ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2019


მინდა ყოველმა სათითაოდ ვიგაზაფხულოთ..

იცი?! ეჩვევი..
გაციებულ გულებს გარშემო..
გაცრეცილ ნიღბებს..
დაიგნორებას,
თუნდაც
კედლები მეგობრობის- ოფლით აშენო..

გადაეჩვევი
მომღიმარედ კარის გაღებას..

დარაბებს მიღმა აღარ ყვავის
გაზაფხულები..
თითქოს მზე ქვრება..

და მე მაწუხებს სიარული
უცხო ქალაქში,
უცხო ხალხთან,
უცხო ფერებით..
ზომბირებული რომ დადიან
და იცი შიშით
იქვე მყოფ ბავშვსაც ბურთით ხელში ვერ ეფერები..

მტანჯავს წარსული!

ტემპი ნელდება-
განვითარების,
გამოვლინების,
ნდობის, და-ძმობის..
უსასრულო ქაოსი მოდის
და უცდი მხოლოდ გადათელვას ..

მე ასე ვიცი-
გულში ნემსებად მჩხვლიტავს გრძნობები..
ვჯდები სულ მარტო.
ვფიქრობ
გარშემო ხალხზე ღიმილით..
და ფერადდება იქ ოცნებები..
გამოფხიზლებულს მიცრუვდება ბევრი იმედი..

და მერე მტკივა..
ვერ გაბრალებთ! ჩემი ბრალია..
გულმოდგინედ რომ ვეძებ ლამაზს
ყველა თქვენგანში..
იმედის გარდა ადამიანს რა აბადია?!
და ამ ტანჯვისთვის განწირული ვერავის განგსჯით..

ანდა ნაწყენი
ვფიქრობ როგორ გტკივათ გულები.
და ის სიტყვები -
- ღამე ყურებში რომ მეორდება
თქვენი ფრაზები..
იქვე ჩემივე ხმა გამართლებთ..
და
ვერ ვბრაზდები..

ბევრი მეშლება,
ბევრს ვიცინი,
ბევრს ვნერვიულობ..
უცებ ვფეთქდები ფენიქსივით
სულ ვიფერფლები..
შემდეგ გათოშილს მინდა ხოლმე
ვმართო გრძობები..
დავმარცხებულვარ საკუთარ თავთან
ხშირად ომებში..

აყვავდებაო საქართველო..
ჭიქებსაც სცლიან..
პატრიოტიზმით და შეყვარებით..
სანამ სამშობლოს უყურებთ შორად -
ჩვენ ვერ  ვყვავილობთ..

მინდა ყოველმა
სათითაოდ
ვიგაზაფხულოთ..
გავიფერადოთ გრძნობები და
ღმერთი ვადიდოთ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები