ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
22 დეკემბერი, 2018


Emily Dickinson - Eden is that old-fashioned House (1657)

ემილი დიკინსონი - ძველმოდურ სახლ-კარს მოჰგავს ედემი (1657)

ძველმოდურ სახლ-კარს მოჰგავს ედემი,
სადაც ყოველდღე ვტკბებით ცხოვრებით
და მანამ არ ვართ ამის შემგნები,
სანამდე მას არ განვეშორებით...

იმ ბედნიერ დღეს როგორ შევნატრით,
როცა წასვლისთვის კარებს ვაღებდით,
არ მცოდნე იმის - რომ საძებარი
გაგვიხდებოდა მისი ბაღები.

22 დეკემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson - Eden is that old-fashioned House (1657)

Eden is that old-fashioned House
We dwell in every day
Without suspecting our abode
Until we drive away.

How fair on looking back, the Day
We sauntered from the Door —
Unconscious our returning,
But discover it no more.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები