ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სიბნელეში რაღაცამ გაიფაჩუნა, ალბათ, მომეჩვენა. რამდენიმე საათში ოქტომბრის მესამე დღე დაიწყებოდა. დიდი ხანი არ იყო გასული რაც გაჩერებასთან ვიდექი, როცა ჩამოიარა ირეალურმა სილამაზემ. არ მეგონა, რომ მეც ადამიანი ვიყავი. დაკერვა არ დამიწყია, რადგან ფინალი ვიცოდი. გამოიარა და გვერდით ამომიდგა. არ მიმიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი მიყურებდა, მწვავდა მისი მზერა. ენის წვერით ქვედა ტუჩი დაისველა, ნეტა იცოდეთ რა სექსუალური იყო. ემოციები რთული სამართავია. ეს ყველაზე სექსუალურად აქცევდა ადამიანთა სამყაროში. ხანდახან საოცრებებიც ხდება, დიალოგი მან დაიწყო: - სანთებელა ხომ არ გაქვს? - რა თქმა უნდა. - როგორც ხდება ხოლმე, გადამწყვეტ მომენტში, ყველა ჯიბე მოვიქექე და ბოლოს გამიღიმა ბედმა. გავუწოდე და მეც მოვუკიდე. ემოციების კონცენტრირებული ნაზავი შევისუნთქე. ვიგრძენი, რასაც გრძნობს თეთრი ვეშაპი, როცა აგვისტოს ბოლოს, თბილს ოკეანეში ცურვისგან ორგაზმამდე მიდის. ვიგრძენი, რასაც გრძნობდა ბეთჰოვენი, როცა სიმფონიებს წერდა. ვიგრძენი, რაც იგრძნო ნილ არმსტრონგმა, როცა თქვა „ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“ ფიქრებისგან თავი დავაღწიე და ვკითხე: - იქნებ რამე დაგველია? - რატომაც არა. - ვარსკვლავებს ახედა და სიგარეტის კვამლი გამოუშვა. - მგონი დღეს ცა ყველაზე ლამაზია. - რამდენიმე წამი ცას თვალი გაუშტერა, მე მას ვაკვირდებოდი, თითქმის იდეალური იყო. სახის ნაკვთები, წვრილი და ოდნავ გრძელი ყელი. შორეული სივრცეებიდან მზერა ჰორიზონტისკენ ნელ-ნელა გადაიტანა და მაშინ გავიგე რას ნიშნავდა „მცირე კატალეფსია“. მე ისევ მას ვუყურებ. და რამდენიმე წამში ჩვენი თვალები ერთმანეთის მეტს ვერაფერს ხედავდნენ. არაამქვეყნიური კოცნა სცოდნია ამ ლამაზმანს. როგორი საშინელი სიტყვაა “ლამაზმანი”. თითქოს, სილამაზით დაჯილდოებული გოგოები ერთმანეთის იდენტურები არიან. ბოლოს სახელითაც ვეღარ განასხვავებ. და გადავწყვიტეთ ჩემთან ასვლა. იდეალური ადგილია დასალევად. მარტო ვარ, პატარა და აღმგზნები ოთახი მაქვს და ნეონის განათება. მოკლედ, ყველაფერი მაქვს სექსზე დასათანხმებლად. სახლში ჩვენმა ტუჩებმა ცეკვა გააგრძელეს და ყვავილებად ტანსაცმელი გამოვიყენეთ. ვისროდით და ვისროდით სცენაზე, სანამ ორივე უყვავილოდ არ დავრჩით. ჩემი ტუჩები მის სხეულზე დაცურავდნენ. მოსწონს, ამას მის ხმაზე ვხვდები. და მეც მომწონს, მას რომ მოსწონს. წარსული წაშლილია, მომავალი ბუნდოვანი და აწმყო სიამოვნების სპირალში გვითრევს. უკვე სიგარეტს ვეწევით, მკერდზე უდევს თავი და მშვიდად მეუბნება: - უნდა წავიდე. - მცირე პაუზის შემდეგ ამატებს - დიდი ხნით ვერ გავჩერდები. საპირფარეშოში გავალ. - რა თქმა უნდა. კარიდან მარცხნივ. -სიმართლე, რომ ვთქვა, არც მე მინდოდა დიდი ხანი დარჩენილიყო. და არც ლაპარაკი მომეწონა მასთან, აზრებს ვერ ალაგებს. ოდნავ რთული კითხვა და მისი სისტემა მწყობრიდან გამოდის. - და ჩანთა? - ჩანთაც. გავიდა და დამტოვა სიბნელესთან ერთად ლოგინში, სიამოვნებისა და ფიქრების გარემოცვაში. არაფერია ისეთი ვნებიანი, როგორიც შენი წარმოსახვა. ეს იდეალური საღამო იყო. თუმცა მალევე გამომიყვანა ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ. ოთახი, მისმა ლამაზმა სახემ, სიბნელის ლაქებისგან კრისტალურად გაწმინდა. კედლებს შორის სამარისებური სიჩუმე იწვა, ჩემს გვერდით, და ზემოდან არტემიდა დამყურებდა, მოღიმარი და ჩაფიქრებული, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რაღაც ხელს უშლიდა. გადაღლილი ჩანს, თითქოს გადასატვირთია. ადამიანები მეხსიერების ბარათებს ვგავართ. ემოციების რაღაც გარკვეული მოცულობა შეგვიძლია შევინახოთ. ნელ-ნელა ვამატებთ, ივსება და ივსება ბარათი. შემდეგ გასუფთავების დრო მოდის და ვცდილობთ ვინმესთან გადავყაროთ ან წავშალოთ და დავივიწყოთ. ზოგჯერ ტირილამდე მიდის ყველაფერი. ემოციები რთული სამართავია. წავიდა. წავიდა და დაიწყო ჩემი შფოთვა. თითოეულმა ნეირონმა და სხვა მგრძნობიარე უჯრედებმა დაიწყეს ჩემი მეორედ აღგზნება. არაფერია ისეთი სექსუალური, როგორიც შენი წარმოსახვა. წავიდა და დამტოვა გამძაფრებული გრძნობებით, ეიფორიითა და ერეგირებული პენისით. ასეთ დროს მოფსმა ძალიან რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც, მაგრამ რას იზამ, როცა შარდის ბუშტში ცუნამი, მიწისძვრა და ალკოჰოლია. მაგრამ ემოციები უკვე მივლის და ვხვდები, რომ ესეც ჩვეულებრივი სექსი იყო. ეს ლიტოტესია (ჰიპერბოლის საწინააღმდეგო მხატვრული ხერხი,უვიცებო). საპირფარეშოში შესვლის დრო მოდის. ყველაფერი გამაგრებული რბილდება და სანამ გამოცოცხლდა უნდა მოვასწრო. დრაკონისა და რაინდის ისტორიას ჰგავს. ზოგჯერ, სექსზე მეტად სასიამოვნო მოფსმაა. საპირფარეშოში, თაროზე მიტოვებული ბლოკნოტი ისე მხვდება თვალში, როგორც იაპონის დროშაზე წითელი წრე. ალბათ, იმ გოგოს დარჩა. ჯანდაბა, ორჯერ ვკითხე, მაგრამ მაინც დამავიწყდა მისი სახელი. მარტა ან მართა, მარიტა ან რაღაც მსგავსი სახელი. თითქოს, სილამაზით დაჯილდოებული გოგოები ერთმანეთის იდენტურები არიან. ბოლოს სახელითაც ვეღარ განასხვავებ. “და როგორ შეიძლება მათი დახარისხება” სიმყუდროვეში გაისმა ჩემი აზრი. ცუდ საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ კარგად ვაკეთებ. ბლოკნოტი წასაკითხად მოვამზადე და ჩანიშნულ ადგილას გადავშალე : “2 ოქტომბერი. წერს B-158. ანდროიდმა გაიარა გამოცდა,ადამიანებს არ შეუძლიათ ჩვენი ამოცნობა. ემოციის სამართავი პანელი დაზიანებულია. B-158 ბრუნდება სახლში.” ემოციები რთული სამართავია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. საიფაი ის ჟანრია,რომელიც სიმშვიდისთვის მჭირდება. კარგი რაღაცები ჩამოთვალე მანდ ენ. მადლობა, ორივეს , ლან და ენ :) საიფაი ის ჟანრია,რომელიც სიმშვიდისთვის მჭირდება. კარგი რაღაცები ჩამოთვალე მანდ ენ. მადლობა, ორივეს , ლან და ენ :)
12. სამეცნიერო ფანტასტიკებს ვკითხულობ ხოლმე შენთან :) თან სულ რაღაცეები მახსენდება. ამაზე მაგალითად i origins+be right back (black mirror) + equals :) იქნებ ჩარლი ბრუკერისთვის გაგეგზავნა იდეები :) გუდ ლაქ :) + სამეცნიერო ფანტასტიკებს ვკითხულობ ხოლმე შენთან :) თან სულ რაღაცეები მახსენდება. ამაზე მაგალითად i origins+be right back (black mirror) + equals :) იქნებ ჩარლი ბრუკერისთვის გაგეგზავნა იდეები :) გუდ ლაქ :) +
11. '' სახლში ჩვენმა ტუჩებმა ცეკვა გააგრძელეს და ყვავილებად ტანსაცმელი გამოვიყენეთ. ვისროდით და ვისროდით სცენაზე, სანამ ორივე უყვავილოდ არ დავრჩით. '' - ( ოჰოოოო , რა მაგარი მომენტი იყო ეს :დდ )
''ცუდ საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ კარგად ვაკეთებ.'' - (აქ ჩამეღიმა)
როგორი მხატვრულად მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვს ^_^ მომწონხარ შენ , საოცრად წერ და საოცრად გადმოსცემ განცდებს ..
`` სახლში ჩვენმა ტუჩებმა ცეკვა გააგრძელეს და ყვავილებად ტანსაცმელი გამოვიყენეთ. ვისროდით და ვისროდით სცენაზე, სანამ ორივე უყვავილოდ არ დავრჩით. `` - ( ოჰოოოო , რა მაგარი მომენტი იყო ეს :დდ )
``ცუდ საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ კარგად ვაკეთებ.`` - (აქ ჩამეღიმა)
როგორი მხატვრულად მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვს ^_^ მომწონხარ შენ , საოცრად წერ და საოცრად გადმოსცემ განცდებს ..
10. მთელი განწყობა იაპონიის დროშასთან შედარებამ შექმნა, მაგრამ დაგვიანებით. დანარჩენი კარგად შეგენილი კლიშეებია. მაინც მომეწონა +4 მთელი განწყობა იაპონიის დროშასთან შედარებამ შექმნა, მაგრამ დაგვიანებით. დანარჩენი კარგად შეგენილი კლიშეებია. მაინც მომეწონა +4
9. მადლობა,მადლობა <3 მადლობა,მადლობა <3
8. ყველა ანდროიდი(ც) ერთნაირია :)
კარგი იყო.
ყველა ანდროიდი(ც) ერთნაირია :)
კარგი იყო.
7. კარგია, ყოჩაღ ავტორო კარგია, ყოჩაღ ავტორო
5. ეს ციტირებაა თუ კომპლიმენტი :) ეს ციტირებაა თუ კომპლიმენტი :)
4. არაფერია ისეთი სექსუალური, როგორიც შენი წარმოსახვა) ჰეჰ, კაია.. არაფერია ისეთი სექსუალური, როგორიც შენი წარმოსახვა) ჰეჰ, კაია..
2. საღოლ.... მაგრად წერ საღოლ.... მაგრად წერ
1. თავიდანვე რაღაც მსგავსი ვივარაუდე :) მგონი, B-158_მაც გაიარა ტესტირება :))) თავიდანვე რაღაც მსგავსი ვივარაუდე :) მგონი, B-158_მაც გაიარა ტესტირება :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|