ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათემარიტა
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2018


სინანულის ფიფქები

ზამთრის დღეებს მონატრებული ნაძვები გაჭაღარავდნენ. ირგვლივ სინანულის ფიფქები ცვივა. წელში მოხრილი მოხუცებული მეტროს ჩასასვლელთან ლიმონს ყიდის. ბავშვები ჟრიამულით გუნდებს ესვრიან ერთმანეთს. თეთრია ქალაქი, ძალიან თეთრი... სახლები ფერადი,ქუჩები მორთული...
გავიარე რამდენიმე ქუჩა , ჩემი გრძელი თითები და ასევე გრძელი ცხვირი ძალიან გაწილდნენ. ზამთრის სუსხიანი საღამოა , ლამპიონის განათება  ახლად დადებულ თოვლს ეცემა , ბრწყინავს ქალაქი,სამარადისო სიჩუმეა. სიცივიგან გრძნობა დაკარგული  კუთხეში ახლად გახსნილ კაფეს ვუცქერ უფრო სწორად უცნობ გოგოს ვუმზერ კაფეში განმარტოებული წიგნს რომ კითხულობს. შავი გრძელი თმა აქვს, პატარა ცხვირი, წითელი დამსკდარი ტუჩები და მზერა არ ნახული...
    მივაბიჯებ ნელა აუღელვებლად თავზარდაცემული ვირჩევ ყავას.
- ესპრესო გნებავთ ?
- დიახ.- არადა ვერასდროს ვიტანდი.
- სამწუხაროდ ადგილი ცარიელი არ არის, იქნებ აქ დაბრძანდეთ ბართან.
- ფანჯრიდან თეთრი თბილისის ყურება მსურს, ბოლო მაგიდასთან მოვთავსდები. - ის ზრდილობიანად თავს მიხრის მე კი ინტერესით აღსავსე ვუახლოვდები მარტოსულ გოგონას , რომელიც მთელი გონებით კონცენტრირებულია წიგნზე.
- შეიძლება დავჯდე თქვენს გვერდით? - ხმას არ მცემს და ვდგავარ დატუქსული ბავშვივით.კვლავ გავუმეორე- ნებას მომცემთ თქვენს მაგიდასთან დაჯდომის? ხელს არ შეგიშლით.
- უკვე მიშლით.- მკაცრად სურდა პასუხის მოგდება მაგრამ ამაოდ, მისი თვალები ვარდისფერის გარდა ვერაფერს ჰხედავდნენ.
- იცით მე ფსიქოლოგი ვარ .
- ფსიქოლოგს უნდა ესმოდეს, რომ სხვების მოსმენა სჯობს საკუთარ უაზრო ყბედობას.
- მაპატიეთ ახლა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ თქვენი ჩათვლით.
- და ვინ გითხრათ რომ ჩვეულებრივი ვარ ? ან თქვენს თავს რატომ მადარებთ?
- მაპატიე... მე ვიგულისხმე...
- თქვენი ფსიქოლოგიური შეხედულება კაფის “პეიზაჟთან” ასეთია: იკრიბება ბრბო ყავის დასალევად, მოჰყვებიან ათას ჭორს და დესერტად ნამცხვარს მიაყოლებენ.
- თქვენს საუბარში გადაჭარბებული ცინიზმი იგრძნობა . საუბარი შესაძლოა ზედმეტად თავდაჯერებულს გხდიდეთ , მაგრამ თქვენს უაზროდ დახარჯულ სიტყვებს თუ ამჩნევთ?
- უაზროდ ვსაუბრობ?- ხელები მაგიდაზე დააწყო , თავი გვერდით შეატრიალა ისე თითქოს ინტერიერით ყოფილიყო დაინტერესებული.
- უაზროდ არა, თუმცა მზერა გაქვთ ცინიზმით,ეჭვით და დაცემული ჭინკებით აღსავსე.
- სასაცილო ხარ.
- რა გქვიათ?
- მისამართიც ხომ არ გნებავთ?
- დიდი სიამოვნებით გესტუმრებოდით.- ახლა ჩემს მზერაშიც იხატებოდა ცინიზმის ღრმა სახე.
- დავასრულოთ საუბარი ? ხელს მიშლით.
- თქვენ ამას საუბარს ეძახით? სამწუხაროა. 
            რამდენიმე წუთი ასე გაგრძელდა ... მოლოდინით სავსე წუთები ჩემს გულს აჩერებდნენ ხან კი ისე გამალებით მიცემდნენ... იმედი მაქვს ესპრესოს ბრალია და არა ამ თავქარიანი გოგონასი.

- რა არის თოვლი ? - კვლავ არ მჯეროდა , რომ საუბარს განაგრძობდა თანაც ბუნებაზე.
- გაყინული წყლის კრისტალებია.
- თოვლი და სათითაოდ ყველა ფიფქი ჩვენი სულის ნაიარევის მკურნალია.- ახლა მის სახეს უჩვეულო სინანული შეჰპარვოდა.
- თუ მართლაც ასეა ...
- გამომყევით მინდა ჩემი შავი თმა ფიფქებმა გაათეთრონ.-მივდიოდით ძალიან ჩქარი ნაბიჯებით ...თითქმის ყველანაირ ადამიანთან მიწევს კონტაქტი , თუმცა ასეთი მშვენიერი ჯერ არავინ მინახავს. თავხედურად ლამაზი,მოწყენილი და ამავდროულად ბედნიერი. ჩემს წინ ლამპიონთან ძალიან ახლოს დგას... ხელები ცისკენ აქვს გაწვდილი , იღიმის ...
- გრძნობ რა შეუძლიათ ფიფქებს? - თავს ვუხრი,ხმას არ ვიღებ ...
- ფიფქები მოდიან ჩვენთან და ძალზეც სწრაფად ქრებიან... ჩვენც ასე ვართ ადამიანები,დღეს ამ წამს აქ ვდგავარ შენთან , სრულიად უცხოსთან მაგრამ ხვალ რა იქნება? არაფერი ... მხოლოდ თოვლჭყაპისმსგავსად დარჩება ერთი დღის მოგონება რომელიც ძალიან მალე გაიცრიცება.- კვლავ სევდის ქალბატონად იქცა.
- მაინც ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა.
- იცხოვრე ისე როგორც ფიფქები ცხოვრობენ.ისინი მოდიან ჩვენთან ზამთრის სნეულებთან და გვათავისუფლებენ ტკივილისგან,სინანულისგან,ბავშობის ტკბილ მოგონებებს გვიღვიძებენ და ქრებიან . იცი მეც ასეთი ვარ .
- პირველად ვხედავ თქვენნაირ შეშლილს.
- მე ლილე მქვია.- თმა გათეთრებული , მობუზული გაუდგა გზას არც კი დამაცადა დამშვიდობება. უბრალოდ გაუჩინარდა.


        რა არის ასეთი სევდიანი თოვლში? რამდენი წელია ჭაღარა თბილისი აღარ მინახავს.
აქამდე ვფიქრობდი თოვლი ბედნიერების ნიშანი იყო... ახლა ? ახლა ვიცი ყოველი ფიფქი წლების , ჩვენ დანატოვარ ცოდვებს ფარავენ და უჩინარდებიან. ის გოგონაც ჩემთან ფიფქებმა მოაფარფატა. მშვენიერი ლილე... ლილე იმედის,სევდის, ბედნიერი ფიფქების გოგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები