელს,შავებს ერთად რეცხავ,ღია ფერებს ერთად ალაგებ,ცდილობ ერთმანეთში არ გადავიდეს ფერები,ბრუნს,წყლის ტემპერატურასა და დონეს დიდი სიფრთხილით არჩევ,მაგრამ მაინც კანის ქავილით დაგეწყება ყველაფერი და ბოლოს კანის სოკოვან დაავადებაში გადაიზრდება. შესაძლოა ბაქტერიაც იყოს. თუმცა ამას აზრი არ აქვს.ის კანს ჭამს და გააგრძელებს ამ ტემპით მანამ,სანამ შენგან მხოლოდ ძვლები, ხრტილები და პარაზიტები არ დარჩება. შესაძლოა გადარჩე შენც თუ პარაზიტი ხარ. ეპიდემია მსოფლიოს ედება,ქვეყნიდან ქვეყანაში გადადის,ქალაქიდან-ქალაქში,ქუჩიდან-ქუჩაზე. ვინმემ უნდა გადაარჩინოს კაცობრიობა. ახლა ყველას გმირი სჭირდება. არა ბეთმენი და სუპერმენი. არამედ ლაბორანტი სუპერგმირი.ალბათ,ისიც ქავილით კვდება. შენ არ გემუქრება სიკვდილი თუ ქუჩაში ცხოვრობ ან ტანსაცმელს იაფფასიანი ფხვნილებით რეცხავ. იდეა ყველაზე სწრაფად ვრცელდება. მაგრამ ბაქტერია სინათლის სიჩქარით ვრცელდება. ბევრს ჰგონია,რომ არსებობს რაღაც მარადიული. სადღაც ღმერთსა და სიყვარულს შორის. თუმცა დედამიწასთან ერთად ესენიც გაქრებიან. ღმერთო,როგორი პესიმიზმია. მაგრამ გაიხედეთ ფანჯრებიდან,გადასწიეთ ეს ოხერი ფარდები და შეხედეთ სამყარო როგორ ლამაზად ნადგურდება. ფრჩხილებით დაკაწრული კანი. პატარ-პატარა გამონაზარდები სხეულზე,როგორც ბევრი სიმსივნე ერთად. მდინარესავით დატოტილი კაპილარები სახესა და ყელზე. ამოჭმული ადგილები კანში. ეს,ალბათ,მსოფლიოს დაპყრობის გეგმის ნაწილი იყო. (A) დამპყრობლებს თუ გავამრავლებთ (B) დასაპყრობთა რაოდენობაზე და გავამრავლებთ (C) სარეცხ ფხვნილზე,მივიღებთ სამყაროს აღსასრულს. მოკლედ ეს ან გლობალური სუიციდია,ან დაუგეგმავი სერიული მკვლელობა. სერიული მსუბუქი ნათქვამია გვამებს თუ გავხედავთ. ალბათ,უფრო ტომები ან თავები. რაღაც უფრო დიდი სახელი სჭირდება,მაგრამ იყოს ეს. ქალაქი ქაოსმა მოიცვა. მაღაზიებისა და სალონების ფანჯრებიდან გამოქცეული ცეცხლის ალი ტორნადოსავით ანგრევს ყველაფერს. ცა ჩაბნელებულია სარდაფივით. ყველაფერი მარტივია,როცა იცი კვდები. ყველა ერთ ქვაბში იხარშება. თითქოს ყველა კაცი ერთნაირია. ტელევიზორში პრეზიდენტია და რაღაცის თქმას აპირებს. ყელი და ლოყები მასაც აწითლებული აქვს ქავილისგან. თანამემამულეებს მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და აიმედებს,რომ პრობლემას მალე აღმოფხვრიან,ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ ამაზე და მისი თვალებიდან სისხლი ჟონავს. პრეზიდენტი საკუთარ სისხლში ცურავს. ცრემლნარევი ერითროციტების ნაზავმა მისი კაბინეტი ხელოვნების ნიმუშად აქცია. ეს არაფერია. მასაც, ქალაქის ცენტრში, სხვა გვამებთან ერთად გადაუძახებენ დიდ ორმოში. შეიძლება დაწვან კიდეც. მაგრამ ეს არაფერია. ოთახში,სადაც მე,ავეჯი და ბაქტერიები ვართ,ყველაფერი კარგადაა. მიუხედავად იმისა,რომ ანტიკვარულ მუხის დიდ მაგიდას ბაქტერიები ფეხს აჭამენ და სამფეხა მაგიდა ინერციით ითხლიშება იატაკზე. ჩემსა და ბაქტერიების ფეხებთან.
ყველაფერს ანადგურებენ. შესაძლოა ძვლებიც და ხრტილებიც შეჭამონ. შენობებიც. მიწაც. და დედამიწა,უბრალოდ, გაქრება. გალაქტიკური შოუ რომ ყოფილიყო,აუცილებლად იტყოდნენ „და ჩვენს გადაცემას ემშვიდობება დედამიწა“.
ყველაფერი რაზეც გიოცნებია,გიფიქრია,გიწვალია და გიშრომია,ხვალ სანაგვეზე აღმოჩნდება. ან ზეგ.
ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ამას პირველად არ ვხედავ,მაგრამ ფაქტია კანი პირველად მძვრება ქავილით და კაპილარებიც ყელზე გველივით მეხვევა. ნამდვილად პირველი წარღვნაა. ფრანგებს აქვთ ასეთი ცნება- დეჟა რევე. სიტყვა-სიტყვით „უკვე დასიზმრებულს“ ნიშნავს.
ყველაფერი ნადგურდება და მე რას ვაკეთებ. არაფერს. ასე არ შეიძლება,ჩემ თავთანაც კი მრცხვენია. აუცილებლად სახურავზე უნდა ავიდე. საჭირო ნივთები წამოვკრიფე და სახურავისკენ სინათლის სიჩქარით წავედი. მაგრამ როგორი ირონიულია,სახატავი დამრჩა. ნეტა სად ვაპირებდი ხედის ჩახატვას,რომელიც სახურავიდან ჩანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს კარგი იყო მაგრამ ახლა დავაკვირდი როცა წავიკითხე ამიტომ ეგ არ ყოფილა ეგრე:დ...საუკეთესოდ წერ ეს კარგი იყო მაგრამ ახლა დავაკვირდი როცა წავიკითხე ამიტომ ეგ არ ყოფილა ეგრე:დ...საუკეთესოდ წერ
7. შესაძლოა ჩემი ციფრები გაწერინებს თავიდან ღმერთს დდდ მადლობელი ვარ რომ წაიკითხე. შესაძლოა ჩემი ციფრები გაწერინებს თავიდან ღმერთს დდდ მადლობელი ვარ რომ წაიკითხე.
6. ღმერთმანი(შენს რაიმეს რომ ვკითხულობ მუდამ ღმერთით რატომ ვიწყებ კითხვას არვიცი მაგრამ პირველად მხოლოდ ეს სიტყვა მიტივტივებს თავში:დ)აი ვერ აგიღწერ როგორ მომეწონა,ზოგადად ალერგიული ვარ და ქავილს როცა ახსენებენ მაშინაც კი ქავილი მეწყება:დ აქ კი წარმოიდგინე რა რეალურად ვიყავი შენს ადგილას კითხვისას,და როცა ხატვა ახსენე აქ უკვე შევჩერდი,მგონი მაგ დროს გაქრა ქავილიც...ჩემს ირგვლივ უამრავი სულიერი ნახატია ახლა სულ ჩემები არიან და ყველა მიყურებს...ჰო ხედი რომელიც ნადგურდება...და შენ კიდევ თურმე რა გასაოცრად წერ. ღმერთმანი(შენს რაიმეს რომ ვკითხულობ მუდამ ღმერთით რატომ ვიწყებ კითხვას არვიცი მაგრამ პირველად მხოლოდ ეს სიტყვა მიტივტივებს თავში:დ)აი ვერ აგიღწერ როგორ მომეწონა,ზოგადად ალერგიული ვარ და ქავილს როცა ახსენებენ მაშინაც კი ქავილი მეწყება:დ აქ კი წარმოიდგინე რა რეალურად ვიყავი შენს ადგილას კითხვისას,და როცა ხატვა ახსენე აქ უკვე შევჩერდი,მგონი მაგ დროს გაქრა ქავილიც...ჩემს ირგვლივ უამრავი სულიერი ნახატია ახლა სულ ჩემები არიან და ყველა მიყურებს...ჰო ხედი რომელიც ნადგურდება...და შენ კიდევ თურმე რა გასაოცრად წერ.
5. ღმერთმანი(შენს რაიმეს რომ ვკითხულობ მუდამ ღმერთით რატომ ვიწყებ კითხვას არვიცი მაგრამ პირველად მხოლოდ ეს სიტყვა მიტივტივებს თავში:დ)აი ვერ აგიღწერ როგორ მომეწონა,ზოგადად ალერგიული ვარ და ქავილს როცა ახსენებენ მაშინაც კი ქავილი მეწყება:დ აქ კი წარმოიდგინე რა რეალურად ვიყავი შენს ადგილას კითხვისას,და როცა ხატვა ახსენე აქ უკვე შევჩერდი,მგონი მაგ დროს გაქრა ქავილიც...ჩემს ირგვლივ უამრავი სულიერი ნახატია ახლა სულ ჩემები არიან და ყველა მიყურებს...ჰო ხედი რომელიც ნადგურდება...და შენ კიდევ თურმე რა გასაოცრად წერ. ღმერთმანი(შენს რაიმეს რომ ვკითხულობ მუდამ ღმერთით რატომ ვიწყებ კითხვას არვიცი მაგრამ პირველად მხოლოდ ეს სიტყვა მიტივტივებს თავში:დ)აი ვერ აგიღწერ როგორ მომეწონა,ზოგადად ალერგიული ვარ და ქავილს როცა ახსენებენ მაშინაც კი ქავილი მეწყება:დ აქ კი წარმოიდგინე რა რეალურად ვიყავი შენს ადგილას კითხვისას,და როცა ხატვა ახსენე აქ უკვე შევჩერდი,მგონი მაგ დროს გაქრა ქავილიც...ჩემს ირგვლივ უამრავი სულიერი ნახატია ახლა სულ ჩემები არიან და ყველა მიყურებს...ჰო ხედი რომელიც ნადგურდება...და შენ კიდევ თურმე რა გასაოცრად წერ.
4. რჩეულ ავტორებში გამატებ !
პროზაში საუკეთესო თანამედროვე ქართულენოვანი პროტესტანტი ხარ !
+10000000000 რჩეულ ავტორებში გამატებ !
პროზაში საუკეთესო თანამედროვე ქართულენოვანი პროტესტანტი ხარ !
+10000000000
3. დერმატომიკოზი, ბაქტერიებიო,შენობებიც. მიწაც. ყველაფერი ინგრევაო და დედამიწა,უბრალოდ, გაქრებაო და მე რას ვაკეთებ?
"ბუმ თქვა ქვეყანა ინგრევაო და თვალები წინასწარ დაითხარა ქვეყანა არ დანგრეულა და ბუ დარჩა თვალლებდათხრილი." ეს ანდაზა ქართულია არ ვიცი, ისე კი გამიგონია.
დერმატომიკოზი, ბაქტერიებიო,შენობებიც. მიწაც. ყველაფერი ინგრევაო და დედამიწა,უბრალოდ, გაქრებაო და მე რას ვაკეთებ?
"ბუმ თქვა ქვეყანა ინგრევაო და თვალები წინასწარ დაითხარა ქვეყანა არ დანგრეულა და ბუ დარჩა თვალლებდათხრილი." ეს ანდაზა ქართულია არ ვიცი, ისე კი გამიგონია.
2. ჯერ ერთი ის, რომ კარგია "პოეზია" რომ არ დაარქვით ამას :)
ექსპრესიული და საკმაოდ დამაჯერებელი თხრობაა.
და პრობლემაც მთელი სიმძაფრითაა გადმოცემული.
ჯერ ერთი ის, რომ კარგია "პოეზია" რომ არ დაარქვით ამას :)
ექსპრესიული და საკმაოდ დამაჯერებელი თხრობაა.
და პრობლემაც მთელი სიმძაფრითაა გადმოცემული.
1. ხომ თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ, წაკითხვის შემდეგ, ფილმი perfect sense გამახსენდა :)) ხომ თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ, წაკითხვის შემდეგ, ფილმი perfect sense გამახსენდა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|