| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 23 ნოემბერი, 2018 |
ჯერ არ წასულხარ - უკვე გნატრობ, უკვე დამაკლდი, ვერ წარმოვიდგენ ვერასოდეს ალბათ უარესს, თითქოს ძაღლი ვარ, ცუდ ამინდში გარეთ გამაგდეს და ცრემლით ვავსებ მონატრების რეზერვუარებს.
ვიცი ჩამოხვალ, დაბრუნდები ძალიან მალე, გაზაფხულობით ბრუნდებიან როგორც ჩიტები, მე შორიდანვე დაგინახავ ჩემი სათვალით, მოვირბენ შენთან და მაშინვე გაიჭყლიტები.
წახვალ და გზაში გამოგატან სიყვარულს, ფიქრებს, სიყვარულს, ფიქრებს გამოგატან, რომ წახვალ, გზაში.. ვინ იფიქრებდა, უფრო სწორად, იქ ვინ იფიქრებს - საუკეთესო რომ იქნები მთელს ამსტერდამში.
ჰო, ჩემი გულის გასაღები იცოდე შენ გაქვს და არაფერი გამაჩნია ამაზე მეტი.. მიყვარხარ ისე, სასკია რომ უყვარდა რემბრანდტს, მარტოობისთვის ნუ გამწირავ, როგორც ვინსენტი.
მიდიხარ და მეც მეყინება ძარღვებში სისხლი უშენობა რომ მტანჯველია, ახლა ვრწმუნდები, ჯერ არ წასულხარ, მე კი უკვე გიჟივით ვითვლი, ზუსტად როდის და რამდენ ხანში დამიბრუნდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობ, ჯონათან^ გმადლობ, ჯონათან^
1. განწყობის ლექსია და მომეწონა ახლა, ძალიანაც .
თითქოს , ნაცნობი ხელწერაა ;)
"გაიჭყლიტები" მგონი არ უხდება :)
განწყობის ლექსია და მომეწონა ახლა, ძალიანაც .
თითქოს , ნაცნობი ხელწერაა ;)
"გაიჭყლიტები" მგონი არ უხდება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|