ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2019


ვგრძნობ როგორ ატირეს სამყარო ..

ვგრძნობ როგორ ატირეს სამყარო ..
ვგრძნობ როგორ დამალა თვალები მზემ!
ვგრძნობ გაციებულ გულებს და
ვიკარგები მეც..

დავიკარგები , სადღაც წყვდიადში -
გარშემო სევდა არავის სჯერა!
ანდა სჯერა და არავინ გკიდებს უკვე გათოშილ ხელს,
რადგან მძიმეა ტვირთი გაზიარების და თანაგრძნობის!

მე მართალი ვარ! მიტაცებს გრძნობა ..
მახრჩობს ყვირილი და მკლავს მონობა!

ყალბი ღიმილი..
ფარისევრულად ნათქვამი სიტყვა რომ მას უყვარხარ.

უკვე დახუჭულ თვალების მიღმა ცინიზმის მზერა,
უყბო ღიმილი მახინჯ სახეთა!

მერე მკითხავენ რამ შეგაზიზღა სამყარო თბილი?!
ნდობა სად გაქრა და ვეღარ ვნახეთ შენზე ღიმილი..

და გიკვირთ რატომ?
გამოვიკეტე საკუთარ სულში?!
გულს ვერვის ვანდობ !

მომკკლეს ბევრჯერ!
ტყუილის შემდეგ
გული ქუსლებით ბევრჯერ გათელეს!

მაინც წარსული მიზიდავს უკან.
რა ცბიერია მოგონებები გარდასულ დღეთა
გულს რომ აჯერებს სინამდვილეს სიცრუის ფეხთან!

და აღარ ვიცი უკვე ვის ვენდო -
ან კი ნამდვილად მინდა უკვე ეს?!
რადგან ზუგს უკან ხანჯლები სწრაფად
ჩამცეს და მომსპეს!

ვიცი იმედი ხვალინდელი დღის ამაოდ დამაქვს .
რეალობისგან გამოქცეულს ისევ ფიქრები მიძმობს

და

რატომ ცოცხლობს ადამიანი თუ დაივიწყებს უბადლო გრძნობებს მიჩნდება კითხვა!


მაგრამ პასუხებს ყალბ სახეებში უსიტყვოდ ვპოვებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები