| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 3 თებერვალი, 2019 |
მაგ თვალებიდან ბობოქარი ზღვის სილურჯე აღწევს ჩემამდე, ავდგე წავიდე, ბევრჯერ ვცადე, მოფიქრალმა გადარჩენაზე მაგრამ ტკბილია ეს მიწა და ძვირი უფრო, ყველა მღირვალზე ძვირი მიჯდება, მიჭირს ზრუნვა ჩემი სულის ბედისწერაზე. მოხდეს რა უნდა, მოხდეს რაც კი გარდუვალად მოსახდენია, მაინც სვავები ძვლების თრობით კავდებიან, თავს დაგვჩხავიან, ღმერთი იზრუნებს ჩვენი მიწის, ენის, სულის გადარჩენზე რადგან სამყარო თუმც მუდმივი, მიუდგომი, მაინც ცვლადია. ამ მიწაზე კი, ამ საოცარ, გულთბილ მიწაზე სვავნიც, მერცხალნიც მხეცნიც, კაცნიც, მტრობენ ერთურთს და როგორღაც ერთად დადიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორც ყოველთფვის საინტერესო. გულიანი და სიყვარულიანი ლექსია. როგორც ყოველთფვის საინტერესო. გულიანი და სიყვარულიანი ლექსია.
1. "ღმერთი იზრუნებს ჩვენი მიწის, ენის, სულის გადარჩენზე"
ჩვენვე ვიზრუნოთ სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.
ყველა მღირვალზე---->სხვა ღირებულზე "ღმერთი იზრუნებს ჩვენი მიწის, ენის, სულის გადარჩენზე"
ჩვენვე ვიზრუნოთ სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.
ყველა მღირვალზე---->სხვა ღირებულზე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|