ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.მარონე
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2019


იყიდება!

იყიდება

გავყიდი სულის ნაწილს,
გავყიდი საკუთარ ლექსებს,
გავყიდი ახალ შპრიცებს, კიდევ მეორად ნემსებს.
გავყიდი გულის ნაწილს,
გავყიდი საკუთარ გეგმებს,
გავყიდი ახალ დილას, დაველოდები შემდეგს,
გავყიდი ფერად სიზმრებს,
გავყიდი საკუთარ რითმებს,
გავყიდი ახალ იმედს, თუ დასვამ ათას კითხვებს,
გავყიდი მწვანე თვალებს,
გავყიდი საკუთარ ეგოს,
გავყიდი ლამაზ სიტყვებს, ყველას თითო რომ ერგოს,
გავყიდი თანადგომას,
გავყიდი საკუთარ ნდობას,
გავყიდი თოვლის ფიფქებს, როცა დაიწყებს დნობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები