ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2019


შენ+ფერი

რაღაც უცნაურად მეცნობი,
რაღაც მგონია რომ ჩემთვის ხარ,
რა ვქნა, თუკი ჯერ ვერ მენდობი?
რა ვქნა, თუ ვჩქარობ და ცეტიც ვარ
ესეც იმიტომ რომ ძალიან
რაღაც ჩემიანი სუნი გდის,
რა ვქნა?- მაგ თვალების ბრალია
ვნება
რომ შენს დამფრთხალ დუმილს ცდის.
რა ვქნა?- ამიხირდი საფიქრად,
განა საამისოდ მეცალა?
და ჰა, რადგან შემხვდი გამიჩნდა
კითხვა:
მაინც ხომ არ გვეცადა?..
ისე მაკვირდები გამჭოლად,
თითქოს შეჯიბრიდან მცხრილავდე,
გეყო, რაღად უნდა აწონვა?-
დროა "წამწამები გვჩრდილავდეს!.."
დროა მზეს ვასწავლოთ ფერება
იცის, მაგრამ ღამეც ვასწავლოთ
უნდა სიყვარულის სცენებმა
ტკბობა საბანზე რომ დასცალოს.
უნდა აზვირთდეს და აშარდეს
თვალებს დაცვივნული ალები,
გეყოს... "ცის დანახვა" მაცადე...
ღმერთო... რა რთული ხართ ქალები!
აღარც უცნაურად მეცნობი,
აღარც ვგონებ, ვიცი ჩემი ხარ...
და ჰა, ახლა, ვით ღმერთს მენდობი...
იცი?
-შენი+ფერის "ღმერთი" ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები