ახლა ზღვასავით ფორიაქობს ჩემში იმედი, მიდის, ბრუნდება, აქვე რჩება სუნთქავს ჯერ კიდევ, მიკვირს მარადჟამს ეკლიან გზებს თვითონ ვირჩევდი, თუ ბედისწერა თავხედობით ცდილობს შევშინდე...
მეუცხოება საკუთარი მუქი წარსული, მხრებზე რომ მაზის - ეშმაკივით ჩასაფრებულა... თუმცა დღეიდან ბედთან ბრძოლის ხანას ვასრულებ - ღვთის რწმენასავით შემოსულხარ ჩემში ფარულად...
თმები ოქროსფრად შეიღებეს მწვანე ხეებმა, ეფლირტავება ცელქი ნიავი გაშლილ დალალებს, თითქოს ზეცამდე ამიტაცეს უფლის ხელებმა და მიწიერი სილამაზის ხილვას მავალებს.
არეულია ამინდები, მომღიმარ კვირტებს, სცვივა ფერები და ნიავქარს მოაქვს შენამდე, თითქოს დადუმდნენ, ვეღარ გრძნობენ - არც გაგიკვირდეს ეს ნაფოთლარი ხის ტოტები ქარის შენაბერს.
მუხლი მოხარა შემოდგომამ დროის წინაშე და დაეწაფა წვიმით სავსე ღრუბლის ფიალას, შენმა სახელმა, მინაწერმა, ფანჯრის მინაზე ბეღურასავით, მკერდის ღრუში, გაიფრთხიალა.
გზა მიდიოდა მეცხრე ცისკენ, მიწას ვეტრფოდი მიწა მეძახის - არსებობ და ვერაფრით დაგთმობ. შენთვის ვატარებ, სამოსივით, ფოთლებს ჩემოდნით, რომ გაზაფხულზე დაგიბრუნო სულიერ საზრდოდ.
ალბათ სულ მალე მოვა თოვლიც - ფერი სიჩუმის, ფერი ლოდინის, მონატრებაც გაასმაგდება და ვიდრე ზამთრის ცივ ღამეებს თბილად ვიჩუქებთ, ამ ლექსს გიტოვებ ჩემი გულის გრძნობის თავდებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჰოოი, რალამაზია!!!!!!!!!!!!!!!!! რატომ არაა ამ ნაწარმოებზე ბევრი აზრი დაფიქსირებულოიიიიიიიიიიიიიიი????????????????? ჰოოი, რალამაზია!!!!!!!!!!!!!!!!! რატომ არაა ამ ნაწარმოებზე ბევრი აზრი დაფიქსირებულოიიიიიიიიიიიიიიი?????????????????
1. თითქოს არა უშავს, მაგრამ ამ შემოდგომისას, მწვანე ხეებმა რომ თმები ოქროსფრად შეიღებეს, კვირტები საიდან გაჩნდნენ?
მხოლოდ 2 ქულა თითქოს არა უშავს, მაგრამ ამ შემოდგომისას, მწვანე ხეებმა რომ თმები ოქროსფრად შეიღებეს, კვირტები საიდან გაჩნდნენ?
მხოლოდ 2 ქულა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|