 | ავტორი: თეა თეაკო ჟანრი: პოეზია 3 იანვარი, 2019 |
თოვლი მოსულა, აუვსია მთლად არემარე, დილა გათენდა უთეთრესი, შენ დამემალე... შენი სითბოთი ნუ დაადნობ ამ ფიფქებს მალე, არ მინდა გაქრეს ყველა ფიფქი , ჰოდა დამალე ხელებში, მკერდში და უბეში, ყველანი ერთად, რომ მისი ბედი, ხანმოკლეა, გულივით ფეთქავს; ეფემერაა მისი ყოფაც, წუთივით მოკლე. ნუ მოინდომებ, რომ ეს ფიფქიც ახლავე მოკვდეს. თუ ჩაიხუტებ, ერთგულებას ნუღა თხოვ კრისტალს რადგანაც ფიფქის მხოლოდ წვეთი დაგრჩება დიდხანს... თოვლივით ცივი , შენსავით თბილი, კონტრასტი - დილა გათენდა, თეთრი, უთეთრესი, იფრქვევა ციდან, მე ჩემს შეხვედრას ამ ფიფქებთან დავარქვი ფიქრი შენ დამემალე, შენ სითბოზე მიყვება ფიფქი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რატო, კაცო რას ერჩით მშვენიერი ლექსია :) რატო, კაცო რას ერჩით მშვენიერი ლექსია :)
2. სარითმო წყვილები გაოგნებული არიან, როგორ მოხვდნენე რთად ვერ ამოუხსნიათ :/ 90-იანიწლების შეყვარებული გოგოს მეგობრობის დღიურის ამონარიდს ჰგავს. ფიქრი დავარქვი და ფიფქი მიყვება არა გვირილას ვანდობ საიდუმლოს კიდევ :/ მე მაპატიეთ, ცხოვრებაში ასეთი უხეშიარ ვარ და აქ რა მემართება არ ვიცი. :( ვერ ვკონტროლდები. სარითმო წყვილები გაოგნებული არიან, როგორ მოხვდნენე რთად ვერ ამოუხსნიათ :/ 90-იანიწლების შეყვარებული გოგოს მეგობრობის დღიურის ამონარიდს ჰგავს. ფიქრი დავარქვი და ფიფქი მიყვება არა გვირილას ვანდობ საიდუმლოს კიდევ :/ მე მაპატიეთ, ცხოვრებაში ასეთი უხეშიარ ვარ და აქ რა მემართება არ ვიცი. :( ვერ ვკონტროლდები.
1. თოვლის მოსვლის გარდა, რისი თქმა სურს ამ ლექსით ავტორს, ვერ გავიგე. თოვლის მოსვლის გარდა, რისი თქმა სურს ამ ლექსით ავტორს, ვერ გავიგე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|