ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 სექტემბერი, 2018


ამოხვნეშა

გაორება

რა საშინელებაა როდესაც დილით სარკეში ჩაიხედავ და სრულიად უცხო პიროვნებას დაინახავ.კი,რომელსაც არ იცნობ,რომელსაც ვერ უგებ,რომელიც შეიძლება არც კი მოგწონს.ვერ ცნობ მას,მაგრამ მინდა იცოდე ისაა ვინც ცხოვრება დაგინგრია,ისაა ვინც გკლავს,გმალავს,არ გაძლევს უფლებას თავის წარმოჩინების.. რა საშინელებაა როცა ამის შემხედვარე დამძიმებული სინდისით იწყებ დღეს.ჩუმად,ხმის ამოუღებლად ,,მიირთმევ" საუზმეს,ჩუმად ემზადები გასასვლელად,გულზე ლოდები გკიდია,რაღაც ბრჭყალებიან ხელს გიჭერს,უნდა რომ მოგაგლიჯოს ისედაც უმოქმედო,შავ ხვრელს დამსგავსებული სისხლის საქაჩი ორგანო,ცარიელი და ყოველგვარი სისაძაგლით სავსე.არა,არ ცხოვრობ,შენ არსებობ! როგორც იქნა მოემზადე,აი გადიხარ გარეთ და მანქანასავით იწყებს მუშაობას ის ვინც გკლავს,ვინც გ მალავს,ვინც გაიძულებს დაივიწყო ტკივილი...გაიღიმე!გაიღიმე!ისაუბრე!ეს უკვე ნიღაბიც აღაა, ეს შენხარ! მაგრამ ის მეორეც შენ ხარ! 21.09.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები