დღეს გრძნობებ დაკარგული , ცარიელი , ზედმეტად დამშვიდებული ვფიქრობ სიცოცხლის ამაოებაზე . დღეს ისევე მწამს ღმერთის როგორც ჩემი ძველი სიყვარულის შენდამი და ვფიქრობ ეს არის ჭეშმარიტებაა? სიყვარული ჭეშმარიტებაა , ჭეშმარიტება ღმერთია , ღმერთი თვითონ სიყვარულია .გწამს უხილავი უფლის , რომელიც მხოლოდ ჩვენშია , ჩვენს გონებაში? მეც ზუსტად ასე მიყვარხარ და უფრო მეტად მწამს ამ გრძნობის . სათუთი გრძნობაა ტრფობა მის მიმართ ვისაც ვერ ხედავ მაგრამ იცი რომ სადღაც გელოდება. მეც ასე გელოდები იმედებით და დიდი გრძნობებით.ძალზედ დიდი რომანტიკაა შენდამი სიყვარული, ჩვენს შორის ხომ ეკლიანი მავთულია გაბმული,უზარმაზარი კედლებია აღმართული... ჩვენ ვიცით ერთმანეთს წლები ვერ ვნახავთ, თითქოს გეტრფი როგორც ცოცხალს მაგრამ ოცნებებში ხარ რეალური. ჩვენს დაუსრულებელ ოცნებებში... ჩვენ ხომ მას ასე ვუფრთხილდებით... იცი ჩემი დაუსრულებელი სიყვარული ბათუმის ზღვას ჰგავს, თითქოს უკიდეგანოს,ჩემი რწმენა შენდამი მზეს გავს რომელსაც ყოველ დილით ვუმზერ... მჯერა შენც ისევე შემოიჭრები ჩემს საძინებელში როგორც მზის სხივები შემოანათებენ ხოლმე ყოველ დილით ჩემს სარკმელთან. მიყვარს მონატრება შენდამი... ბედნიერი ვარ ყოველ დილით და საღამოს კვლავინდებურად და უფრო მეტადაც რომ მენატრები... რწმენა, ოცნება და მიზანი ერთმანეთთან ისევ ომობენ . გონება მხოლოდ შენზე კონცენტრირდება... როგორ შემიყვარდი ასე როგორ ვერ ვიშორებ ამ ოცნებაზე სიყვარულს? ხშირად მგონია დროს ფუჭად ვკარგავ ... თუმცა მომწონს ლტოლვა შენდამი, მომწონს მონატრების წამები რომლებიც უკვე სხეულში მაქვს გამჯდარი, მიყვარს სიყვარული შენდამი წლების და ამ უზარმაზარი კედლების გავლით. ასე მიყვარხარ ფიქრებით... არარეალურად,უხილავად მიყვარხარ. ხშირად გულნატკენი ვბრუნდები შინ.ღვინოს მივირთმევ და ვფიქრობ ჩემს თავზე უფრო სწორად ... მაპატიე... ჩვენზე ვფიქრობ და იმ წყვილებზე ქუჩაში ხელჩაკიდებულნი რომ დასეირნობენ. ნეტავ იცოდე რამდენჯერ მინატრია შენს ხელს შევხებოდი , დავდუმებულიყავი,თავი მხარზე დამედო და ასე მეფიქრა ჩვენს მომავალზე... ნეტავ იცოდე როგორ განვიცდი სხვებს რომ ვუყურებ ასე ბედნიერს . როგორ ძლიერ მენატრება ის ხანმოკლე პერიოდი შენთან გატარებული... არა ... მაპატიე... ეს უბრალოდ დღეები არ იყო . შენ ჩემ ცხოვრებაში ისე შემოიჭერი, ისე თავხედურად ...შენი გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. არ ვიცი რა ვთქვა. მეშინია დრომ არ გააუფერულოს ჩვენი სიყვარული. მეშინია მონატრებამ ცრემლების მორევში არ დამახრჩოს. მეშინია გაუთავებელმა ფიქრებმა ოცნება არ წამართვან. შენიც მეშინია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ... მეშინია უკან დაბრუნებული სხვა ადამიანი არ იყო... მაგრამ ახლა,ამ წამს როდესაც სახლში დაბრუნებული ვიხსენებ ლამაზ კაბაში გამოწყობილ გოგონებს შეყვარებულებთან შესახვედრად გამოწყობილებს სული მეხუთება... მინდა გამოვიქცე შენთან,თუნდაც ერთი წამით. მინდა ლამაზი კაბა ვიყიდო შენთვის , მინდა ლამაზი მოსაცმლით , მოხდენილი ფეხსაცმელებით შენსკენ გამოვიქცე, თავი მოგაწონო ... მაპატიე... არ მინდა ჩემი ფიქრებით უარესად დაგამძიმო , უბრალოდ მინდა იცოდე უპირობოდ მიყვარხარ. გელოდები... მჯერა მალე დამიბრუნდები... იმ დღემდე ყოველ წამს ვიფიქრებ ჩვენს აუხდენელ ოცნებაზე,ფრთები რომ მოსტეხეს მაგრამ კვლავინდებურად ცოცხლობს ჩვენში... დღეს ისევე მწამს ღმერთის როგორც ჩემი სიყვარულის შენდამი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. “ვფიქრობ ეს არის ჭეშმარიტებაა?“ აქ ან ერთი ა არის ზედმეტი ან სიტყვა “არის“ -არის ზედმეტი :)
უკანასკნელი რატომაა? ცოდოა წერილების გარეშე ის ადამიანი ალბათ ამ მომენტისთვის ბოლო წერილია უბრალოდ :)
როგორც პროზა რა გითხრათ აბა :(
“ვფიქრობ ეს არის ჭეშმარიტებაა?“ აქ ან ერთი ა არის ზედმეტი ან სიტყვა “არის“ -არის ზედმეტი :)
უკანასკნელი რატომაა? ცოდოა წერილების გარეშე ის ადამიანი ალბათ ამ მომენტისთვის ბოლო წერილია უბრალოდ :)
როგორც პროზა რა გითხრათ აბა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|