ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2019

ბავშვი N.107 (თავი V)

  სასწრაფო დახმარების მანქანამ სწრაფად  ამოათავა აღმართი და შენობის წინ გაჩერდა. კარები ხმაურით გაიღო და მანქანიდან ექიმი და მედდა გადმოვიდა,  გახუნებული  სპეც ფორმა ეცვათ. ექიმს ხელში გადაუდებელი დახმარების ჩანთა ეჭირა, ყელზე ფონენდოსკოპი ჩამოეკიდა, შეწუხებული სახით მიესალმა მანქანის გარშემო შეკრებილ მასწავლებლებს,  ბავშვებს და დაშავებული მოიკითხა.
- ადგილიდან ვერ ავიყვანეთ, შეგვეშინდა ტრავმა არ გაღრმავებულიყო და ხელი ვერ ვახლეთ, რომ არ შეცივნოდა გადავაფარეთ ზემოდანო- უპასუხა ნამტირალევმა დირექტორმა და ექიმს ბავშვთა სახლის ეზოში შეუძღვა.
მოზარდი გოგონა მიწაზე იწვა, ზემოდან  პლედი ჰქონდა გადაფარებული, სიცივისგან თუ მიღებული შოკისაგან გაუჩერებლად ძაგძაგებდა, სახეზე ფერი აღარ ედო,  თვალები მოეხუჭა, თითქოს არავის დანახვა არ სურდა.  ექიმი დაიხარა ბავშვთან და ყურადღებით გასინჯა,  კიდურები შეუმოწმა, გულზე მოუსმინა,  მერე მედდას ახედა და საკაცე მოითხოვა,  თავად წნევის გაზომვას შეუდგა.
-ახლავე რობერტი ექიმო, მძღოლს გამოვიყოლებ ბავშვის აწევაში მოგვეხმარება, ზეწრები გაამზადეთ მანამდე ქალბატონო, -მოუბრუნდა ფერდაკარგულ დირექტორს მედდა და სასწრაფოს მანქანისკენ გაიქცა.
დაშავებული ფრთხილად გადააწვინეს მიწაზე გაშლილ ზეწარზე, მაღლა ასწიეს და საკაცეზე მოათავსეს, მედდამ ქამრები დაუმაგრა და ზემოდან თბილი პლედი გადააფარა.
-არ შეგეშინდეს, მალე გამოკეთდები-მიეფერა ექიმი  ბავშვს და მძღოლს თვალით ანიშნა.
ცა მოიქუფრა, თოვა დაიწყო...ციდან ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა  ბუთქუნა, ზარმაცი  ფიფქები. სხვა დროს ბავშვებს გაუხარდებოდათ და ჟრიამულს ატეხდნენ, ახლა..მოწყენილები და დაზაფრულები გასცქეროდნენ დაღმართზე მიმავალ სასწრაფო დახმარების  მანქანას, მერე მძიმედ შევიდნენ ბავშვთა სახლის ეზოში, დაჟანგებული ჭიშკარი ჭრიალით მოიხურა უკან.
...იმ დღეს ბევრი მათგანისთვის ბავშვობა დამთავრდა...
-რა საცოდაობა ტრიალებს ამ ჩვენ ქვეყანაში ვაა, რა მოხდა ნეტა ეს რამ ჩაადენინა კაცოო ამ ერთი ბეწო ღლაპსა-ბუტბუტებდა მძღოლი და მოხერხებულად ატრიალებდა საჭეს, ცდილობდა მანქანების საცობს გასცდენოდა როგორმე, გახიდული მანქანები გზას ვერ უთმობდნენ სასწრაფოს.
-ეჰ, რას გაუგებ მიუსაფარ ბავშვს ჩემო კაკო,  მშობლებიან ბავშვებს  უჭირთ ფეხზე მყარად დადგომა, სამსახურების მოძებნა, მიღებული ცოდნის რეალიზება და მაგ საცოდავებზე რა ვთქვა...პატარები იყვნენ, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ფარად ვედეგით მხარში, ნუნუ განსაკუთრებით, მე სად მქონდა მაგდენი დრო, ყოველდღე ჩემი ნუნუსავით სკოლაში მევლო და პედაგოგებისათვის თავი მომებეზრებინა...
.. ბავშვია, ეწყინა რაღაც, იქნებ თანატოლმა სცემა კიდეც, თავმოყვარეობა შეელახა, ან კიდევ პედაგოგს ცოტა ზედმეტი მოუვიდა და..გააკეთა, თავი სასიკვდილოდ გაიმეტა, რას გაუგებ, ბავშვი მოზარდია, ყელში აქვთ მაგ ასაკში ნერვები მომდგარი, ჩემი ირაკლისაგან ვიცი, ხმას ვერ გასცემდი, ყველაფერზე გაღიზიანებული იყო...საჭმელი აქვთ ნორმალური ან კი...
-მართალია, რობერტი ექიმო, ჩემი ბალღიც სუ მასე იღრინება, ჰაი დედასა, რა გლახათ ენა დამაჩვია, განა… რაღაცა მეც შემეშინდა, დავხედო ბიჭსა, რამე არ უჭირდეს, ჩავიდე ერთი ამ დღეებშია, მივხედო ოჯახობასა, ხო გამიშვებთ თქვენი ჭირიმე, რობერტი ექიმო?
-კი კაკო, განცხადება დაწერეთ ადმინისტრაციაში, ერთი კვირით ადრე მაინც და შაბათ-კვირას შეძლებთ წასვლას.
-რობერტი ექიმო, ჩაეძინა გოგონას, იმოქმედა წამალმა, სულ კანკალებდა, საცოდავი ბავშვი, ჰემოდინამიკა ნორმაშია, მონიტორს ხომ არ შეხედავთ-მედდამ  მონიტორის ეკრანი შეატრიალა ექიმის მიმართულებით და გოგონას წამოხდილი პლედი მზრუნველად შეუსწორა.
-კი,  ვაკონტროლებ.. ქალბატონო მანანა ემერჯენსს შეატყობინეთ შემთხვევის შესახებ, მონაცემები ჩააწერინეთ, ტრავმატოლოგი და ქირურგი დამახვედრონ, საოპერაციო მზად იყოს, მარცხენა წვივის დახურული მოტეხილობაა, ეხო დამახვედრონ, შეკითხვებზე მე დამალაპარაკეთ, მე შემთხვევას გავაფორმებ.
-ახლავე ექიმო...
  საავადმყოფოს მიმღებში  რიგი და ხალხმრავლობა დახვდა ბრიგადას. დაშავებული ძლივს შეიყვანეს განყოფილებაში, წინასაახალწლოდ ისევ მომრავლდა ავტოავარიები და ტრავმები. ს.ს.დ.ბრიგადის უფროს ექიმს ემერჯენსის მორიგე ექიმი შესასვლელშივე შეეგება და საქმიანი სახით მონაცემების გაცნობას და ჩაწერას შეუდგა.
-მოზარდი გოგონა, 14 წლის, ბავშვთა თავშესაფრის # 107 აღსაზრდელი,  სიმაღლიდან ვარდნა..პალპაციით ისინჯება მარცხენა წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა, ჰემოდინამიკას ვინარჩუნებთ, სტაბილურია, სავარაუდოთ შინაგანი სისხლდება და დანაკარგი არ უნდა იყოს, თუმცა გამოკვლევების საფუძველზე გაარკვევთ ჩემზე უკეთ ამას, ბატონო თემურ, არტაშანი დავადე, თუმცა შეძლებისდაგვარად, ტრავმატოლოგი მიხედავს, ნუ...ეს არის სულ, წარმატებულ დღეს გისურვებთ...
ექიმებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თავიანთი მოვალეობების შესრულებას შეუდგნენ. ემერჯენსის მორიგე ბრიგადამ გადაიბარა ავადმყოფი, მოათავსეს პალატაში და კვლევებს შეუდგნენ. მედდებმა საინფუზიო ხსნარები გაამზადეს, სისხლი აიღეს და გააგზავნეს ლაბორატორიაში. კონსულტანტები გამოძახების მიხედვით რიგ-რიგობით შედიოდნენ პალატაში...
  ნაადრევად მოსაღამოვდა...იმ დღეს ემერჯენსში თემურ საღინაძემ მიიღო აღსაზრდელი.  43 წლის  მორიგე ექიმი მაგიდაზე დახვავებულ  ფურცლებს დაფიქრებული ჩასჩერებოდა. შუბლი დაღარვოდა წლების განმავლობაში  ფიქრისა და ნერვიულობისაგან,  თმას ვერცხლი შეპარვოდა, თვალებს-სევდა. რა აღარ უნახავს საავადმყოფოს კედლებში: უიმედოდ შეყვარებულების სუიციდები, არასწორად ნამკურნალევის შემთხვევები,  ფინანსური საშუალების არქონის გამო დაგვიანებული მკურნალობის შედეგები,  მიტოვებული მოხუცები და შვილების კინკლაობა პასუხისმგებლობის აღებაზე ექიმის თანდასწრებით, ალკოჰოლით გაბიჟვინებული ახალგაზრდები და ავტოავარიის მსხვერპლები...გამუდმებულმა სტრესმა გარეგნობაზეც იმოქმედა და ხასიათზეც, თუმცა დიდი ძალისხმევით ყოველთვის ცდილობდა თავშეკავებული ყოფილყო კოლეგებისა თუ ავადმყოფების მიმართ. საავადმყოფოში კოლეგების უმეტესობა აფასებდა მის გონიერებას, სიდინჯეს და თავშეკავებულობას, განსაკუთრებით მედდებს მოსწონდათ და უყვარდათ მასთან ერთად მორიგეობა.
სამორიგეო პალატაში ქერა მედდამ მორიდებით შემოაღო კარები და თემურის წინ დადგა.
-უკაცრავად თემური ექიმო, გოგონას ანალიზის პასუხები მოვიდა და ამოგიტანეთ ლაბორატორიიდან, ინებეთ- ქალმა გადამეტებული მოწიწებით გადასცა ხელში ფურცლები და სკამზე ჩამოჯდა.-ხომ არ გნებავთ ყავას მოგიდუღებთ, ღვეზელი მაქვს წამოღებული, თვითონ გამოვაცხე თქვენთვის, ვიცი გიყვართ...
-მადლობა... ცოტა დაიგვიანა პასუხებმა, ბევრი ავადმყოფია, როგორც ჩანს..-ექიმმა თვალი გადაავლო რენტგენის და ექოსკოპიის პასუხებს, კმაყოფილმა ჩაიღიმა და ანალიზებს მიუბრუნდა, ყურადღებით დაათვალიერა ყველა ფურცელი და უცბად გაოგნებული  მიაჩერდა ექთანს.
-ეს რა არის?! დარწმუნებული ხარ გოგონასია?
-თემური ექიმო ფერი არ გადევთ სახეზე, რა მოხდა?
ექიმი ერთხანს ფეხზე იდგა, მერე მძიმედ ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ქალი რაღაც საშინელის მოლოდინში სუნთქვაშეკრული მიაჩერდა.
-რა ხდება, ძალიან ავადაა ბავშვი?
ექიმმა მობილური აიღო და ნომერი აკრიფა.
-ლაბორატორია, ელენე ამოდით ჩემთან....სასწრაფოდ!.... ეს უფრო მნიშვნელონია!
განერვიულებულმა მობილური მაგიდაზე მიაგდო და სიგარეტს მოუკიდა. ექთანი ფანჯარას ეცა და გამოაღო, გაკვირვებული მიაჩერდა ექიმს, ასეთი აღელვებული არასდროს ენახა.
სამორიგეო პალატაში სათვალიანი ლაბორანტი შემოვიდა და უკმაყოფილო სახით ჩამოჯდა ექიმის წინ.
-ელენე ეს ანალიზი ნამდვილად გოგონასია? -ექიმმა  ფურცელი გაუწოდა და  სიგარეტი აჩქარებით ჩააფერფლა ცარიელ კოლოფში.
ლაბორანტმა ყურადღებით გადახედა და ჩაილუღლუღა:
-კი, თემურ, ბავშვისაა..ბევრი ხალხია, ნამდვილი კატასტროფა გვაქვს, ვერ მოვახერხე დაკვირვება, გამომრჩა ალბათ..ნამდვილად გოგოსია, დღეს მეტი არ გამიკეთებია ეს კვლევა, გამორიცხულია პასუხების არევა, სამეანოს იცით, თავიანთი ლაბორანტი ემსახურებათ.
-რამე ცუდი ნახეთ თემური ექიმო, როგორ განერვიულდით?
-ვისთვის როგორ, ჩემო კარგო... აი ელენე გაიხარებდა, რამდენადაც ვიცი სწორად, თქვენც გაგიხარდებოდათ, ბავშვი კი.. აღსაზრდელი, თანაც 14 წლის არასრულწლოვანი...
...ორსულადაა გოგონა...ამბავი ატყდება.... მენეჯერს დავურეკავ, შევათანხმებ დეტალებს...
ექიმმა სიგარეტის ნამწვი კოლოფში ჩააგდო, მოჭმუჭნა, გამეტებით ისროლა ურნაში და  მობილური აიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები