ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2019


იწვიმე !

იწვიმე
იწვიმე ჯანდაბა ! იწვიმე !

იწვიმე მათთვის,
ვინც დროზე ადრე აცდა მატერიას,
იწვიმე ჩვენთვის -
ვისაც გვავიწყდება ხოლმე სხეულშიყოფნა და გზაზემიმავალები
უამრავჯერ წამოვკრავთ ხოლმე ფეხს პატარა კენჭებსაც კი,
რადგანაც ჩვენ შორს ვართ ჩვენი სხეულებისგან.
იწვიმე მათთვის - ვისთვისაც ასე რთული აღმოჩნდა მატერიადყოფნა ,
ვისაც დროზე ადრე მიეჩქარება ცაში,
ვისაც გაფრენა უნდა,  - ვისთვისაც
ყოფიერება აუტანლად მძიმეა -
და ნატრულობს ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს.

იწვიმე !
შეეხოს ჩემს კანს წვიმის ცივი წვეთები,
სხეული გამიყინოს შენმა შეხებამ,
სიცოცხლე მაგრძნობინე -
დამაბრუნე მატერიაში!

ქარია ახლა, ცივი ქარია,
ჩემსსხეულს სუსტად ვგრძნობ, მაგრამ ეს არაა საკმარისი .
ამიტომ იწვიმე !

ჩავისუნთქე
უბრალოდ მთელი ჰაერი გადავლყაპე ,
და ამოვისუნთქე.
თითქოს სამყარო ჩემში ტრიალებს
თითქოს ეს მე ვარ , ვინც სამყაროს აცოცხლებს - ვინც შობს მას და
ვინც კლავს მას.

მინდა რომ წვიმა შეერიოს ჩემს ცრემლებს,
მინდა რომ წვიმამ ამომივსოს თვალები,
რომლებიც მაინც ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ ხედავენ და
ამიტომაც ზოგჯერ თვალდახუჭული მივუყვები გზებს,
სანამ სასაცილო მატერია გზაზე არ გადაეღობება ჩემს მოუსვენარ სულს, რომელსაც სურს
დროზე ადრე შეერწყას მარადისობას.

მე ხომ სიზმრებში ვცოცხლდები და
რეალობაში - ვკვდები, ამიტომაც
ხშირად მაშინაც კი,
როცა მღვიძავს - ერთი სული მაქვს თვალები დავხუჭო და
ჩავყვინთო ჩემს არსში. 

წვიმის ხმაური ჩემს ყვირილს გადაფარავს.
'ვინ ვარ , სად ვარ, არის აქ ვინმე' -
ექოდ ჩემი ხმა მპასუხობს მხოლოდ.
წვიმის ხმაური - ჩაყლაპავს ჩემს ხმას და გადამარჩენს იმ გამვლელებისგან ,
შუცნობლობა რომ აკივლებს მათ მკვდარარსებობას და
ცნობისმოყვარე სახით იყურებიან ხოლმე - 'რააყვირებს ამბავშს,გიჟიაო ალბათ' -
რა ხმამაღალია მათი ფიქრები,
ყურებზე ხელების აფარებისგან დავიღალე და
მკვდრების ყვირილისგან სისხლი მდის უკვე.
იწვიმე !
ჩამორეცხე - სისხლი, რომ განვიკურნო და შენმა მუსიკამ გადაფაროს სამყაროს მოსაბეზრებელი - ისტერიული ყვირილი.

წვიმაში იქამდე უნდა იდგე , 
სანამ შენი სხეული - სიცივის შეგრძნების უნარს არ დაკარგავს,
მერე იცი რა შეგრძნება დაგეუფლება?
თითქოს ეს შენ ხარ წვიმა - წვიმის დიდი წვეთიხარ და სამყაროს ძალიან ,
ძალიან დიდი სიმაღლიდან ეხეთქები.

ვარდნა სულაც არაა მტკივნეული და
სანამ დაეცემი - 'ჯერჯერობით არაუშავს მეთქი ' მემილიონეჯერ გიჩურჩულებ. ნუ გეშინია.

ლამპიონის ქვეშ თუ დამდგარხარ წვიმის დროს?
სინათლეზე წვეთები უდიდეს ბურთულებად იქცევა ხოლმე,
თითქოს შენს თვალწინ სამყარო ნაწილაკებად იშლება და იწყობა თავიდან.
წვიმის წვეთებით ამოვსებული თვალებით
სამყარო ბევრად უფრო - ნამდვილია,
უფრო მეტ რამეს დაინახავ.
(გოცირიძის ხიდი ამიტომ მიყვარს, მანდ ისე ლამაზად ჩანს ღამე ,
შუქების ქვეშ უნდა დადგე და ზევით იყურო, ასე გეგონება - ღმერთი სიხარულისგან ატირდაო და შეიძლება სიცილის ხმაც გაიგონო ანგელოზების, ცეკვას მოგანდომებს ისეთ წარმოდგენას დგამ წვიმა ხიდზე).

იწვიმე ! ჯანდაბა ! იწვიმე - ჩვენთვის ,
ვისთვისაც ასეთი ძნელია
მატერიაშიკვდომა,
ჩვენ ხომ მარადიულობის სუნთქვით ჩაგვისუნთქავს,
ჩვენ ხომ წამით მაინც ვიხილეთ - ძაფები - არსისკენ რომ გვექაჩებიან.

ჩემი სხეული შემახსენე წვიმამ,
ჩემი - მატერია შემაყვარე.
დავიღალე მუდმივი ბრძოლით - სულისა და სხეულისა.
დამაბრუნე .
დამაბრუმე ჩემში ,
რომ არსებობა ასეთი მტკივნეული აღარ იყოს ჩემთვის,
რომ ჩემს სახეზე წვიმის წვეთებმა იკისკისონ და
ჩემი სხეული აავსონ არსებობის ბედნიერების განცდით,
ჭრილობები წყალმა გადარეცხოს ,
რომელსაც არსებობის შესახსენებლად ვაყენებდი ჩემს თავს,
ტკივილები მიყვარს ხო, რომ ვიგრძნო სიცოცხლე -
უმტკივნეულოდ გამაცოცხლე -
წვიმავ !
გამაცოცხლე !
შენი წვიმის წვეთებმა ისევ გამართონ წარმოდგენა ჩემთვის,
ისევ იმღერონ მუსიკა, რომელზეც ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა,
ჩემი სხეული უაზროდ და დაუსრულებლად იცეკვევს შენთან ერთად და ბოლოს
სველ ქვაფენილზე წამოწვები - და
ასე
მე ქვეყნიერების კიდეში-
მეორე კიდიდან მომდინარი - სიცოცხლის ცრემლებს - შევისრუტავ ჩემში - ჩემს სხეულზე - ჩემს ცრემლებს შეერევიან წვეთები -
იწვიმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები