 | ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 20 მაისი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ნიშნები ისეთი არაფერია რასაც ვერ გაარჩევ. ამით ნამდვილად შეგვიძლია თავის დამშვიდება იმ მტკივნეულ მომენტებში, როცა თვითრწმენა ზურგში დანას გამეტებით გვიყრის და ბრძოლის ველზე დასამარცხებლად განწირულს გვტოვებს. ჩემთვის ფეხით სიარული ფიქრის ერთ–ერთი მთავარი გენერატორია, ჰოდა, უგამონაკლისოდ მივაბიჯებდი და ფიქრებს ტემპისდა შესაბამისად ვაფრქვევდი. შეცდომას ვუშვებთ, როცა გარყვნილებას ხმალამოღებით ვებრძვით და ცოდვად ვრაცხთ უფლის წინაშე (თუ როგორცაა წმინდა წერილის ციტატა), ამის ნაცვლად უკეთესი იქნება, დიფერენციაციის მეთოდი დავნერგოთ. დიფერენციაციის მეთოდი ასე გამოიყურება: უნდა განვასხვავოთ და დავახარისხოთ გარყვნილების ორი ძირითადი ტიპი, რომელთაგან ერთი მართლაცაა ხმალამოღებული ბრძოლის ღირსი, რადგან საზიანოა, მეორეს კი პირიქით, მამალზე მეტი სარგებელიც კი მოაქვს. დიახ, სანამ უკვე ტრაექტორიამცემულ ქვებს ჩემკენ გამოუშვებთ, შეიცადეთ და იმაში დარწმუნდით, რომ ჩაქოლვის მიზეზს სწორად ჩასწვდით. გარყვნილება გადახრების სახით (როგორიცაა პედოფილია, ნეკროფილია და სხვ მრავალი, ჩვენდა სამწუხაროდ), უნდა დაიგმოს, ორი აზრი არაა, მაგრამ გარყვნილება, რომელიც ადამიანს სექსუალურად ამრავალფეროვნებს, ფანტაზიას უვითარებს და, ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, ასაინტერესოებს, ნამდვილად არ იმსახურებს სამიზნეში ამოღებას. უფრო შორსაც წავალ, აღიარების დაგმანულ კარებს წიხლით შევაღებ და გეტყვით, რომ ძალიან გარყვნილი ადამიანი ვარ. ყოველთვის, როცა საპირისპირო სქესის მიმზიდველი წარმომადგენელი ექცევა ჩემი მხედველობის არეალში, უცენზურო აზრები, რომლებიც შიგადაშიგ პორნო–კადრებითაა გაფორმებული, ისეთი ინტენსივობით მატყდება თავს, ორთაბრძოლა ჩემს მფარველ ანგელოზსა (თუკი საერთოდ მყავს ასეთი) და ცდუნების ეშმაკებს შორის ისეთი უთანასწოროა, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დასაწყისშივე თეთრ ალამს აფრიალებს. ასეთი გარყვნილების გარეშე ხომ ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ მისიონერულ პოზაში შევიტკობდით ერთმანეთის სხეულებს? მე თუ მკითხავ, სწორედ ეგ იქნებოდა მკრეხელობა და არა ერეგირებული ასოს რიტმული მასაჟი (იგივ, მასტურბაცია, ან საეკლესიო ენაზე ონანიზმი), მაგრამ ესეც მორიგი დასტური იმისა, რომ არასწორად ვვითარდებით. მოკლედ, ახალი ჰობი მაქვს: კოლექციონერივით ვეძებ კაცობრიობის არასწორი განვითარების ნიშნებს (ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო რომ ჩემი კოლექცია უკვე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე როგორც ჰომოსექსუალს ამის წაკითხვა ორმაგად გამისწორდა :D
+5 მე როგორც ჰომოსექსუალს ამის წაკითხვა ორმაგად გამისწორდა :D
+5
3. მივიღოთ ,,ეს" გაგრძელების ნიშნად მივიღოთ ,,ეს" გაგრძელების ნიშნად
1. ეს ერთიდა სხვა მრავალი ეს ერთიდა სხვა მრავალი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|