თვალები ფართოდ გაახილე. სანამ გამშრალ გუგაზე ცრემლი არ მოგადგება არ დაახამხამო.
ერთმა ჩემმა მეგობარმა,რომელიც იყო 16 წლის,გაიგო გავრცელებული შეხედულება, ტკივილით სიამოვნების მიღების შესახებ.თუ ზუსტ წერტილებს იპოვი შესაძლოა სიამოვნება ბევრად გაიხანგრძლივო.
17 წლის როცა გახდა,ის უკვე ჩამოყალიბებული მაზოხისტი იყო,უამრავი შრამითა და მახინჯი სხეულით. მან სცადა ბრიტვა. იხილეთ ასევე: სამართებელი,შუშის ნამსხვრევები,ნემსები. ამბობდა,რომ „ხალხი ვერ განასხვავებს ტკივილს“. მან დაკარგა სიამოვნების 15 წელი.და ამას აბრალებდა შიშს. სისხლის შიშს. ყველაფერი იდეალურად არასდროს არაა. თუ გინდა ორგანიზმში გავრცელებული ფობია სამუდამოდ დაამარცხო პირდაპირ მას უნდა შეებრძოლო. ტკივილს არ უნდა გაექცე. უნდა შეიგრძნო და გაიაზრო,რომ ყველანაირი ტკვილი წარმავალია,როგორც ყველაფერი. მეორე მეგობარი,რომელიც იტანჯებოდა რუტინული ცხოვრებით,გამუდმებით ეძებდა მრავალფეროვანი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას. ერთფეროვანი ტიპი იწყებს დედამიწაზე მოგზაურობას. მან მოიარა გერმანია. ასევე იხილეთ: ჰოლანდია, ესპანეთი, ეგვიპტე. ამბობდა,რომ „ყველა ქვეყანა ერთნაირი ნაგვითაა სავსე“. დედამიწა არაა მათთვის,ვინც იცის რა უნდა ცხოვრებაში. ის აგრძელებს მოგზაურობას და იწყებს წიგნების კითხვასაც. თითქოს ადამიანებმა არ იციან სხვა სამყაროს შესახებ. ამაზე არავინ საუბრობს. მან მოიარა ავსტრალია. ასევე იხილეთ: ფილიპინები, ალასკა, არგენტინა. საშინელი ჩვევა ჰქონდა. თითოეული ქვეყნიდან უნდა წამოეღო სანთებელა. დიდი ტკივილის დავიწყება თუ გინდა მცირე დეტალებში უნდა ჩაეფლო. თვეების შემდეგ მის ოთახში,კუთხეებთან,გაჩნდა წიგნების გროვები,ხოლო უჯრებში,თაროებსა და კარადებში-სანთებელები. სახლი ივსება ცისფერი,ყვითელი,მწვანე,წითელი,შავი,იასამნისფერი,ლურჯი და ვარდისფერი სანთებელებით. ცდილობს ცხოვრების არცერთი წამი არ დაკარგოს. კითხულობს. მოგზაურობს. და სანთებელებს აგროვებს. თვეში რამდენჯერმე ასუფთავებს მტვრისგან. მისი ცხოვრება საინტერესო გახადა წიგნებმა და მოგზაურობებმა,ახალი ციტატები,ახალი ქალაქები,ახალი მწერლები,ახალი სანაპიროები,თუმცა ამ ყველაფერს ფარავს სანთებელები.
თვეები გადიოდა და ჩემი მეგობარი უფრო და უფრო ემსგავსებოდა მოჩვენებას. იხილეთ ასევე: მუმია, კრაკაძილშიკი, ბიუროკრატი. მისი სახლის იატაკი ნელ-ნელა ბუნებრივი წითელით იღებებოდა. შემდეგ კედლებიც,ავეჯიც და ტანსაცმელიც. ამბობდა,რომ „ტკივილია ყველანაირი სიამოვნების საწყისი“. დოზას ზრდიდა,რაც მის სხეულს ეტყობოდა. მშობლებს იგი დაყავთ ფსიქოთერაპევტთან. იხილეთ ასევე: ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. მაგრამ ეს მისთვის არაფერს წარმოადგენდა,როგორც წარწერა სიგარეტის კოლოფზე „მოწევა კლავს“. ის გახდა ჩვეულებრივი ნარკომანი. ნებისმიერ დამოკიდებულებას თვითგანადგურებისკენ მივყავართ. გადის რამდენიმე თვე და ტკივილზე დამოკიდებულება უფრო იზრდება. თუმცა მას ყველაფერი ბეზრდება,რადგან მარტოა თამაშში. და როცა სკოლაში კუთვნილი დოზის მიღება უნდება,გვერდზე მჯდომს ეუბნება „ნემსი გამომართვი და რამდენიმე ადგილას ძლიერად ჩამარჭე“. იგი დაბნეული უყურებს მაზოხისტს და შიშით ართმევს ნემსს. თავიდან ფიქრობს „იმედია ხუმრობ და ბოლოს გამაჩერებ“,მაგრამ დამოკიდებულებამ არ იცის არც ხუმრობა და არც გაჩერება. ჩვეულებრივი კოქსი. იხილეთ ასევე: ფსილოციბინი, კეტამინი, ჰეროინი. ამბობდა,რომ „ტკვილის გარეშე ჩვენ არ გვეცოდინებოდა,თავისუფლებისა და სიმშვიდის ფასი“. რამდენიმე თვეში უკვე სამნი არიან. ჩემი მეგობარი,მისი კლასელი და მე. კლუბში რჩებიან ორნი. მაზოხისტისა და სადისტის ჰარმონიული შერწყმა. მე ისინი მალევე მივატოვე,რადგან პატარა საფეხურიდან პირდაპირ დიდზე ავხტი და ორივე თვალი ნემსით დავიჩხვლიტე. მშობლებმა ჩემი სწავლისთვის გადანახული ფულით ოპერაცია გამიკეთეს. და აი სადამდე მივყავართ ტკივილს.
ეს ბიჭი სანთებელებით და ის ბიჭი ტკივილით სულაც არ ჰგვანან ერთმანეთს,მაგრამ ჩვენ ყველანი დაახოებით ერთნაირად ვცხოვრობთ. და ახლა სანთებელების მაძიებლის სახლს ავსებს ყუთები ქვეყნების სახელწოდებებით,რომლებიც სანთებელებითაა სავსე.
ჩემი მეგობარი,მაზოხისტი,მირეკავს და ტელეფონში ეგრევე იწყებს ტირილს. ამბობს,რომ „ყველაფერი შემთხვევით მოხდა“. ამბობს,რომ „კლასელს შემთხვევით საძილე არტერია გადაუჭრა და ახლა ის სისხლისგან იცლება,დედამისის საყვარელ ხალიჩაზე,რომელიც მეთვრამეტე საუკუნისაა“ ვეუბნები,რომ „დამშვიდდეს და ჭრილობაზე ნაჭერი მჭიდროდ შემოახვიოს“ ამბობს,რომ „სისხლისგან თითქმის დაიცალა და ახლა ყველაფერი მისი დნმ-თი არის მოსვრილი,ყველგან მისი ჟანგიანი რკინა ასხია“ კლასელი კვდება მის სახლში. ამდენი სისხლი მხოლოდ Animal planet-ზე აქვს ნანახი. როცა სულელი ქურციკი ხდება აფთრების საუზმე. იგი აღგზნებული და დაბნეულია. გრძნობათა სიმძაფრის გამო იგი იწყებს ოთახში სიარულს. გაუჩერებლად. დადის და დადის. მას დამშვიდება სჭირდება. მას დიდი დოზა სჭირდება. იგი კლასელს ბაძავს და ხალიჩაზე ისიც მის გვერდით წვება.მისი არტერიიდანაც ასხამს სისხლი.მისი დნმ-იც ირევა ხალიჩის ქსოვილში. მეთვრამეტე საუკუნის ხალიჩა. დასავლეთ ევროპა. შესაძლოა,უბრალოდ ხალიჩა კი არა,გობელენი იყოს. მისი მშობლები,ნამდვილად,ინერვიულებენ დასვრილი ხალიჩის გამო.
თქვენ შეგიძლიათ თვალები დაახამხამოთ და ცრემლებიც მოგადგეთ. მაგრამ თვალის ოპერაციის შემდეგ მე აღარ შემიძლია თვალების დახუჭვა და აღარც ცრემლები მომდის. სასაცილოა,როცა კრიოლიტის მინის თვალებიდან ცრემლებს ელოდები. როგორც დასასრულს. ეს უბრალო თვალის პროთეზია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართლაც შეცდომაა მართლაც შეცდომაა
1. ოპერაციის გარეშეც თვალის სიმშრალე მაქვს და ხელოვნური ცრემლი თუ არ ჩავისხი ვერ ვტირი ) თუმცა ჰო, კარგია როცა შენი თვალები გაქვს. ტირილის გარეშეც.
იყო აქ რაღაც საინტერესო.
ჟანრი ალბათ შეცდომაა. ოპერაციის გარეშეც თვალის სიმშრალე მაქვს და ხელოვნური ცრემლი თუ არ ჩავისხი ვერ ვტირი ) თუმცა ჰო, კარგია როცა შენი თვალები გაქვს. ტირილის გარეშეც.
იყო აქ რაღაც საინტერესო.
ჟანრი ალბათ შეცდომაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|