ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2019


რბილი ლოყები

ვერაფერს ვუშვრები მაჯებში დაგროვებულ სიმძიმეს,
სადაც არ უნდა წავიდე ყველგან თან დამდევს.
საგნები ერთმანეთში ირევა და რთულია გარჩევა:
სად მთავრდება კალამი და სად იწყება მაგიდა.
ეს ალბათ მახეა,
ჰაერი ყველაფერს ყოფს და აერთიანებს,
ვინ იცის რამდენი მწერის ტრაქეა
ანდაც მოადამიანო არსების ფილტვი გამოუვლია ნაწილაკებს, რომელნიც ამ წამს მოვიწვყვდიე ალვეოლებში.
მე ვერ განვთავისუფლდები ამ ერთიანობისგან,ვერ დავაღწევ თავს,
მაშინაც კი როცა ობლად დარჩენილ, გადედიშობილებულ, ყვითელ ძვლებს მატლები დაუწყებენ წუწვნას.
აჩქარებულ კადრებად იცვლებიან და თვალიდან თვალში გადადიან ადამიანები,
მზერადაძაბული ვეძებ და მაინც ვერ ვპოულობ ოცდამეხუთე კადრად ქცეულ ბედნიერებას.
ადამიანების შეკოწიწებას ვცდილობდი და ბოლოს ხალხი შემრჩა ხელში
ეს უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს,
რაღაც აუცილებლადაა ზედმეტი და ვიღაც აუცილებლად ურევს.
უსუსურობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს