ემილი დიკინსონი - უფსკრულისაგან ვერ გიხსნის მკედი (1322)
უფსკრულისაგან ვერ გიხსნის მკედი, სამაგიეროდ გიხსნის ბაწარი, თუმც სუვენირად, წესის მიხედვით, არ გამოდგება ბოლო ნაწარმი.
როცა წინ დგახარ ჭის, ანდა ხრამის, თქვი, რომელია უფრო სანდომი - უხეში თოკი, თუ ძაფი ფარჩის, თუკი ფასია ხელმისაწვდომი?!
21 ოქტომბერი, 2018 წ.
Emily Dickinson - Floss won't save you from an Abyss (1322)
Floss won't save you from an Abyss But a Rope will — Notwithstanding a Rope for a Souvenir Is not beautiful —
But I tell you every step is a Trough — And every stop a Well — Now will you have the Rope or the Floss? Prices reasonable —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|