ემილი დიკინსონი - აი, უტყუარი ნიშნები (1077)
აი, უტყუარი ნიშნები ბუნების გულუხვი დუქნების - მაშვრალებისა და მშივრების ჭმევა იდუმალი პურებით;
სტუმართმოყვარების ადათებს იცავენ ბუნების სახლები, უმასპინძლდებიან ღატაკებს და ფუტკრებს ერთნაირ დახლებით.
თავმდებად მის სანდო მარაგის და დაუჭკნობელი ხალისის, ნათობს ჩრდილოეთის ვარსკვლავი, აღმოსავლეთით კი - აისი.
26 მაისი, 2019 წ.
Emily Dickinson - These are the Signs to Nature's Inns (1077)
These are the Signs to Nature's Inns — Her invitation broad To Whosoever famishing To taste her mystic Bread —
These are the rites of Nature's House — The Hospitality That opens with an equal width To Beggar and to Bee
For Sureties of her staunch Estate Her undecaying Cheer The Purple in the East is set And in the North, the Star —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|