ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2019


ჩემო პატარა ღამის თანამგზავრო

ადამიანს ბედისწერა სასაცილო თაგუნასავით გამოიჭერს ხოლმე მახეში,
მერე ასე 70 წლის მოიხედავ და იტყვი
ეს მართლა მე ვიყავი?
ეს მართლა მე ვქენი?
ან ოიდიპოს მეფესავით გეყოფა გაბედულება რომ ასე 50 წლისამ თვალები ამოითხარო და თქვა -
ამ თვალებს არაფრის ხილვა არ შეეძლოთ,
ამიტომაც აღარ მჭირდებიანო.

დღე თვალახვეულმა იარე ,
ჩემო ღამის პატარა თანამგზავრო,
ღამე იფხიზლე, ძილში.

რასაც ვხედავ დიდი ხანია აღარ მწამს იმის.
რასაც ვგრძნობ იმის რწმენაც ნელ- ნელა შემომეცალა ხელიდან.
რასაც ვაკეთებ, რასაც ვამბობ, რასაც ვფიქრობ
განა რომელიმე ვარ \'მე\'?
სადაა ჩემი \'ნამდვილი მე\'
ან საერთოდ არსებობს ეს \'მე\'.

ურწმუნო წმინდანო,
შენ ისევ მღერი,
შენ ისევ იკვლევ და ისევ
ალბათ
შეშლილი ანგელოზი დაგყვება მუდამ,
შიშველ სხეულში გამომწყვდეული
შეშლილი სულის
სიმღერის დარად
ცეკვავენ ირგვლივ
ხეები მთები მდინარეები ღრუბლები.
შენც მათთან ერთად ცეკვავ და ცეკვა
ემსგავსება ადამიანის გიჟურ როკვას, რადგან
ეს ადამიანი არის უმიზნო ,
არ იცის რატომ , არ იცის როგორ, უბრალოდ რატომღაც ისევ
მიჰყვება ქარის ქროლვას და ხელებს
უმისამართოთ გაუაზრებლად იქნეცს და სხეულს ისე არხევს თითქოს
მისი სხეული
კითხვის ნიშანს ხატავდეს ისევ.

ჩემო ღამის პატარა თანამგზავრო,
იქნებ ჩემი მუსიკის ჰანგების ჟღერა
მოგესმა და
ამან დაგიფრთხო ძილი?

შენც აიხვიე თვალები,
თუ შენ
ჯერ კიდევ გჯერა მაგ ძიებების?
ჯერ კიდევ ფიქრობ რომ შენ რამეებს
ჯერ კიდევ \'ხვდები\'
\'მჯერა\' და \'მწამს\'
თუ ეს სიტყვები არ დაგიკარგავს
განმშორდი !
რადგან
მე დავიღალე
მორწმუნე ხალხთან
რომ მივდიოდი
ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა რწმენა და ჰქონდა გრძნობები
მე მივდიოდი
იმისთვის მეთქი
მეც შემაგონეთ
მეც დამაჯერეთ,
მაგრამ არა!
ჩემი ეჭვები მათ ანგელოზზე დიდი აღმოჩნდა
ჰოდა თუ კი შენ \'ჯერ კიდევ\'
არხარ
ისეთ წყვდიადში
და უკუნეთში
ხელის ცეცებით მიუყვებოდე გზებს და
არაფერს აღარ ელოდე,
წადი იქ სადაც
\'ჯერ კიდევ\' ღმერთი დაგეხმარება.

ნეტარ არიან ბრმადმორწმუნენი და მე არ მინდა
\'ვაი იმას , ვისგანაც საცდური მოვიდეს\' გამო
მაცდუნებელის როლი მოვირგო და ისევ
მე ამკიდოს ვიღაც პატარა ადამიანმა ,
პასუხისმგებლობა საკუთარი სულის ასე დაღუპვის.

მე კი სამყაროს თვალი მატყუებს ,
და როგორც ვინმე ჯადოქარს
რომელიც თუკი თვალებში შეხედავ
დაგაჰიპნოზებს
ასე ვარიდებ მე მას ჩემს თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები