შენ ლექსის ამორძალი ხარ, გწვავს პოეზიის სახმილი, სიტყვაა შენი ფარი და კალამი - მჭრელი მახვილი.
მესმის... ყოველთვის მესმოდა ნაღდ პოეტების ძახილი, რომ დროშა პოეზიისა არ იქნეს დაბლა დახრილი.
თუმც პოეტობა ამქვეყნად სულაც არ არის ადვილი, უფლისგან დალოცვილია, ვით ქართველ ქალის მანდილი.
ვაჟა-ფშაველას ჯიშის ხარ, შთამომავალი არწივის, ერთიან ამერ - იმერის განუყოფელი ნაწილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|