 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 2 აპრილი, 2019 |
რა ძალა გვადგა, ავიკიდეთ ტვირთი რაისთვის... გულზე რომ ცეცხლი გვედება და თვალებზე - ლიბრი... თუკი მოხვედი, ხელი მართლა აღარ გამიშვა, ხომ კარგად ხედავ, უცეცხლოდაც რაგვარად ვიწვი... გაგითამამდი, ბედისაგან ისეც თამამი, საეჭვოდ მიმზერ, თვალჭუტიად მზერა დაგჩემდა, თვალები შენი - ვით თიბათვის ღამის ანთრაკი, მე - პაემანზე ჩაპუწკული ანგალ ქარებთან... რა ძალა გადგათ - იკითხავენ ალბათ, ერთხელაც, ანდა რაღატომ გაიმრავლეთ სევდაც და ფიქრიც... უერთმანეთო სივრცეები ისე გვებევრა, ახლა ცალ-ცალკე ყოფნა მართლა უღმერთოდ გვიჭირს... ჩვენია ეს ცა... დავიჩვენეთ თუ დავიჩემეთ... ატმისფერ სივრცეს შევურიეთ ტრფიალის ფერი... და ბილიკებზე ჩასაფრებულ ყუნც ასინეთებს ჩვენი ღიმილით მოვუთავეთ საერთოდ ხელი... რა ძალა გვადგა? სექტემბრის მზემ მოგვჭრა თვალები... ჩვენ ერთმანეთი გვემსუბუქა, კი არ გვემძიმა... და წარსულისგან დასეტყვილი, შენაბზარები სული იმგვარად ჩავიპურეთ, სუნთქვა გვეტკბილა... აჰა, შენ - ჩემი თიბათვის თვის მწველო ანთრაკო, მე კი სიო ვარ, ონავარი სიო იგრიკას... ჩემი ფიქრების მოდარაჯევ, ტკბილო საბაქო, მზესავით მწამხარ და მზესავით მუდამ მინდიხარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მუხა, გმადლობ <3
მუხა, გმადლობ <3
7. მომეწონა. კარგი ლექსია, აპრილს რომ მოუხდება ისეთი. გაზაფხულზე სიყვარულმა აყვავება იცის, გულს აგიფორიაქებს, საკუთარ გულში ჩაგახედებს და შენს წარსულ, ან მომავალ სიყვარულს შეგახსენებს, ასეთი მწარ- ტკბილია ეს ლექსი, ოპტიმიზმით სავსე. ჩემი უუმაღლესი შეფასება!
მომეწონა. კარგი ლექსია, აპრილს რომ მოუხდება ისეთი. გაზაფხულზე სიყვარულმა აყვავება იცის, გულს აგიფორიაქებს, საკუთარ გულში ჩაგახედებს და შენს წარსულ, ან მომავალ სიყვარულს შეგახსენებს, ასეთი მწარ- ტკბილია ეს ლექსი, ოპტიმიზმით სავსე. ჩემი უუმაღლესი შეფასება!
6. მელ.ზ. გმადლობ <3 მელ.ზ. გმადლობ <3
5. ლამაზი ლექსია.. 5.
ლამაზი ლექსია.. 5.
4. გოგლიკო, გმადლობ გოგლიკო, გმადლობ
3. ეს ლექსი არაჩვეულებრივია და მეტიც, გადავხედე თქვენს სხვა ლექსებს და მოხიბლული დავრჩი.
წარმატებებს გისურვებთ... ჩემი სახით კიდევ ერთი მკითხველი შეიძინა თქვენმა შემოქმედებამ. ეს ლექსი არაჩვეულებრივია და მეტიც, გადავხედე თქვენს სხვა ლექსებს და მოხიბლული დავრჩი.
წარმატებებს გისურვებთ... ჩემი სახით კიდევ ერთი მკითხველი შეიძინა თქვენმა შემოქმედებამ.
2. ჯერ ერთი, იმდენი წლის კი ვარ, ეს სიტყვები რომ არ დავგუგლო და ისედაც ვიცოდე მათი შინაარსი და რაობა საბას ლექსიკონიდან. მეორე, ეს შევიპურეთ საიდან მოიტანეთ, მე მაპატიეთ და :) ჩავიპურეთ წერია მანდ და სიტყვა ჩაპურების მნიშვნელობა თუ თავად არ იცით, დაგუგლვა გეხერხებათ, როგორც ჩანს :) პატივისცემით :) ჯერ ერთი, იმდენი წლის კი ვარ, ეს სიტყვები რომ არ დავგუგლო და ისედაც ვიცოდე მათი შინაარსი და რაობა საბას ლექსიკონიდან. მეორე, ეს შევიპურეთ საიდან მოიტანეთ, მე მაპატიეთ და :) ჩავიპურეთ წერია მანდ და სიტყვა ჩაპურების მნიშვნელობა თუ თავად არ იცით, დაგუგლვა გეხერხებათ, როგორც ჩანს :) პატივისცემით :)
1. მოუხდა ახალი შესიტყვებები რიგ ადგილებში, ანთრაკი და იგრიკაც კაია, თუ დაგუგლული არ არისო, ნათქვამია. მარა "შევიპურეთ" უკვე ნამეტანი გამოდგა. წარმატებანი მოუხდა ახალი შესიტყვებები რიგ ადგილებში, ანთრაკი და იგრიკაც კაია, თუ დაგუგლული არ არისო, ნათქვამია. მარა "შევიპურეთ" უკვე ნამეტანი გამოდგა. წარმატებანი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|