ნინო დარბაისელი
რეკა ნეკერქალაქური - - - - (ნ. ნეკერიშვილს)
ისე ცივა, ციდან თოვლი კი არ მოდის, ანდა წვიმა, სულ წვრილ-წვრილი ყინულები ცვივა და ყინულის ალმასებით ისერება არე, თითქოს ცაში მოძიძგილე პირატებმა უშველებელ, ძველ კიდობანს ხელი უშვეს, დაპირქვავდა მთლად ნადავლი, შორ სამალავს რაც კი მიაბარეს.
ალაქია, მალაქია, ცაში - ერთი ქალაქია, იმ ქალაქში- მარტო-ქალი იარება, თან იცინის, თან ცრემლებით გულისპირი დალაქვია. რა ჰქვია და, ნინო. ვხედავ მკვეთრად, ვხედავ ცხადად, გულმა სრულად დაისრულმა შეიცხადა. ხომ ვიცოდი, არის ცადა, მიწად აღარ დაიცადა, საყვედური ვუთხრა რადა, როგორ უნდა ვაწყენინო... ნინო-ოოო-ოოოო!
ვინ ნინოა, ვეღარ ვარკვევ, ასე ხდება, როცა ხვდება სახელი და სარკე.
უტყვი - რაა? სიტყვა - რაა? სეტყვა - რაა? ჩამოყრის და გაათავებს, ამ რაღაცა უსახელომ ჩიტი აღარ შეარჩინა ხეებს. ყველას უნდა , იყოს შინა, ყინვამ გული შეგვიშინა, რასაც სწვდება, იქვე ცოცხლად გაახევებს. ირემი კი ჩემს ეზოში ნეკერს ეძებს, არ დაეძებს წვრილ ფეხებზე გამოდებულ ძეძვებს. ნეკერიო?! რახანია, ყველაფერი გამოლიეს ტყიდან დაბლა ჩამოსულმა ცხოველებმა, რაღა უნდა ნეკერს! რა ხმა მესმა, რა ზარები აწკრიალდნენ ნეკერქალაქს? აჟღარუნდნენ, აგუგუნდნენ, რეკენ, რაო, ჩემო პატარაო, რაზე რეკენ, ნეკერ, ნეკერ, ნეკერ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა სამეუხარო ამბავია .. რა სამეუხარო ამბავია ..
8. შესანიშნავი ლექსია.
"ისე ცივა, ციდან თოვლი კი არ მოდის, ანდა წვიმა, სულ წვრილ-წვრილი ყინულები ცვივა და ყინულის ალმასებით ისერება არე, თითქოს ცაში მოძიძგილე პირატებმა უშველებელ, ძველ კიდობანს ხელი უშვეს, დაპირქვავდა მთლად ნადავლი, შორ სამალავს რაც კი მიაბარეს." - შესანიNავად არის ნათქვამი. ნამდვილად იქნებოდა ეს გრძნობა. მე არ ვიცნობდი პირადად, მაგრამ მიმოწერა გვქონდა. ძალიან დამწყდა გული კი არა და რამდენომე დღე ცუდად ვიყავი. შესანიშნავი ლექსია.
"ისე ცივა, ციდან თოვლი კი არ მოდის, ანდა წვიმა, სულ წვრილ-წვრილი ყინულები ცვივა და ყინულის ალმასებით ისერება არე, თითქოს ცაში მოძიძგილე პირატებმა უშველებელ, ძველ კიდობანს ხელი უშვეს, დაპირქვავდა მთლად ნადავლი, შორ სამალავს რაც კი მიაბარეს." - შესანიNავად არის ნათქვამი. ნამდვილად იქნებოდა ეს გრძნობა. მე არ ვიცნობდი პირადად, მაგრამ მიმოწერა გვქონდა. ძალიან დამწყდა გული კი არა და რამდენომე დღე ცუდად ვიყავი.
7. ნიკი , მადლობა, აქაც და ყველგანაც. ახლაც და მუდამ! “მაგრამების” ლექსი გასულა თავფურცელზე. მე თავფურცელზე ყოფნა მუდამ მახარებს,... მაგრამ ეს ლექსი უკეთესი მგონია. ვერ ვჩანვარ აქ. გაგვიჭიანურდა ის ერთი კარგი საქმე აქამდე. ახლა მგონი ადგება საშველი და თანაც, რომ ვერც ვიოცნებებდით, ისე კარგად. გადაწყვეტილება - დადებითიაი. ორშაბათს გაირკვევა დეტალებიო. მაინც ვღელავ. რამე ახლის დასაწყებად “” მოედანი ჯერ არა მაქვს მოსუფთავებული” ამიტომ.
ნიკი , მადლობა, აქაც და ყველგანაც. ახლაც და მუდამ! “მაგრამების” ლექსი გასულა თავფურცელზე. მე თავფურცელზე ყოფნა მუდამ მახარებს,... მაგრამ ეს ლექსი უკეთესი მგონია. ვერ ვჩანვარ აქ. გაგვიჭიანურდა ის ერთი კარგი საქმე აქამდე. ახლა მგონი ადგება საშველი და თანაც, რომ ვერც ვიოცნებებდით, ისე კარგად. გადაწყვეტილება - დადებითიაი. ორშაბათს გაირკვევა დეტალებიო. მაინც ვღელავ. რამე ახლის დასაწყებად “” მოედანი ჯერ არა მაქვს მოსუფთავებული” ამიტომ.
6. აი კიდევ ერთი ძალიან კარგი და გულიანი მიძღვნა ნეკერას გამოგრჩა ალბათ ჯონათან
http://urakparaki.com/?m=4&ID=101524#comments
აქაც 5 დავწერე და იქაც
ნუ ბექა დადებს და შლის მერე, არ გვანდობს ნაწერებს ალბათ
აი კიდევ ერთი ძალიან კარგი და გულიანი მიძღვნა ნეკერას გამოგრჩა ალბათ ჯონათან
http://urakparaki.com/?m=4&ID=101524#comments
აქაც 5 დავწერე და იქაც
ნუ ბექა დადებს და შლის მერე, არ გვანდობს ნაწერებს ალბათ
5. აქ მე მჭირდება ქულები.
აქ მე მჭირდება ქულები.
4. ოთარ, ჯონათან, მუხა მადლობა!
ჩვენ ცოტა რამ როდი გვაერთიანებს... ნეკერას დაკარგვით გამოწვეული საერთო ტკივილი - ყველაზე მეტად... ვისურვოთ, რომ საერთო სიხარულები არ დაგველიოს! ოთარ, ჯონათან, მუხა მადლობა!
ჩვენ ცოტა რამ როდი გვაერთიანებს... ნეკერას დაკარგვით გამოწვეული საერთო ტკივილი - ყველაზე მეტად... ვისურვოთ, რომ საერთო სიხარულები არ დაგველიოს!
3. დასანანია ყველა ვინც უუდროოდ წავიდა ხსოვნა და არ დავიწყება! შენ გაიხარე ნინო. დასანანია ყველა ვინც უუდროოდ წავიდა ხსოვნა და არ დავიწყება! შენ გაიხარე ნინო.
2. (თავ)ზარი ... რეკ(ვ)ა...
ბექა ახალაიას მიძღვნასთან ერთად საუკეთესოა ეს ლექსი,მათ შორის რაც ნეკერას გარდაცვალებამ ამოათქმევინა მის მეგობრებს ან სულაც უცნობებს...
(თავ)ზარი ... რეკ(ვ)ა...
ბექა ახალაიას მიძღვნასთან ერთად საუკეთესოა ეს ლექსი,მათ შორის რაც ნეკერას გარდაცვალებამ ამოათქმევინა მის მეგობრებს ან სულაც უცნობებს...
1. 2018 წლის 4 ოქტომბერს ნინო ნეკერიშვილი გამოგვეცალა ხელიდან. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.
მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:
ნეკერ...
მითხარ, ნეკერ, საით მიდის ეს პატარა სამყარო, ჩამტყდარია შუა ხიდი, დამშრალია ცხრაწყარო.
სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი ვცოცხლობთ უფლის იმედით, ჩვენი ძმების გულებამდე სიყვარულით მივედით.
მან იკითხოს - ვინც ქართველებს სირცხვილით თვალს გვარიდებს და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ - თავისი გზით წავიდეს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.
ნეკერას შემდეგ, ანა ლაშხელმა დაგვტოვა... საოცარი გოგო იყო ანა, საოცარი ხელწერაც ჰქონდა. მისი მოთხრობა ,,აკვანი“ რომ წავიკითხე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
ანას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა საკუთარი მოყვასი.
სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე
(ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელის ნათელ ხსოვნას)
საქართველოსთვის ოქტომბრის თვეში სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე, არ ვარ შესული სიბერის წლებში, მაგრამ თვალებში ავი დრო მიმზერს.
ვუძლებ ტკივილით სავსე ცხოვრებას - მუდამ გულწრფელად ნამტირალევი, ცისკრის ზარამდე მემახსოვრება მზით ანთებული მათი თვალები.
ოთარ რურუა 2018 წლის 4 ოქტომბერს ნინო ნეკერიშვილი გამოგვეცალა ხელიდან. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.
მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:
ნეკერ...
მითხარ, ნეკერ, საით მიდის ეს პატარა სამყარო, ჩამტყდარია შუა ხიდი, დამშრალია ცხრაწყარო.
სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი ვცოცხლობთ უფლის იმედით, ჩვენი ძმების გულებამდე სიყვარულით მივედით.
მან იკითხოს - ვინც ქართველებს სირცხვილით თვალს გვარიდებს და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ - თავისი გზით წავიდეს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.
ნეკერას შემდეგ, ანა ლაშხელმა დაგვტოვა... საოცარი გოგო იყო ანა, საოცარი ხელწერაც ჰქონდა. მისი მოთხრობა ,,აკვანი“ რომ წავიკითხე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
ანას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა საკუთარი მოყვასი.
სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე
(ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელის ნათელ ხსოვნას)
საქართველოსთვის ოქტომბრის თვეში სამარადისოდ ჩაქრა ორი მზე, არ ვარ შესული სიბერის წლებში, მაგრამ თვალებში ავი დრო მიმზერს.
ვუძლებ ტკივილით სავსე ცხოვრებას - მუდამ გულწრფელად ნამტირალევი, ცისკრის ზარამდე მემახსოვრება მზით ანთებული მათი თვალები.
ოთარ რურუა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|