| ავტორი: ბო-ბი ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ქუჩა დედამოტყნულია ჩემნაირი გამოუცდელი ტიპებისთვის. არასოდეს იცი როდის დაგახევენ ყურებს (და არამარტო ყურებს) ძილის დროს შფოთვები დამჩემდა.. მშიშარა არ ვარ, გადაჭარბებულად ფრთხილი ვარ. ძია რალფმა ამიხსნა, რომ ოჯახიდან გამოექცეულებს, თავიდან სულ ასე სჭირთ.. დამფრთხალები და მარტოსულები არიანო.. მარტოსული იქაც ვიყავი, ვაჟასთან ერთად და საერთოდ ყველგან მარტო ხარ, სადაც შენი მიწა არაა.. გიჟი პატრიოტი კი არა ვარ, ბრიტანეთის ქუჩებში დროშით და მიაუს ძახილით ვირბინო. უბრალოდ თავს მარტო ვგრძნობ, უბრალოდ სახლი მინდა, ოჯახი.. რა ქალივით დავიწყე წუწუნი. იმედია ამ ფრაზის გამო ფემინისტი თამილა არ წამითაქებს თავში.. თამილა ნაგავსაყრელის ყველაზე მოხუცი კატაა. არც კნუტები ჰყავს და არც კაცები ჰყოლია. ბიჭები ამბობდნენ ეგ სტერილურიაო. პატრონმა გაუჩალიჩა მოკლედ.. ზოგჯერ მეცოდება თამილა. ბოროტი არაა. შევამჩნიე ქუჩის კნუტებს თავის წილი რძე როგორ დაუთმო.. ჩვენთან ყველაფერი ოდნავ მომჟავოა, მაგრამ არ გკლავს.. იმ სირობა ფრაზასავით გამომივიდა "რაც არ გკლავს, გაძლიერებსო." მეეჭვება ყელში გაჩხერილი თევზის ფხა კუნთებში მიმდიოდეს.. ძია რალფი, სამფეხა ძაღლი. ჰო, ადრე ძაღლებს ვერ ვიტანდი, მაგრამ რალფის გაცნობის მერე ბევრი რამ შეიცვალა.. ფეხი ავარიის დროს დაკარგა, როცა თავისი პატრონის მანქანას აედევნა, სიყვარულით ანთებული გულით და თვალებით.. წაუყვანია პატრონს საავადმყოფოში და ვერ უშველეს ნატკენ თათს. ერთ დილას კი, ნახევრად შეხორცებული ჭრილობით ქუჩაში გაიღვიძა.. საცოდავი, ქუჩებში დაწანწალებდა და ეძებდა პატრონს.. როგორც იქნა სახლს მიაგნო და ეზოში სრულიად ჯანმრთელ ლეკვს რომ მოკრა თვალი, კოჭლი ძუნძულით წამოვიდა უკან.. უკან რა, წამოსასვლელიც არ ჰქონდა. უბრალოდ წამოვიდა. მას შემდეგ აქ ცხოვრობს, კარდონის ყუთში, რომელიც წვიმამ გვარიანად გამოჭამა. რალფი ფიქრობს, რომ შეიძლება მხოლოდ შენი სამი თათი გიყვარდეს, სანამ ჯერ კიდევ გაქვს. -და ადამიანები ძია რალფ, არ უნდა გვიყვარდნენ? -კი, უნდა გვიყვარდნენ. იქამდე, სანამ შეგვიძლია გვქონდეს ოთხი თათი.. აქ ყველანი საცოდავები და მარტოსულები ვართ.. განსაკუთრებით ზამთარში, როცა საბანს არავინ დაგვაფარებს მძინარეს. ჩემზე არ ვდარდობ. კიდევ ბევრი ცხოვრება მაქვს, მაგრამ როცა ვუყურებ, როგორ ცახცახებს საბრალო რალფი სიცივისგან, ერთი კითხვა მიტრიალებს მხოლოდ: -ნეტავ ძაღლებს, კატებივით ცხრა სიცოცხლე აქვთ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რა საინტერესო.. :) პირველად წავიკითხე შინაურ ცხოველებზე სოციალური ნოველა. <3 მომწონს.. ვაგრძელებ..
რა საინტერესო.. :) პირველად წავიკითხე შინაურ ცხოველებზე სოციალური ნოველა. <3 მომწონს.. ვაგრძელებ..
13. მეტად მძიმე დღეების შემდეგ, რაღაც სასიამოვნოდ წამეკითხა, თუმცა არც ისე სასიამოვნოა ფეხდაკარგული რალფის ამბავი, მაინც განვიტვირთე.
მეტად მძიმე დღეების შემდეგ, რაღაც სასიამოვნოდ წამეკითხა, თუმცა არც ისე სასიამოვნოა ფეხდაკარგული რალფის ამბავი, მაინც განვიტვირთე.
12. ბატონებო. დიდი მადლობა ბატონებო. დიდი მადლობა
10. კაი ქვეყანაში თოლიას კომენტარები ფული ეღირებოდა! სტერილური ფემინისტი თამილა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) კაი ქვეყანაში თოლიას კომენტარები ფული ეღირებოდა! სტერილური ფემინისტი თამილა :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
9. ასე ფონს ვერ გავალთ, ასე იოლად ვერ დაგვიძვრებით, ავტორო - ასე მოკლე გაგრძელება კარგად შესრულების მიუხედავად ვერაფრით ჩაგითვალეთ :) ისე ჰოფმანის კატუს არ ვიცნობ მე, მაგრამ მჯერა, რომ არაფერი საერთო ექნება ჩვენს ბობისთან :) ასე ფონს ვერ გავალთ, ასე იოლად ვერ დაგვიძვრებით, ავტორო - ასე მოკლე გაგრძელება კარგად შესრულების მიუხედავად ვერაფრით ჩაგითვალეთ :) ისე ჰოფმანის კატუს არ ვიცნობ მე, მაგრამ მჯერა, რომ არაფერი საერთო ექნება ჩვენს ბობისთან :)
8. ლელა, თბილად გამეღიმა. მადლობა *) ლელა, თბილად გამეღიმა. მადლობა *)
7. მთავარი დამავიწყდა: ჩემი ძაღლის სეხნია ხართ. :)) მთავარი დამავიწყდა: ჩემი ძაღლის სეხნია ხართ. :))
6. მიყვარს ძაღლურ-კატური ისტორიები.
მეც მაქვს ძაღლური ნოველა: "ერთი განსხვავება." გარდა ამისა, მყავს სამი ძაღლი, მათ შორის ერთი - ბინაში და უამრავი კარგადნაცნობი ქუჩის ძაღლი და სადარბაზოს კატა. მიყვარს ძაღლურ-კატური ისტორიები.
მეც მაქვს ძაღლური ნოველა: "ერთი განსხვავება." გარდა ამისა, მყავს სამი ძაღლი, მათ შორის ერთი - ბინაში და უამრავი კარგადნაცნობი ქუჩის ძაღლი და სადარბაზოს კატა.
5. აქაც ვიტყვი, რომ თოლიას კომენტარები განსაკუთრებით მაინტერესებს ამ ნაწერებზე.) მადლობა ოთხივეს..
გოგონა ენ, გაუმართლა მაგას.. მიაუ თქო გადაეცი *) აქაც ვიტყვი, რომ თოლიას კომენტარები განსაკუთრებით მაინტერესებს ამ ნაწერებზე.) მადლობა ოთხივეს..
გოგონა ენ, გაუმართლა მაგას.. მიაუ თქო გადაეცი *)
4. განსაკუთრებით ეფექტურია ამის წაკითხვა, როცა მხარზე, 2 კვირის წინ, ქუჩაში ნაპოვნი კნუტი გაწევს, რომელიც შეიფარე და შეიყვარე :)) თითქოს, ჩემი "ეგოგოს" აზრებს და ტკივილებს ვკითხულობ :)
წარმატებას გისურვებ <3 განსაკუთრებით ეფექტურია ამის წაკითხვა, როცა მხარზე, 2 კვირის წინ, ქუჩაში ნაპოვნი კნუტი გაწევს, რომელიც შეიფარე და შეიყვარე :)) თითქოს, ჩემი "ეგოგოს" აზრებს და ტკივილებს ვკითხულობ :)
წარმატებას გისურვებ <3
2. არცერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი.
არცერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს (გარეთ)
ჯორჯირებულია)
არცერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი.
არცერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს (გარეთ)
ჯორჯირებულია)
1. კატა მურიზე მეტად მომწონს უკვე ეს კატა ბობი.
ავტორიც :)
მერე რა რომ , კატა მური "კარდონის" ნაცვლად "მუყაოს" იტყოდა :)
კატა მურიზე მეტად მომწონს უკვე ეს კატა ბობი.
ავტორიც :)
მერე რა რომ , კატა მური "კარდონის" ნაცვლად "მუყაოს" იტყოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|