ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2018


ძაღლები (რიმეიქი)

ძაღლები

ის

ის დაიბადა,თვალებში ბოღმით
უკვე საკბენად გამოსადეგი,მძლავრი კბილებით
რაც იქნებოდა მისი ბოლო გზა,
მაშინვე მივხვდით გამოცდილებით,
მაგრამ დავინდეთ,გავზარდეთ ჩვენში
და როგორ გვიზღავ კი ხედავთ ამას,
ქუჩის თავში წევს,
თავი ფეხებზე უდევს,
ხორცს ელოდება,
ძალაუფლებას კბილებში აჩენს
და პირველ შემხვედრს ებრდღვნება,
გაგლეჭს..
ბევრს არ მოკბეჩავს,მხოლოდ ერთ მუჭას
თან ემჩნევა, რომ მშიშარა არის,
რადგან კბენის დროს თვალებსა ხუჭავს.
და როცა უკვე გაქრება მძორი,
წვიმა წარეცხავს ლეშის ნარჩენებს,
დაელოდება ის დანარჩენებს,
დღეები რბოდა და ის დაბერდა
ახლა კი გდია
მარტო!
სულ მარტო!
კიბოთი კვდება.

შენ

შენ შეცვლი სოფელს
და მოსპობ ყველა დაავადებას,
რომ გაიზრდები გახდები გმირი,
და დაგიდგამენ ბიუსტს შვილები
მერწმუნე ვიცი გამოცდილებით...
მიდი ეცი მსხვერპლს!
არა!
ნუ ფიქრობ!
ბოღმით დაჭიმე,ყბების კუნთები
გთხოვ უფრო ფართოდ გააღე პირი,
თუ გეცოდება დახუჭე თვალი,
მიდი შექმენი შენს თავში ზიზღი,
ეს ჩვენი მოდგმა ამისთვის იბრძვის.
რაღაც ახალი გვჭირდება,
ნელ-ნელა შენს სტილს დახვეწავ...
დახვეწავ მანერებს,
ხელის ჩამორთმევით
მსუბუქი ღიმილით დაიწყე,
პატივსა გცემენ,
შენ დანახვაზე თავებს დახრიან,
მათ წელში მოხრი,
ეს წარმატებას გპირდება,
შენ  მოატყუებ,
ისინი გენდობიან,
ზურგად ჩაგთვლიან და ხშირად შეგაქცევენ,
სულებს განახებენ,
შენ კი ამოხდი...
გააკრავ ბანერებს,
შენ შეიტყუებ შენს კუჭში,
თანაც არაფერს არ დაუშავებ
და თავის თავებს თავად დაღრღნიან,
როცა მიაღწევ მწვერვალს
იმატებს შიში,
და სიყვარული,
შენი გავლენით მათ სისხლს ქვად აქცევ,
და აი თავქვე,
შენ დაბერდები,დარჩები მარტო
და მოგწყინდება,
კიბოს უჯრედები მთელ სხეულში მოგედებიან,
მოკვდები,
მაგრამ სახელს დატოვებ.

მე
მე ხომ ბავშვობა არ მქონია,
მე გამოვტოვე,
სულ იმედი გაცრუებული,
მეჩვენება რომ მიყენებენ,
სულ ფხიზელი ვარ და თანაც არა,
სულ ვებრძვი ვნებებს,
შიშს შემაჩვიეს,
როცა თავად მას ვებრძოდი,
ზღვაში ჩამაგდეს ათასი ზვირთის,
აქ ხომ ტალღები ბევრზე ბევრია,
მსურს  ბავშვობაში დავბრუნდე,
მსურს რომ დავძლიო ეს ლაბირინთი.
მაგრამ ნერვები, თუ ვინმეს ვნახავ,
ვინც ცდილობს კონტაქტს ან ჩემთან მოდის,
კლანჭებს თვითონვე შეაყენებენ
რა დამრჩენია?
თვალებსა ვხუჭავ,
ვერ დავარღვიე,
რაღაც მყავს ჩემში
რაღაც მკარნახობს,
რომ ყველა, თურმე ჩემი მტერია,
ამას ვერ ვხვდები,
ზოგი ამაყობს
ქალაქში რომ ვარ შეხვედრებს მიწყობს
მეუბნებიან კაცი ხარ ღვთისო..
მაგრამ ვფიქრობ,
რომ ყოველი მოქმედება აშენებს კედელს,
გაქცევა მინდა და ვერ შევძელი,
აღარ მაქვს ძალა,
მატლები მჭამენ
აღსასრულს ველი,
მე ყოველ წამით.

სხვა ვინ?
სხვა ვინ ცდილობს,რომ დამალოს ტკივილი ღამით,
და დღისით...
სხვა ვინ აშენებს სასახლეს,რომ დამალოს შიში?
სხვა ვინმე არის სიცოცხლეს რომ სიკვდილით არჩენს?
თვალებსა ჰმალავს და მის გარდა ყველაფერს აჩენს,
სხვა ვინმე ცდილობს ,ყველა ერთად ჩაყაროს ქვაბში?
ამოსვლას ლამობ? ისევ ის სხვა ქვას ჩაგცხობს თავში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს