ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2019


  ჩამოტვირთვა

ტიბეტის მისადგომებთან. პროლოგი

ბევრგან იყო ნამყოფი ენკლად ვოზენსი. უამრავი ქვეყანა და ხალხი ჰყავდა ნანახი, მაგრამ მუდამ და ყოველთვის ერთ ადგილას სურდა წასვლა.  ერთხელ, ლუდითა და არყით მთვრალმა ვოზენსმა, ბად-კოლგრუბის პატარა ლუდხანაში ქეიფისას, მის გერმანელ მეგობარს, ჰაინრიხს, ასე უთხრა: \\\\\\\" ჩემო ჰაინც, ბევრჯერ ჩავძირულვარ უცხოთა ყოველდღიურობაში. ბევრჯერ მიცხოვრია ჩემთვის სრულიად უცხო ხალხში, მისწავლია მათი წესები და და იქაური ჯარიმებიც კი გადამიხდია, როგორც ჩვეულებრივ იქაურს. ბევრჯერ მიცდია და ზოგჯერ დამისწავლია მათი უცნაური ენებიც, გამითავისებია მათ მიერ წარმოთქმული ყოველდღიური ფრაზები, ავყოლივარ მათ სიმღერებს, გაკვირვებულს შემიგრძვნია უცხო საჭმლის გემო, ჩამისუნთქავს უცნობი ქვეყნის ჰაერის არომატები, ანაზდეულად წამიკითხავს ან მიცდია წამეკითხა მათი სახლების ღობეებზე მიმაგრებული სახელ-გვარები, დავკვირვებივარ ამ უცნობი ადამიანების სხეულის მოძრაობებს, სიარულს, აღნაგობას და ჩვეულებრივი ადამიანური მოძრაობების იქაურ გრაციას; უბრალოდ დავკარგულვარ უცხო ადგილას, სადაც არავინ გიცნობს და არც არავინ გელის. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევი რომ არის ერთი ადგილი, რომლის ნახვაც ძალიან მწადია, რომელშიც ნამყოფი ვარ მხოლოდ ერთი ღამით და ერთი დილით და რომელიც, შეიძლება ითქვას, ცალი თვალით მაქვს ნანახი... უფრო სწორად, მხოლოდ დანახული, ჩემი ყოფნისას სიჩუანში - ჩინეთის შორეულ, დასავლეთ პროვინციაში...  ეს იყო ერთი საღამო. ერთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩინეთის ჰიმალაებიის თეთრი მწვერვალები პირველად დავინახე... იქ ალბათ ჩემმა ღმერთმა მიმიყვანა ერთი დღით და ერთი ღამით და დამანახა ჩემ სანუკვარი ადგილი. დიახ, მიმიყვანა, რადგან ეს მისი ნება იყო... მაგრამ \\\\\\\"ბოლომდე\\\\\\\" მაინც არ ვყოფილვარ ... რაც ზემოთ მოგახსენე, სიჩუანის დასავლეთით მდებარე ერთ პატარა ქალაქში, კანდინგში ყოფნისას, დროის სიმცირის გამო მოხდა...მე ტიბეტში ვიყავი, ტიბეტურ კჰამში, მაგრამ ტიბეტის ნახვა ვერ მოვასწარი...ხანდახან არ მჯერა რომ იმ სიშორეს ფეხი დამიდგამს...\\\\\\\" - ჩურჩულით დაასრულა თავისი არეული გამოსვლა ვოზენსმა.

\\\"ჰაინცი, ძვირფასო, ეს არ არის ახირება!\\\\\\\", კვლავ აუწია მან ხმას, \\\\\\\" ეს არის საიდუმლოებით მოცული სამყარო სახელად \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"ტიბეტი\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\" - არ იფიქრო რომ ლჰასას [ტიბეტის დედაქალაქი] და მის საოცარ სასახლეს, პოტალას ვგულისხმობ. არა! მე იმ ტიბეტის ნახვა მსურდა ყოველთვის, რომელიც ლჰასადან მოშორებით, ტიბეტის სხვადასხვა პროვინციაშია გადაშლილი ათასობით კილომეტრზე. თუ არ გჯერა და გგონია რომ ვბოდავ, მაშინ მიპასუხე: რატომ მოვხვდი კანდინგში საერთოდ? იქ გზად ვერასოდეს მოხვდება ადამიანი, თუ იგი ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში არ მიემართება! შენ მეტყვი, რომ დიახ, შემთხვევით მოხვდი ამ მთებში გადაკარგულ ქალაქში, მაგრამ ეს შეცდომა იქნება! ადამიანი, თუ ჯერ კიდევ ასეთი ხარ, შემთხვევით ვერასოდეს მოხვდები ცეცხლოვან მიწაზე ან კამჩატკაზე. იქ უნდა წახვიდე...სპეციალურად. მიზნით თუ უმიზნოდ... და ვერც ტიბეტურ კჰამში \\\\\\\"შეივლი\\\\\\\"... ეს გამორიცხულია. კამჩატკას და პატაგონიას შეიძლება გემით მაინც მიადგე, თუ ოკეანეში გზა აგერია...კჰამში კი ვერაფრით მიხვალ, თუ არ იცი სად არის ეს ოხერი ადგილი! ო, ღმერთო მაპატიე მე მართლაც მთვრალსა და ოხერს! მაპატიე და შემინდე თუ შეიძლება! კჰამი ყველაფერია \\\\\\\"ოხერის\\\\\\\" გარდა! ეს ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია გაიხსენოს რომ იგი მართლაც ადამიანია!\\\\\\\" - თითქმის ყვირილით დაასრულა ვოზენსმა თავისი სიტყვა და მოწყვეტით დაჯდა ბავარიული ნაძვისგან გამოთლილ ხის დიდ სკამზე.

ცნობა:  ტიბეტის ავტონომიური ოლქის ფართობი, დღევანდელი საზღვრებით, 1,228,400 კვადრატული კილომეტრია. ეს კი ნიშნავს რომ მის ტერიტორიაზე თავისუფლად განთავსდებოდა ორი საფრანგეთი, ორი უკრაინა, სამნახევარი გერმანია, ოთხი იტალია, ხუთი დიდი ბრიტანეთის სამეფო, ცამეტი პორტუგალია, ჩვიდმეტნახევარი საქართველო და ოთხმოცდაცხრა მონტენეგრო! დიახ, ტიბეტი ძალიან დიდია და იგი ძალიან მრავალფეროვანია. ტერიტორიის ძირითად ნაწილს, რომელიც ჩინეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობამ ტიბეტის ავტონომიურ ოლქის დღევანდელ საზღვრებში მოაქცია, უ-ცანგი (Ü-Tsang) ეწოდება და იგი ტიბეტის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილს შეადგენს. გარდა უ-ცანგისა, ტიბეტი, ისტორიულად კიდევ სამი პროვინციისგან შედგება. ესენია: ამდო (ჩრდილო-აღმოსავლეთი - დღევანდელი, 14-ე დალაი ლამის, ტენზინ გიაცოს დაბადების ადგილი), კჰამი (აღმოსავლეთი - მდებარეობს მთლიანად სიჩუანის პროვინციაში) და ნგარი (ჩრდილო-დასავლეთი - ნგარში მდებარეობს ლეგენდარული წმინდა მთა, ოთხი რელიგიის უწმინდესი ადგილი, მთა კაილაში/კანგრინპოჩე - 6,638 მ).

დღევანდელი ტიბეტის ავტონომიური ოლქის საზღვრებში მხოლოდ ნგარისა და უ-ცნაგის პროვინციების ნაწილები შედიან, ხოლო ამდო და კჰამი - ტრადიციული ტიბეტური პროვინციები, მთლიანად ავტონომიური ოლქის საზღვრებს გარეთ არიან და ფორმალურად, ტიბეტს არ ეკუთვნიან. 

\\\\\\\"ჰაინცი, მე მაინც წავალ კჰამში! სხვანაირად ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას! ჰაინცი, წამოხვალ ჩემთან ერთად კანდინგში?\\\\\\\" - ჩუმად იკითხა ვოზენსმა და კელნერს კიდევ ორი ლუდი შეუკვეთა.

ბად-კოლგრუბი, ზემო ბავარია,
ლუდხანა \\\\\\\"გუგენბერგი\\\\\\\"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები