წარმოიდგინე, რომ შეგიძლია სიზმრების მართვა. ყველაფრის მართვა რაც სიზმარში ხდება. ყველაფერს შენ ირჩევ, დროს, ადგილს, ადამიანებს, ამინდს. ყველაფერს. პირველად რას გააკეთებ? ალბათ, ყველაფერს გააკეთებ, რაც გინდა, ყველა ნატვრას აისრულებ. ყველანაირ სიამოვნებას მიიღებ. იმოგზაურებდი დროსა და სივრცეში. ნახავდი ყველაფერს რაც წარსულს ეხება, წარსულს, რომელშიც არასდროს გიარსებია. გალაქტიკებში გაცურავდი და დადგამდი ფეხს ისეთ პლანეტებზე, სადაც ჯერ არავინ ყოფილა. ან ჯერ არც აღმოუჩენიათ. ნახავდი, როგორ შეიქმნა დედამიწა. ყველაზე ნათლად ნახავდი ცხოველებისა და ფრინველების ევოლუციას. პარაშუტით გადმოხტებოდი, ხიდიდან ელასტიკური თოკით გადაეშვებოდი, პარაპლანით იფრენდი. ყველანაირ ექტრემალურ სპორტში ცდიდი თავს. ყველა ძლიერ ნარკოტიკს გასინჯავდი. და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ყველაფერი შენთვის მოსაბეზრებელი გახდებოდა, როგორც შენი მოცემული ცხოვრება. შემდეგ თავს მიუძღვნიდი თავგადასავლებს, რომელშიც იქნებოდა საფრთხე, ჩავარდნა, ტკივილი, გადმოვარდნა და სიკვდილი, როგორც გაღვიძება. იქნებოდა ადრენალინის დიდი ტალღა. გულის აჩქარება და ღრმა სუნთქვა. ეს იქნებოდა ვიდეო-თამაშივით, რომელიც არცერთ ვიდეო-თამაშს არ ჰგავს შენი ცხოვრებიდან. ეს იქნებოდა ყველაზე რეალური სიზმარი, რომელიც ოდესმე გინახავს. ისეთი რეალური, როგორც ცხოვრებაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ესეც მოსაბეზრებელი გახდებოდა და სიზმრიდან დროზე ადრე გამოხვიდოდი. აღარ იქნებოდა მღელვარება, არანაირი აღფრთოვანება. შემდეგ იწყებ ფიქრს, თუ როგორ გახადო ეს ყველაფერი საინტერესო. შენს თავს ჰკითხავ- „რამდენად შორს შემიძლია წასვლა, რის გაკეთებას გავბედავ იმის ცოდნით, რომ ბოლოს გამეღვიძება და დავკარგავ ჩემს თავს?“ გააკეთებდი ისე, რომ მთელი სიზმრის განმავლობაში არ გცოდნონდა, რომ გძინავს. და ბოლოს დაისიზმრებდი იმ ადგილს, სადაც ახლა ხარ. იქნებ ეს ყველაფერი შენი წარმოსახვის ნაწილია. ეს ნაწერი, შენი სახლი, შენი მშობლები, შენი მეგობრები, შენი მტრები, ყველაფერი. იქნებ ეს ნაწერი იმის მტკიცებულებაა, რომ არავინ არ არის სრულყოფილი და სიმართლე, როგორღაც შემოიპარა შენს სიზმარში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კი, კი დამბლა. ამერია უცებ :)) კი, კი დამბლა. ამერია უცებ :))
10. “ძილის დამბლასაც” რაღაც ეგეთია,ან მგონი ეგაა,პარალიზებული რომ ხარ რამდენიმე წამი. ეს უფრო ლუსიდ დრიმი იყო “ძილის დამბლასაც” რაღაც ეგეთია,ან მგონი ეგაა,პარალიზებული რომ ხარ რამდენიმე წამი. ეს უფრო ლუსიდ დრიმი იყო
9. "ბლექ მირორის" USS Callister გამახსენდა :)) მომწონს, მაგრამ მეშინია. სიზმრების მეშინია... "ძილის პარალიჩი" (ოღონდ ინგლისურად, ქართულად არ მგონია იძებნებოდეს რამე) არის ასეთი, რომელიც ხშირად მახსენებს თავს, შესაბამისად, სიზმრებთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მაქვს :) + "ბლექ მირორის" USS Callister გამახსენდა :)) მომწონს, მაგრამ მეშინია. სიზმრების მეშინია... "ძილის პარალიჩი" (ოღონდ ინგლისურად, ქართულად არ მგონია იძებნებოდეს რამე) არის ასეთი, რომელიც ხშირად მახსენებს თავს, შესაბამისად, სიზმრებთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მაქვს :) +
8. შენ მწერლებს დარდობ,არადა საიფაის მრავალფეროვნებას სულ ეხლახანს გვაზიარა გამომცემლობა წიგნები ბათუმმა.რომ დაწერო,სულ ცოტა ეს ნათარგმნი ავტორები მაინც უნდა იცოდე,იმათზე აღარ ვლაპარაკობ,საერთოდ რომ არ ვიცით:))
შენ მწერლებს დარდობ,არადა საიფაის მრავალფეროვნებას სულ ეხლახანს გვაზიარა გამომცემლობა წიგნები ბათუმმა.რომ დაწერო,სულ ცოტა ეს ნათარგმნი ავტორები მაინც უნდა იცოდე,იმათზე აღარ ვლაპარაკობ,საერთოდ რომ არ ვიცით:))
7. კიბატონო, ჰაინლაინის "უცხო უცხოთა ქვეყანაში" რომ წავიკითხე,ზურგს უკან ამომიდგა, ხელები მხრებზე შემომხვია და მითხრა "ეს ისაა,რასაც ამდენი წელი ეძებდი. მიხარია შენი ნახვა". სამწუხაროა, ქართულ ლიტერატურაში თითზე ჩამოსათვლელი საი-ფაი მწერლები გვყავს, მწერლებიც არა, უფრო წიგნები. მაგალითად "სპირალი". იმედია, ჩემთან ერთად სხვებიც ეცდებიან პრობლემის გამოსწორებას. :)) კიბატონო, ჰაინლაინის "უცხო უცხოთა ქვეყანაში" რომ წავიკითხე,ზურგს უკან ამომიდგა, ხელები მხრებზე შემომხვია და მითხრა "ეს ისაა,რასაც ამდენი წელი ეძებდი. მიხარია შენი ნახვა". სამწუხაროა, ქართულ ლიტერატურაში თითზე ჩამოსათვლელი საი-ფაი მწერლები გვყავს, მწერლებიც არა, უფრო წიგნები. მაგალითად "სპირალი". იმედია, ჩემთან ერთად სხვებიც ეცდებიან პრობლემის გამოსწორებას. :))
6. ალბათ დიკი უფროა არეული მაგ ამბავში. მეც ვეღარ ვხედავ სიზმრებს,ან ვერ ვიმახსოვრებ.ნეტა სიზმარში გაჭედილი ვიყო:))) მაგრამ უკან რო ვიხედები,უკეთესიც არ მახსენდება,გამოღვიძება რომ მომინდეს:) ჰაინლაინის უცხო ახსენე ამასწინათ,ძალიან მიყვარს ალბათ დიკი უფროა არეული მაგ ამბავში. მეც ვეღარ ვხედავ სიზმრებს,ან ვერ ვიმახსოვრებ.ნეტა სიზმარში გაჭედილი ვიყო:))) მაგრამ უკან რო ვიხედები,უკეთესიც არ მახსენდება,გამოღვიძება რომ მომინდეს:) ჰაინლაინის უცხო ახსენე ამასწინათ,ძალიან მიყვარს
5. ბევრი ფილიპ დიკები, ბრედბერები და კლარკები. სიზმრებს ვეღარ ვხედავ დიდიხანია, შეიძლება წლები. იქნებ იმ სიზმარში გავიჭედე,რომელსაც რეალობას ვეძახით. ბევრი ფილიპ დიკები, ბრედბერები და კლარკები. სიზმრებს ვეღარ ვხედავ დიდიხანია, შეიძლება წლები. იქნებ იმ სიზმარში გავიჭედე,რომელსაც რეალობას ვეძახით.
4. ბევრი ფილიპ დიკები ხომ არ გაქვს წაკითხული?:)
ძალიან კარგი ბიჭი ხარ,ყველგან ვერ დავაკომენტარებ,მაგრამ ქულა ჩემზეა:))) +5 ბევრი ფილიპ დიკები ხომ არ გაქვს წაკითხული?:)
ძალიან კარგი ბიჭი ხარ,ყველგან ვერ დავაკომენტარებ,მაგრამ ქულა ჩემზეა:))) +5
3. გამარჯობა, "ეს ნაწერი იმის მტკიცებულებაა, რომ" გიყვარს სიღრმე აზროვნებაში, გაქვს წარმოსახვა და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარი:) ისე, მე მეშინია სიზმრების... აქვე, ნუ გამიწყრები და პროზა უფრო გამოგდის ჯერ-ჯერობით და ჩემი აზრით:) +5 გამარჯობა, "ეს ნაწერი იმის მტკიცებულებაა, რომ" გიყვარს სიღრმე აზროვნებაში, გაქვს წარმოსახვა და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარი:) ისე, მე მეშინია სიზმრების... აქვე, ნუ გამიწყრები და პროზა უფრო გამოგდის ჯერ-ჯერობით და ჩემი აზრით:) +5
2. Nobody exists on purpose. Nobody belongs anywhere. Everybody’s gonna die. Come watch TV? Nobody exists on purpose. Nobody belongs anywhere. Everybody’s gonna die. Come watch TV?
1. ეს იდეა ზეგენიალურ ანიმაციაში "რიკი და მორტიში" ისე მაგრადაა წარმოდგენილი...მორტი შედის გეიმცენტრში და რიკი ურთავს თამაშს სადაც ვირტუალურ რეალობაში ამოჰყოფს თავს, თან ვიღაც მაგარი მოსაწყენი ტიპი ჰყავს ავატარად. სიმულაციაზე ძალიან ბევრს და ძალიან საინტერესო რამებს წერს ჩვენი დროის უდიდესი გამომგონებელი ნიკ ბოსტრომი, სტივენ ჰოკინგსაც აქვს ნაშრომი არამგონია, თუმცა ვრცელი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად მაგრად მიყვარს ეგ ჰიპოთეზა და მიხარია აქაც რომ წავაწყდი.
+5
ეს იდეა ზეგენიალურ ანიმაციაში "რიკი და მორტიში" ისე მაგრადაა წარმოდგენილი...მორტი შედის გეიმცენტრში და რიკი ურთავს თამაშს სადაც ვირტუალურ რეალობაში ამოჰყოფს თავს, თან ვიღაც მაგარი მოსაწყენი ტიპი ჰყავს ავატარად. სიმულაციაზე ძალიან ბევრს და ძალიან საინტერესო რამებს წერს ჩვენი დროის უდიდესი გამომგონებელი ნიკ ბოსტრომი, სტივენ ჰოკინგსაც აქვს ნაშრომი არამგონია, თუმცა ვრცელი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად მაგრად მიყვარს ეგ ჰიპოთეზა და მიხარია აქაც რომ წავაწყდი.
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|