ნინო დარბაისელი
უთოფო ნადირობა ტახზე - - - - - - ტახის დაჭერას არ სჭირდება თოფი და ხმალი, გამახსენდება, როცა იმედი მიწყდება ხვალის. ტყეში იპოვე ალაგი, სადაც ბინადრობს ტახი, ან გამოჰკითხე მონადირეებს, სად ჰყავთ ნანახი და იმ ადგილზე ყარე და ყარე მერე სიმინდი, დღეც არ ჩააგდო, ნუ შეგაკრთობს ცუდი ამინდი; მთელი კოლტი რომ მოიჩვიო, ყარე და ყარე, ერთ დღეს კი მტკიცედ შემოსაზღვრე ერთ მხარეს არე! ჰო, არ გაჩერდე, მიაჩვიე, ყარე და ყარე, ამასობაში კიდევ ერთი შეკარი მხარე, მესამე მხარეც მოუსაზღვრე, განაგრძე დაყრა, სამ მხრივ მოსაზღვრულს მტკიცე კარიც შეაბი ახლა. ყარე და ბოლოს მოჩვეულებს, ჭამით გართულებს ის კარიც უნდა ჩაუკეტო!...ჭირებს ქართულებს ვინ მოსთვლის, გვქონდა სამშობლო და შეგვრჩა პარტახი, უკვე ყელამდე გვეჭირება ყველას არტახი. სარჩოს მძებნელმა მახე როგორ ვერ დაინახე, ლომო და მგელო, თავი ასე რად გაიტახე! დღეს ერთიანად ხაფანგში ვართ ტახი, არ- ტახი, ვის რა მოვკითხოთ, ვის რას ვერჩით, ჩვენზეა ახი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აი, ეს ლექსი მომეწონა ძალიან, მაგრამ უმრავლესობამ სხვას მიანიჭა უპირატესობა. საერთოდ, ბევრი ავტორის ძლიერი ნაწერი გამოქვეყნდა აპრილის თვეში. ყოველმხრივ მაღალი დონე იყო.
აი, ეს ლექსი მომეწონა ძალიან, მაგრამ უმრავლესობამ სხვას მიანიჭა უპირატესობა. საერთოდ, ბევრი ავტორის ძლიერი ნაწერი გამოქვეყნდა აპრილის თვეში. ყოველმხრივ მაღალი დონე იყო.
5. ახიას ძახილში გავიდა საუკუნე ) ახიას ძახილში გავიდა საუკუნე )
4. ძალია, ძალიან მომეწონა. ძალია, ძალიან მომეწონა.
3. “ვის რა მოვკითხოთ, ვის რას ვერჩით,“
ახია, ახი!
“ვის რა მოვკითხოთ, ვის რას ვერჩით,“
ახია, ახი!
2. ქართული ჭირები...
მგონი, წაკითხული მქონდა ეს.
ქართული ჭირები...
მგონი, წაკითხული მქონდა ეს.
1. ახია ნამდვილად 5 ახია ნამდვილად 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|