ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2019


ღმერთი სიყვარულია

ყველაზე ბოლოს
კვდება იმედი.
იმედი, რომ
მან შეგიწყალოს
და ნება დაგრთოს -
სამარადისოდ
ადგილი ნახო
იქ, მასთან ახლოს,
მისი სინათლის
უშფოთველ წრეში,
რადგანაც ტანჯვა არ
არსებობს იმაზე მეტი,
შეიცნო  იგი  ერთხელ,
და მერე - ვერ მიეახლო.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები