ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2019


* * *

როცა ცხოვრების ეკლიან გზაზე
სარეველები თვალის ჩინს გთხრიან,
მთელი ცხოვრება ძვლებს ითბობ მზეზე,
სულში კი მაინც ღიმილი გცივა,
როცა სამყაროს იხუტებ გულში ,
როცა უცხოთა ალერსი გშია,
როცა შენი ხმა შენ მოძმეს ეძებს
და გრძნობ, რომ დღესაც სიცოცხლე გინდა,
როცა სინათლე ვერ აღწევს შენში,
როცა  აისბერგს უყვები სიზმარს,
როცა ზაფხული ვეღარ ყვავილობს,
როცა ზამთარი სითეთრით გხიბლავს,
როცა გინდა და ვერ ამბობ სათქმელს
და ვეღარ იცვამ ზეციურ სტიქარს,
ღირს, კი მარად ასეთად დარჩე
და ემსახურო უსახურ მიზანს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები