როდესაც მუზა ჩამოიფრენს მოფარფატე პეპელასავით, უნდა იმარჯვო, უმალ უნდა დაიჭირო; დაისვა ხელზე, თავი დაიმშვენო. . .
თორემ სწრაფად დაფრინავს, წაფარფატდება და ვეღარ მოძებნი;
როდესაც მუზა გეწვევა, კარი ფართოდ უნდა გაუღო, რბილ სავარძელში ჩააბრძანო, ჩაი მიართვა, ან კოქტეილი. . .
სცადე, ესაუბრო, იყავი ცნობისმოყვარე, დაუსვი კითხვები. . . და იქნებ დაგდოს პატივი და პასუხი გაგცეს; და ეს პასუხი კარგად დაიმახსოვრე; ფურცელზე გადაიტანე და გულისპირში შეინახე;
და როდესაც მუზა მოგინახულებს, მოეხვიე, გულში ჩაიკარი; ის შეიძლება ცივად შეგხვდეს, არ გეწყინოს, ის ხომ მუზაა!
და თუნდაც ნამცეცი სითბო მისგან კოცონს დაანთებს. . .
ის შორს არ მიდის, სადღაც აქვეა, გვითვალთვალებს კიდეც, როცა სხვა საქმე, არაფერი აქვს;
ამ თვალთვალის დროს მხოლოდ ხანდახან, (ან სულაც ერთხელ ცხოვრების მანძილზე) წყნარ ღამეში, როცა სიჩუმეს არარსი არღვევს, შეიძლება ყურთან ახლოს თბილი სუნთქვა იგრძნო. . .
სუნთქვა, როგორც სიო - სალბუნი, შენი და სხვათა სულებისათვის. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია. მუზას უნდა უმასპინძლო, თორემ ,როგორც მოვა ისე წავა, წავა ღავისთავადაო, კარგია. მუზას უნდა უმასპინძლო, თორემ ,როგორც მოვა ისე წავა, წავა ღავისთავადაო,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|