ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2019


comfortably drunk

გაიქეცი.. სულო ჩემო გაიქეცი!
რად იქეცი.. ვერა ხედავ რად იქეცი?
წაიქეცი.. სულო ჩემო წაიქეცი....

ხორბლისაგან დაფერთხილი ცარიელი ტომარა ხარ?
თუ ბნელოდა? ფეხი რამეს წამოკარი?
ბნელ ოთახში იყავი და ვერ იპოვე ალბათ კარი
მზე დაკარგე, უფალიც და მიტომა ხარ ჩამომხ'მარი?

რაღა დაგრჩა? სულო ჩემო რაღა დაგრჩა?
მოგონება წუხანდელი.. უშედეგო მცდელობისა?
ფუჭი გარჯა, ცრემლთა დენა და სიმღერა:
დაკარგული სამოთხისა, გამოცლილი სისავსისა,
გაყიდული ბავშვობის ტკივილების ყრუ განცდა....
და არ დაცდა და გაქცევა და სიკვდილი.. არსებობა!

მერამდენედ? სულო ჩემო მერამდენედ?
მერმდენედ მოვიკალი ეს წყეული იმედები,
ცარიელი, მაგრამ მაინც სისაძაგლით სავსე თავი
მერამდენედ? გეკითხები..!
უარგყავი....

როგორ მსურს იცი? როგორ მსურს იცი სულო ჩემო,
კვლავ ვიყოთ ერთად,
სული და ხორცი ერთიანი და ღმერთი ჩვენთან...
აი ის ღმერთი უმისობა რომ ასე მაკლია...

დავცარიელდი სულო ჩემო.. დავცარიელდი,
სიცარიელის ამოვსებას სასმელით ვცდილობ,
კომპოტი, წყალი, კოკაკოლა მართმევენ თავს
ამ უქმეებზე მათ გავატან ყოველგვარ დარდს
and I, have become comfortably drunk...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს