 | ავტორი: გლეხიკაცი ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2019 |
შენს სულს მტევნებივით ასხია დარდები და დაფნარში ბეღურები საღამოს აცილებენ, გულის აკორდივით იწყები მაჯებიდან, ყველა გაზაფხულზე მეტი ხარ გაცილებით...
კალთებხილიანო, უხდები შემოდგომას, შენი პირჯვრისწერა ნაპრალებს ამაცილებს, ნაზარეველივით მომყვები, გვერდში დგომა გჩვევია უჩვეულოდ, ოდასაც არ აცივებ...
ცისკარს მზე ამოყავს შენი თვალებიდან, ირგვლივ სოფელია ბევრი გვირილები, ამბობ: \"ცხოვრებაში ამდენ წვალებიდან როგორ გამიზრდიხარ\"... , მერე იღიმები...
შენი ხელებიდან ვიწყებ ამოსუნთქვას, კეთილფიქრიანო ისევ თავს მევლები, ჩვენ გვყავს ერთმანეთი, ხოდა სახლიც სუნთქავს, სოფლის საღამოებს რთავენ ალუბლები...
ახარებს ანგელოზებს მაგ თვალთა სათნოება და შენი ღიმილია - სიცოცხლის მელოდია, დროს მინდა სიბერის უფლება ჩამოერთვას, თმებში ჭაღარები ჩუმად რომ შემოდიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მადლობა ოთარ მადლობა ოთარ
14. არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.
13. მადლობა ელადა. <3 მადლობა ელადა. <3
12. ლამაზი მოფერება გამოვიდა. ლამაზი მოფერება გამოვიდა.
11. მადლობა დიდი ამ თბილი სიტყვებისთვის ნინა მადლობა დიდი ამ თბილი სიტყვებისთვის ნინა
10. მიძღვნაც საამოა და არც შესრულებაა ურიგო. კეთილი იყოს თქვენი აქ მოსვლა ! :) მიძღვნაც საამოა და არც შესრულებაა ურიგო. კეთილი იყოს თქვენი აქ მოსვლა ! :)
9. გაიხარე ფინქ, დიდი მადლობა გაიხარე ფინქ, დიდი მადლობა
8. ალბათ ჩვეულებრივი ლექსია, უბრალოდ დედაზე რომაა მაგიტომ გამითბო გული, ანუ ძალიან კარგია 5 ალბათ ჩვეულებრივი ლექსია, უბრალოდ დედაზე რომაა მაგიტომ გამითბო გული, ანუ ძალიან კარგია 5
7. დიდი მადლობა იხარე მელ.ზ.. დიდი მადლობა იხარე მელ.ზ..
5. მადლობა მუხა, ეს საიტი ახალია ჩემთვის და ამდენი დადებითი განწყობა სტიმულს მაძლევს, გაიხარეთ მადლობა მუხა, ეს საიტი ახალია ჩემთვის და ამდენი დადებითი განწყობა სტიმულს მაძლევს, გაიხარეთ
3. დიდი მადლობა ჯონათან, ლაშა, გულწრფელობისთვის დიდი მადლობა ჯონათან, ლაშა, გულწრფელობისთვის
2. განსაკუთრებით პირველი კუპლეტი და კიდევ განსაკუთრებით დაფნარში ბეღურები რომ საღამოს აცილებენ ))) ლამაზია. +3 განსაკუთრებით პირველი კუპლეტი და კიდევ განსაკუთრებით დაფნარში ბეღურები რომ საღამოს აცილებენ ))) ლამაზია. +3
1. რა კარგი იყო, საამო...
რა კარგი იყო, საამო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|