| ავტორი: ბო-ბი ჟანრი: პროზა 10 ოქტომბერი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
უცნაური მანქანები მოადგნენ ჩვენს სახლს. იქიდან ერთნაირად ჩაცმული ორფეხები გადმოვიდნენ.. ბინადრები შეშინებულები იყურებოდნენ. მგონი აქამდეც ნანახი ჰქონდათ ეს სცენა. არ ვიცოდი, თუ შიშს შარდის სუნი ჰქონდა. თამილას მიკედლებულ კნუტებს გაუვიდათ. სტერილური თამილა ისტერიულად ცახცახებდა. ეს არ ჰგავდა იმ ცახცახს სიცივის დროს რომ იცის ხოლმე. ზურგიდან ხმა მომესმა, უნდა გავიქცეთ, მოგვკლავენო. წითური კატა ყუთებს შორის დახტოდა. მე თვალებით რალფს ვეძებდი. დავინახე როგორ მიდიოდა მისკენ მაღალი კაცი, ის კი საცოდავად მიიწევდა უკან–უკან დარჩენილი სამი თათით. "ბობ, უნდა გავიქცეთ, ამის დედაც!" ისევ მომესმა ხმა ზურგიდან. თვალი ჯერ ნაგავსაყრელის ბინადრებს შევავლე, რომლებიც მკვლელებს ფეხებს შორის უძვრებოდნენ, შემდეგ რალფს. "გაიქეცი ბობ, რატომ დგახარ!" ვუმეორებდი ჩემს თავს, მაგრამ ვერ გავრბოდი. მე არასოდეს მყოლია მეგობარი, ის პიდარასტი ვაჟა მძულდა, არც მას ვუყვარდი, მაგრამ რალფი, ჩემი სამთათა რალფი.. ადგილიდან მოვწყდი და მისკენ გავიქეცი. ზურგზე შევახტი ამ მაღალ ნაბიჭვარს და ვკაწრავდი. რალფს ვთხოვე გაქცეულიყო და ამ დროს კისერში მეც და მასაც რაღაც თოკები გაგვიჭირეს. მერე ფერდში ტკივილი ვიგრძენი. ბუნდოვნად ვხედავდი რალფს, რომელიც წინა ერთ თათზე დაჩოქილი მიწაზე ეგდო..
-სრულიად ჯანმრთელია. დაველოდოთ ორმოცდარვა საათი და თუ არ გაჩუქდა, მერე დავაძინოთ.. ნაცრისფერ კედლებს მოვავლე თვალი. სამნი იყვნენ ოთახში. მე მაგარ და ცივ მაგიდაზე ვიწექი. რალფი არსად ჩანდა. "შე ბოზო, სადაა რალფი, რალფი სადაა მეთქი თქვენი ორფეხა დედაც!" ვყვიროდი, მაგრამ ჩემსას ვერავინ გაიგებდა. მხოლოდ ის ჩაილაპარაკეს, მჩხავანა კატაა, ამას ვინ იშვილებსო.. ბოლოს რაღაც მყრალ გალიაში მიკრეს თავი.. ფეხებზე მეკიდა, რომ თავისუფლება წამართვეს. მონატრება მლაშე ყოფილა. როცა ციცო მენატრებოდა, გული მიჩქარდებოდა ხოლმე. ახლა კი თვალებიდან წამოსულ მარილიან ბურთებს ვყლაპავდი. "ჯანდაბა რალფ, როგორი მარილიანია შენი მონატრება!"
ძილმა წამიღო. მესიზმრება, რომ პატარა კნუტი ვარ. მკრთალად ვხედავ დედაჩემის სახეს. კარგად არ მახსოვს. მთხოვს, რომ ამ ხის ქვეშ დაველოდო და სადღაც მიდის.. გამთენიაა, მცივა და ოდნავ ვცახცახებ. ნაბიჯების ხმაზე ვფრთხები და თვალებს ვაცეცებ. ადამიანების ძალიან მეშინია. თენდება, დედა არ მოდის.. შეშინებული ვიღვიძებ. თათებს ვაკვირდები. ზრდასრული კატისაა. ხესთან არ ვზივარ, დედას არ ველოდები.. ტირილი მინდა, მაგრამ ჩემი ასაკის კატისთვის ტირილი სამარცხვინოა.. ნაგავსაყრელის კნუტები გამახსენდნენ. თამილა. წითური კატა და რალფი.. შიშმა ამიტანა, რომ მათ ვეღარასოდეს ვნახავ. მჯეროდა, რომ კატები ნაბიჭვრებივართ, ასეც არის, მაგრამ ის აღარავის უსწავლებია, რომ ნაბიჭვრებსაც გვაქვს გული..
მეზობელი გალიიდან ხმაური მომესმა. -ბობ. ბობ, შე უვარგისო.. -ვცდილობ რკინის დედამოტყნულ ჯოხებს შორის გასიებული თავი გავყო.. -წითურო, ეს შენ ხარ? სიხარულისგან მუცელი ისე შემებერა, როგორც ბევრი ჭამის მერე.. ერთიანად დავმშვიდდი და ავნერვიულდი. -წითურო, ჩვენები სად არიან, თამილა, ბავშვები, ჩვენი რალფი. ჩემი რალფი სადაა? -თავი მრავლისმთქმელად გვერდზე გადააგდო. სულ ასე იცოდა, როცა კითხვას დაუსვამდი, თუნდაც უმარტივესს. -ამოიღე ხმა, შენი კუდიც ვატირე. -ბობ, შენ რა, რალფზე არ იცი? -რა უნდა ვიცოდე? -ვიგრძენი პანიკის ჭიანჭველები როგორ მიძვრებოდნენ სულის ბუდიდან.. ცუდზე ფიქრი არ მინდოდა, მაგრამ კარგზე ფიქრიც აღარ შემეძლო..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.
8. სუბიექტურობის გარეშე- რა ნამდვილკატური ნაწერია !
სუბიექტურობის გარეშე- რა ნამდვილკატური ნაწერია !
7. "ძილმა წამიღო. მესიზმრება, რომ პატარა კნუტი ვარ. მკრთალად ვხედავ დედაჩემის სახეს. კარგად არ მახსოვს. მთხოვს, რომ ამ ხის ქვეშ დაველოდო და სადღაც მიდის.. გამთენიაა, მცივა და ოდნავ ვცახცახებ. ნაბიჯების ხმაზე ვფრთხები და თვალებს ვაცეცებ. ადამიანების ძალიან მეშინია. თენდება, დედა არ მოდის" :'(
რანაირი ხარ ბო-ბი <3
"ძილმა წამიღო. მესიზმრება, რომ პატარა კნუტი ვარ. მკრთალად ვხედავ დედაჩემის სახეს. კარგად არ მახსოვს. მთხოვს, რომ ამ ხის ქვეშ დაველოდო და სადღაც მიდის.. გამთენიაა, მცივა და ოდნავ ვცახცახებ. ნაბიჯების ხმაზე ვფრთხები და თვალებს ვაცეცებ. ადამიანების ძალიან მეშინია. თენდება, დედა არ მოდის" :`(
რანაირი ხარ ბო-ბი <3
6. ასეთ რამეს რომ ვკითხულობ,ვფიქრობ რომ უკეთესზე უკეთესი პროზა და დიდზე დიდი ტკივილი არ მთავრდება. მადლობა შენ,ძალიან მომეწონა. +5
ასეთ რამეს რომ ვკითხულობ,ვფიქრობ რომ უკეთესზე უკეთესი პროზა და დიდზე დიდი ტკივილი არ მთავრდება. მადლობა შენ,ძალიან მომეწონა. +5
5. ბობ, რასაც აკეთებ კარგად აკეთებ. არ გაწყვიტო, ასე გააგრძელე. სხვა სამყაროს ქმნი. +5 ბობ, რასაც აკეთებ კარგად აკეთებ. არ გაწყვიტო, ასე გააგრძელე. სხვა სამყაროს ქმნი. +5
4. რავა ბრაზილიური სერიალივით გაწყდა :)) რავა ბრაზილიური სერიალივით გაწყდა :))
3. სამივე ნაწილი წავიკითხე. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ავტორს. თვითონ ალეგორია და პროტესტის ამგვარი სახე საოცრად დახვეწილად მიმაჩია და ჩემთვის უმთავრესი რამ აქვს ამ არაჩვეულებრივ პროზას. ეს არის ხარისხიანი იუმორი, მორჩა, ნაწერს, რომელსაც მინიმუმ ეს თვისება გააჩნია უკვე არის დიდი ღირებულების მატარებელი! აპლოდისმენტები და დიდი +5 გრიფინდრორს )))) სამივე ნაწილი წავიკითხე. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ავტორს. თვითონ ალეგორია და პროტესტის ამგვარი სახე საოცრად დახვეწილად მიმაჩია და ჩემთვის უმთავრესი რამ აქვს ამ არაჩვეულებრივ პროზას. ეს არის ხარისხიანი იუმორი, მორჩა, ნაწერს, რომელსაც მინიმუმ ეს თვისება გააჩნია უკვე არის დიდი ღირებულების მატარებელი! აპლოდისმენტები და დიდი +5 გრიფინდრორს ))))
2. "ერთნაირად ჩაცმული ორფეხების" მერე, ცოტა ქვემოთ, "მაღალი კაცი" უხეშად მომხვდა. ანუ ჯერ სიტყვა "ადამიანი" მაინც რომ გამოგეყენებინა, კაცის ნაცვლად, უფრო "პლავნად" გადავიდოდა თითქოს "ორფეხების" მერე. ეგრევე "კაცი" რაღაც მეხამუშა რა მოკლედ :)
ნაბიჭვრებსაც რომ აქვთ გულები, შიშს რომ შარდის სუნი აქვს, მონატრებას მლაშე გემო და ა.შ. ეგენი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მაინც ცოტა იშვიათი. კარგ პროზაულ ტექსტში მეტი ამგვარი შედარებების მოლოდინია, თუნდაც ასეთი მცირე ტექსტის გათვალისწინებით.
"დედამოტყნული რკინის ჯოხების მერე" "შენი კუდი ვატირე"-ზე გულიანად გამეცინა :)))))
მოკლედ ასეა თუ ისე, ეს კატა ბობი მაინც მომწონს, ქარიზმატული პერსონაჟია და ვგულშემატკივრობ რა :)
წარმატებები! ;)
პ.ს. უცნაური მანქანები მოადგა და არა მოადგნენ
"ერთნაირად ჩაცმული ორფეხების" მერე, ცოტა ქვემოთ, "მაღალი კაცი" უხეშად მომხვდა. ანუ ჯერ სიტყვა "ადამიანი" მაინც რომ გამოგეყენებინა, კაცის ნაცვლად, უფრო "პლავნად" გადავიდოდა თითქოს "ორფეხების" მერე. ეგრევე "კაცი" რაღაც მეხამუშა რა მოკლედ :)
ნაბიჭვრებსაც რომ აქვთ გულები, შიშს რომ შარდის სუნი აქვს, მონატრებას მლაშე გემო და ა.შ. ეგენი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მაინც ცოტა იშვიათი. კარგ პროზაულ ტექსტში მეტი ამგვარი შედარებების მოლოდინია, თუნდაც ასეთი მცირე ტექსტის გათვალისწინებით.
"დედამოტყნული რკინის ჯოხების მერე" "შენი კუდი ვატირე"-ზე გულიანად გამეცინა :)))))
მოკლედ ასეა თუ ისე, ეს კატა ბობი მაინც მომწონს, ქარიზმატული პერსონაჟია და ვგულშემატკივრობ რა :)
წარმატებები! ;)
პ.ს. უცნაური მანქანები მოადგა და არა მოადგნენ
1. ჩაიძაბა სიტუაცია :)))
მებრძოლი კატა!
აბა შენ იცი ბობ. ჩაიძაბა სიტუაცია :)))
მებრძოლი კატა!
აბა შენ იცი ბობ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|