ნინო დარბაისელი
ქარი. დაცემა. ჩაფხუტები - - - - - (ეძღვნება მუხა-ადამიანს)
ეს ბუმბერაზი მუხა ქარიშხალს ძირფესვიანად მოუგლეჯია და მზომელები ყოველ ფუტზე ნარინჯისფერი საღებავით ნიშანს ადებენ. ჩაფხუტიანი მუშები რომ გადახერხავენ, ასეულობით წრეს დავითვლით გადანაჭერზე და მთელ ქვეყანას მოედება მისი ამბავი, მერე მოვლენ და გაზიდავენ მორებად დაჭრილს, ამ დიდ ორმოსაც ახალი მიწით ამოავსებენ, გადატკეპნიან, გოჯნახევრამდე მდიდარ ნიადაგს დააყრიან და ზედ ბალახის თესლს მოაპნევენ.
ამ ფუღუროში ჩახუტებით ვეტეოდით მუდამ წყვილები, შიშველ ფესვებზეც ჩამოვმსხდარვართ რბენით დაღლილნი, დაღარულ ქერქზე გამალებულ ჭიანჭველათა არმიებისთვის თავშესაქცევად ჩვენც გვიცქერია, რკოს კაცუნებიც გვიკეთებია და გვიძებნია ხავსში ნამალიც. ჩვენ - გზას ვიპოვით, ჩიტებიც წავლენ, მაგრამ ამ დაშლილ ბუდეებში ჩამტყდარ კვერცხებს რა ეშველება!
პატარა ხეებს ბავშვიც გაუგებს, მაგრამ დიდი ხე, ვიდრე ცოცხლობს, სულ ტყუილია, ვერც ფესვებიდან, ვერც კენწეროდან, ვერტიკალურად ვერ იზომება. ან ვიდრე ცოცხლობს, დიდს ვინ შევწვდებით! ცოტათი მაინც რომ გავუტოლდეთ, როგორ გვჭირდება მისი დაცემა, ამოძირკვა, სიკვდილი მისი, მისი უძრავი, საბედისწერო ჰორიზონტალი!
რამდენი ვნახე დაცემული და დათარსული! დიდი ხეებით ავსებულა ჩემი წარსული, თავს ვეუბნები: - რაღა დროსია, ვისზე რაც იცი, ეს დაგრჩა მხოლოდ - - წასულების ლანდთან ლაციცი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა მუხა! წავაწერე.
მადლობა მუხა! წავაწერე.
7. ნინო დარბაისელი საოცრად იმოქმედა ამ ლექსმა, ბოლო სტრიქონის გარდა ჩემია ეს ლექსი და ძალიან გთხოვ დაწერე რომ მე მიმიძღვენი. ზუსტად ორი დღის წინ , ჩემი მუხა ქარიშხალმა ძირფესვიანად მოგლიჯა ზუსტად მასზე ასწლეულობის წრით ჩაფხუტიანები ჯერ იგვიანებე რადგან ბოლომდე მუხა არ გამხმარა. ( ამ ფუღუროში ვეტეოდით, რა ნამდვილია, )აქ არაფერია საკრიტიკებელი, ლექსს მაშინ აქვს ფასი როცა ვინმე თუნდაც ერთი ადამიანიც კი გაითავისებს და ის ერთი მე ვარ.
პს.ისიც უნდა ავღნიშნო, რომ თუ კი სადმე, რომელიმე ავტორის ნაწარმოებზე ნინო დარბაისელის კომენტარი დევს, ჩათვალეთ ავტორებო რომ თქვენ გერგოთ ბედნიერება, ღირსნნი გაგხადათ დაეთმო თქვენთვის დრო და მადლობა გადაუხადეთ. ნინო დარბაისელი საოცრად იმოქმედა ამ ლექსმა, ბოლო სტრიქონის გარდა ჩემია ეს ლექსი და ძალიან გთხოვ დაწერე რომ მე მიმიძღვენი. ზუსტად ორი დღის წინ , ჩემი მუხა ქარიშხალმა ძირფესვიანად მოგლიჯა ზუსტად მასზე ასწლეულობის წრით ჩაფხუტიანები ჯერ იგვიანებე რადგან ბოლომდე მუხა არ გამხმარა. ( ამ ფუღუროში ვეტეოდით, რა ნამდვილია, )აქ არაფერია საკრიტიკებელი, ლექსს მაშინ აქვს ფასი როცა ვინმე თუნდაც ერთი ადამიანიც კი გაითავისებს და ის ერთი მე ვარ.
პს.ისიც უნდა ავღნიშნო, რომ თუ კი სადმე, რომელიმე ავტორის ნაწარმოებზე ნინო დარბაისელის კომენტარი დევს, ჩათვალეთ ავტორებო რომ თქვენ გერგოთ ბედნიერება, ღირსნნი გაგხადათ დაეთმო თქვენთვის დრო და მადლობა გადაუხადეთ.
6. მარი საყვარელო, ეს რა არის! ხანდახან ამაზე უარესებსაც ვწერ. ძალიანაც რომ ეცადოთ, ჩემზე კრიტიკული ვერ იქნებით ჩემი ნაწერებისადმი. მე, მაგალითად, შემიძლია დავასაბუთო, რატომ არის ეს ლექსი იდიოტობა, შემიძლია პირიქითაც. წინასწარგანწყობას, ანუ ინტენციას გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ, ახსნათ , კონკრეტულად, რა არ მოგწონთ და რატომ? აბა, სცადეთ! ყველაფერი ცდით იწყება. ჩანაფიქრი , კონცეფცია ერთი მაქვს: დიდი ადამიანი ვიდრე ცოცხალია, მის სიდიდეს ვერ ვგებულობთ, ვიდრე არ მოკვდება და ახლოდან, დაკვირვებით არ ,,გავზომავთ”. აზრს ნამდვილად ვერ დაიწუნებთ. ახლა თუ გინდათ, შემირჩიეთ, რა ფორმაში გადავიყვანო და აგერ ვარ!
მარი საყვარელო, ეს რა არის! ხანდახან ამაზე უარესებსაც ვწერ. ძალიანაც რომ ეცადოთ, ჩემზე კრიტიკული ვერ იქნებით ჩემი ნაწერებისადმი. მე, მაგალითად, შემიძლია დავასაბუთო, რატომ არის ეს ლექსი იდიოტობა, შემიძლია პირიქითაც. წინასწარგანწყობას, ანუ ინტენციას გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ, ახსნათ , კონკრეტულად, რა არ მოგწონთ და რატომ? აბა, სცადეთ! ყველაფერი ცდით იწყება. ჩანაფიქრი , კონცეფცია ერთი მაქვს: დიდი ადამიანი ვიდრე ცოცხალია, მის სიდიდეს ვერ ვგებულობთ, ვიდრე არ მოკვდება და ახლოდან, დაკვირვებით არ ,,გავზომავთ”. აზრს ნამდვილად ვერ დაიწუნებთ. ახლა თუ გინდათ, შემირჩიეთ, რა ფორმაში გადავიყვანო და აგერ ვარ!
5. mamidachemi gautxovari, magram ara kargunaxavic ki sjobda amas:))) mamidachemi gautxovari, magram ara kargunaxavic ki sjobda amas:)))
4. saswauli, neta ra mogwont:))))) es leqsia? saswauli, neta ra mogwont:))))) es leqsia?
3. ანა, ნექტარ, მადლობა! ნექტარ, ამ კომენტარზე უკეთესით რითი გამიხარებდით გულს! ანა, ნექტარ, მადლობა! ნექტარ, ამ კომენტარზე უკეთესით რითი გამიხარებდით გულს!
2. ეს ტკივილი სულს სცილდება და სიცოცხლეს უფრო მაღლობს,
ქ–ნო ნინო, ასეა, ასე. ეს მცირე ამწუთიერი ექსპრომტი გამოიწვია თქვენმა ნააამბობმა და მეც აქ დაგიტოვეთ არსაწყენად, რა ვქნა ემოცია ვერ შევარბილე.
ის რაც გატკბობს ყველგან გახსოვს და რაც გახსოვს მუდამ გიყვარს ის რაც გიყვარს ყველგან გტკივა და რაც გტკივა გრიგალს გიგავს. სხვებს ჰგონია ნამცეცია გული კი ვერ გაჰქცევია. სადაც უნდა გადიხვეწო, როგორც გინდა კარგად იყო გული მაინს იქა გრჩება და ტკივილიც მისი გახრჩობს სიხარული იქით არის სად ბავშვობა შენი ანცობს გულს ახარებს როცა ხედავ სულ ყველაზე უცნობ ნაცნობს მზე ამოდის მხოლოდ იქით მთვარეც ჩუმად იქით ნათობს. გიხარია იქ სუყველა როცა იქით ვარდი ვარდობს, და თუ იქით ეკალია შენი სულიც ეკალ–ბარდობს. მაგრამ უფლის ნება იყოს ეგ რაც დარდი დიდად ფართობს ვიიმედოთ ყველაფერი სიბნელიდან მაინც ნათობს. დაველოდოთ მზის ამოსვლას სხივებით ხომ დილით ბარტყობს.
ნ ექ ტ ა რ ი.
ეს ტკივილი სულს სცილდება და სიცოცხლეს უფრო მაღლობს,
ქ–ნო ნინო, ასეა, ასე. ეს მცირე ამწუთიერი ექსპრომტი გამოიწვია თქვენმა ნააამბობმა და მეც აქ დაგიტოვეთ არსაწყენად, რა ვქნა ემოცია ვერ შევარბილე.
ის რაც გატკბობს ყველგან გახსოვს და რაც გახსოვს მუდამ გიყვარს ის რაც გიყვარს ყველგან გტკივა და რაც გტკივა გრიგალს გიგავს. სხვებს ჰგონია ნამცეცია გული კი ვერ გაჰქცევია. სადაც უნდა გადიხვეწო, როგორც გინდა კარგად იყო გული მაინს იქა გრჩება და ტკივილიც მისი გახრჩობს სიხარული იქით არის სად ბავშვობა შენი ანცობს გულს ახარებს როცა ხედავ სულ ყველაზე უცნობ ნაცნობს მზე ამოდის მხოლოდ იქით მთვარეც ჩუმად იქით ნათობს. გიხარია იქ სუყველა როცა იქით ვარდი ვარდობს, და თუ იქით ეკალია შენი სულიც ეკალ–ბარდობს. მაგრამ უფლის ნება იყოს ეგ რაც დარდი დიდად ფართობს ვიიმედოთ ყველაფერი სიბნელიდან მაინც ნათობს. დაველოდოთ მზის ამოსვლას სხივებით ხომ დილით ბარტყობს.
ნ ექ ტ ა რ ი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|