ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2019


შენ...ადამიანო!

მე ღმერთის რჩეული ვარ...
ჰო...
რჩეული...
ღმერთის რჩეული!..
მე ოცნებები შემიძლია უსასრულოდ(ზოგჯერ ფერადი, ზოგჯერაც უსუსური, მაგრამ მაინც...ხომ შემიძლია?!),
მე სიცილი შემიძლია, ხან ნაზი, ხანდახან  უხერხულიც, მაგრამ გულწრფელი და ამაღელვებელი,
ტირილი შემიძლია სევდის, ხანაც სიხარულის ცრემლებით მოთარეშე,
მოფერება, კოცნა შემიძლია მთელ სხეულსა და სულს რომ მზისფერ ნაკვალევად აჩნდება,
ვნება შემიძლია, ზომიერზე ოდნავ მეტი და ოდნავ მეტზე კიდევ უფრო მეტი...
სიყვარული კი უსაზღვრო შემიძლია, ჩარჩოებში რომ არ ეტევა და მუდმივად რომ სცდება ხელოვნურ ჯებირებს...
და მაინც თავად სიყვარულის ტარება შემიძლია შესასაშურად, სამარადისოდ, მერე რა თუ ზოგჯერ პინა სხვისკენ იხრება, მთავარი ისაა სასწორი სუფთა სულით დაიტვირთოს!
მე ღმერთის რჩეული ვარ, ერთი უბრალო და გაზაფხულით დამთვრალი რომანტიკოსი "ღრუბელი!"
შენ კი... შენც ღვთის რჩეული ხარ ადამიანო! ეს ყველაფერი შენც ისევე შეგიძლია, როგორც მე და როგორც სხვას ყველას, მერე რა რომ ამას ჩვენგან განსხვავებულად აკეთებ,
სამაგიეროდ ყველა დანარჩენი ვსუნთქავთ შენნაირად.
ყველა დანარჩენზე მეტად კი შენ გრძნობ...
ადამიანო!..
შენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები