ამინდებს ვერ ვპატიობ არევას... მერე რა... რომ თებერვლის პირია თქვი...რა ჩემი საქმეა ჩარევა?.. და მაინც აქ იები ტირიან!.. აქ ზამთარს სხვანაირი ფერი აქვს, ამ ზამთარს სუნი ასდის უცრემლო და მაინც... შესცივნიათ წვიმიანს ამ ფიქრებს შენიანს და უშენოს... კვლავ ისევ შუადღეა ძვირფასო ისეთი...მთლად სველი და უბრალო, შენ იტყვი მე მზიანი მიყვარსო, მეც ვამბობ გაყინულა-ვუწამლოთ. და ახლა, ამ წამს ისე იჭექა ჯინაზე ამიტანა ნერვებმა... და რა ვქნა თუ ნერვები მიჭედავს და თუ სხვა სინათლე მერგება?.. და მაინც აქ იები ტირიან!.. ამინდებს ვერ ვპატიობ არევას... მერე რა რომ თებერვლის პირია? რომ... რა ჩემი საქმეა ჩარევა?..