ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აფციაური666
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2018


კიბო

აქ იწყება ფილტვების ტანგო.
აქ იწყება ბრონქების ვალსი.
აქ იწყება ტერენტი გრანელის რეკვიემი.
ჭაობისფერი და გახრწნილი ფილტვები არაა ერთადერთი პრობლემა.არის ასევე: კუჭის წყლული,ნიტრატებითა და ნიტრიტებით გაჟღენთილი საკვების ნარჩენები ნაწლავში, ქლორიანი თირკმელები და შარდის ბუშტში დალექილი ქლორის,მტვერსა და ნაგვის კრისტალები.
“შენს ფილტვებს საერთოდ არ უფრთხილდები” ამბობენ მშობლები “სიგარეტის მოწევას თავი უნდა დაანებო”.
ისინი ზრუნავენ ჩვენზე,მაგრამ მოაქვთ ქიმიური გამონაზარდები,რასაც საკვებს ვეძახით. ეს ჰუდსონის არჩევანია. ირჩევ ერთს ან არაფერს. ქვეყანა გვაძლევს არჩევის უფლებას; პამიდორი  ნატრიუმის ნიტრატით გვინდა თუ კალიუმის.ინდოეთის გვარჯილით თუ ჩილეს გვარჯილით. დიდი პამიდორი თუ პატარა.
შენ ქვეყნის პატარა სიმსივნური გამონაზარდი ხარ.
“შენ უნდა იშოვო მაღალხელფასიანი სამსახური” ამბობენ მშობლები “შენ უნდა იშოვო პროფესია”.
სწავლობ იმისთვის,რომ იშოვო ისეთი სამსახური,სადაც კარგი ხელფასი იქნება,რადგან იყიდო ნაგავი.
სამსახური,სადაც მდივანი მხოლოდ ყავითა და კრუასანით არ შემოიფარგლება.
შენ უნდა მოაწყო ყველაფერი ისე,როგორც ადამიანები აკეთებენ.იყიდო ყველაფერი,რასაც ადამიანები ყიდულობენ.ნივთები,რომელსაც შენ ფლობ,საბოლოოდ შენ მოგიცავენ და ისინი გფლობენ შენ.
შენ ნივთების გამოუსადეგარი და მიგდებული ნივთი ხარ.
შენ ნივთების სიაშიც ბოლო ხარ.
მოსაწევით დამძიმებული სხეული ხარ.
ქიმიური ნარჩენი ხარ.
შენ ლოცულობ,რადგან იცი უარესი ჯერ არ მომხდარა.ლოცვა არ გიშველის,თუ არ მიახმარე ხელი. ეკლესიის წინამძღოლი თავზე ხელს გადებს და რამდენიმე წამში შენ ბრონის ჟილეტი გაცვია,შენ უხილავი ფარი გაქვს,შენ უკვდავი ხარ.მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ნაგავია.
უნდათ,რომ ბავშვი მოუნათლო,თუმცა არც ბავშვს იცნობ,არც ოჯახს და არც ის გადარდებს მონათლავს თუ არა ვინმე იმ საცოდავს.
შეგიძლია იბრძოლო,სიმართლე თქვა და ბავშვის ოჯახმა შენზე უარი თქვას.
შენ თავი უნდა წარადგინო პაგანად.
შენ თერმომეტრი ხარ.
შენ კლიზმა ხარ.
შენ ტუალეტის ქაღალდი ხარ.
არარაობიდან არარაობისკენ ვისწაფით.
უნდა უარყო ფული.
წოდება.
და ყველა ადამიანი თანასწორია.
უნდა იგრძნო ტკივილი,რომ შეეგუო სამყაროს ცვალებადობას.
“შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ” ამბობენ მშობლები.
“შენ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია” გიმეორებენ მშობლები.
მშობლები გვრთავენ კონკურენციაში,რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება.
“შეხედე მან რა კარგად ააწყო ცხოვრება” გაქეზებენ მშობლები.
ცდილობენ ვიღაც კარიერისტი ნაგვის მსგავსად ჩამოგაყალიბონ და შენ არ ხარბდები დიდ ხელფასზე.
შენ უნდა შეცვალო შეხედულებები და გადაატრიალო ყველაფერი. პრობლემა ფულია.
ფული უნდა გავაქროთ და მასთან ერთად პრობლემაც.
პრობლემა კაცობრიობაა.
პრობლემა ფულია.
პრობლემა ფულიანი კაცობრიობაა.
სანამ ყველაფერს არ წავართმევთ,ისინი ეცდებიან ზემოდან გადაგვიარონ,როგორც სახლში შესვლისას იატაკის ტილოს აბიჯებენ.
ფულის გარეშე ხალხი ცარიელი უჯრებია.
ფულის გარეშე ხალხი ასფალტზე დაკრული საღეჭი რეზინია.
ფულის გარეშე ხალხი ცარიელი რევოლვერია.
ჩვენ ყველაზე ძლიერი თაობა ვართ,რომელსაც ოდესმე უარსებია.
შენ ქვეყნის ამოჭრილი კიბო ხარ.
შენ სამყაროს მმართველი დიდი სიმსივნე ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები