ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო გვაზავა
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2019


დაშაქრული დრო



ბებიაჩემი გამახსენდა ... თუცა , ის სულ არის ჩემს მეხსიერებაში ..თავისი დარიგებით და სითბოთი და მზრუნველობით დამყვება..
ისევ მგონია, რომ დილით გაღვიძებულს ,ისევ დამხვდება მისი ახლად მოწველილი ნახევრად დაორთქლილი ფინჯანიანი რძე . რძეში ჩაწოლილი ბრინჯი, რომელსაც ოქროსფერი კარაქი ეფერება ზევიდან,

..ახლაც ჩამესმის გულის სიღრმიდან წამოსული სითბოთი და სიყვარულით სავსე სიტყვები...
- რა ადრე გაიღვიძეთ ბავშვები .. სად გეჩქარებათ?!

არადა თითქმის შუადღე იქნებოდა ..არანაკლებ თორმეტი საათისა თვითონ უკვე საქმისაგან დაღლილი.. აი ახლაც ბოსტნიდან დაბრუნდა ..პირამდე სავსე კალათით.

- მე კი სად მეჩქარება მართლაც...ან ახლა, რამ გამახსენა ??
--ხო სიჩქარემ ..

- სამსახურიდან დაბრუნებული ჩემი ქმარი მეკითხება რით გავუმასპინძლდები ?
მე მხრებს ვიჩეჩავ .. - და უპასუხოდ შევდივარ სამზარეულოში.
მოფუსფუსე ჩემს თავს ვეკითხები - რა გავამზადო?!!
როცა გამზადებულ მაგიდაზე კიდევ ერთი სადილით გამზადებული თეფში უნდა დამედო აღმოჩნდა, რომ დასადები ადგილი აღარაა...-

-- რით გაგიმასპინძლდეთ ახლა , რა მაქვს თქვენი მოსაწონი?? ჩამესმა ბებოს ხმა!!!
არაცნობიეში არსებულმა ფიქრებმა ამოტივტივება დაიწყო...

... მერე მაგიდა აივსო : ხაჭაპურით, მჟავე ბოსტნეულის ასორტით , ..მსხვილ-მსხვილ ნაჭრებად ჩამწკრივებული ახლად ამოყვანილი ჯერაც უმარილო ყველით, ზამთრისათვის გამზადებული ბოსტნეულის ქილები ადრიანად წმოსკუპდნენ მაგიდაზე .. ცხარე ტყემალი საპატიო ადგილს იკავებდა და ზემოდან გადმოჰყურებდა ტაფაზე დაბრაწულ კარტოფილს....

ახლად დაკრეფილი მწვანილი წამოწოლილიყო ბებოს ხელით გამომცხვარ ლავაშის გვერდით , რომელსაც ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა და აგრილებდა თვისი ცივი წვეთებით.
პაპა სუფრას გადახედავდა და შეიტანდა წუნს !!!
- რა დაგავიწყდა თუ იცი ? მიმართავდა ბებიას
ბებიაც საგონებელში მიეცემოდა ..
-აა წიწაკა ახლავე მოგიტან!!
-არა, რად მინდა მწარე წიწაკა თუ მინდა მე თვითონ ავიღებ და იქვე ახლოს ჩამოკიდებულ წიწაკის ასხმას ერთს ჩამოაცლიდა
- კარგია გამახსენა!! თვალს ჩაგვიკრავდა შვილიშვილებს,
- აბა რა დამავიწყდა არ ჩერდებოდა ბებია და ხან რას გაიხსენებდა და ხან რას !!!
მერე პაპა თავისი მარნიდან ცივ - ალუბლისფერ ღვინოს მზის შუქზე გამოიტანდა გრაფინით და მზეზე გახედავდა ... ჯადოსნური სითხე ხარ ...დალოცვილო ...ლოცავდა და სათითაო ჭიქას პირამდე გვივსებდა
-სანამ ბებია დაბრუნდა სწრაფად დალიეთო გვეტყოდა..
- არ გრცხვენია ახლა კაცო შენ ?? თავზე წამომდგარი ბებია ყელში აჩერებდა ცხელ ზაფხულში ცივად მორაკრაკე " არაამქვეყნიურ სითხეს"
- პაპაც არ დააყოვნებდა და ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს სცემდა
- შენ რა გგონია რა დაამახსოვრდებათ ამათ ჩემგან???
- რაა ???კითხვითვე პასუხობდა ბებია !!
-რა და სწორედ ეს .. გემრიელი გამასპინძლება და ერთი ჭიქა ღვინო !!!
ბებია გაიცინებდა ხელს ჩაიქნევდა
-შენც მაგათი ჭკუისა ხარ რაა !!! მეტი არ მოგვეთხოვება ..
მერე ჩვენი კისკისი და ჭრიამული დიდხანს ისმოდა ეზოდან ...ის ერთი ჭიქა ღვინო, მართლაც ჯადოსნური ზღაპრის ქვეყანაში გვამოგზაურებდა..

--ნინო რა აკლია ახლა სუფრას? ზღაპრიდან რეალობაში გამომიძახა - სამზარეულოში შემოსულმა ჩემმა ქმარმა !!!
- ფიქრი დავიწყე მართალაც რა გამომრჩა ნეტავი???

კარადიდან მაგიდაზე თვითონ გადმოსკუპდა ღვინის ბოთლი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები