რადიარდ კიპლინგი - მიჯნურების ლიტანია
გალუმპული ნავსადგური, რუხი თვალი, მწარე ცრემლი, ციდან წამოსული თქეში, შეცურდება ღია ზღვაში ორქლმავალი, ეთხოვება ყველა ერთურთს ხელის ქნევით. მტკიცედ გვწამს და ერთმანეთი გვაიმედებს, არავის აქვს ჩვენნაირი წრფელი გრძნობა! მიჯნურების ლიტანია წაიმღერე: „არასოდეს განქარდება ჩვენი ტრფობა!“
შავი თვალი, ოდნავ მოცახცახე გემი, აქეთ-იქით რძისმაგვარი ქაფის კვალი; საჭის ახლოს მოჩურჩულე ბაგე კდემით, ტროპიკული ღამის შუქი და ციალი, სამხრეთის ცის მბრძანებელი მოჩანს ჯვარი, უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავთ კრთომა და გაისმის მიჯნურების საფიცარი: „არასოდეს განქარდება ჩვენი ტრფობა!“
ჭროღა თვალი, მიწას ადენილი ბუღი, დახეთქილი, ამომწვარი არე ალხით, თქარათქური ფლოქვების და თან აშუღის ძველი ჰანგი, შეუცვლელი ჯერაც ახლით და გვერდიგვერდ გაფრენილი ბედაურნი, არნახულად თვალწარმტაცი ზარიფობა, მიჯნურების ლიტანიით მტკბარი ყური: „არასოდეს განქარდება ჩვენი ტრფობა!“
ლურჯი თვალი - შორიახლო მოჩანს სიმლას მთები მთვარით მოვერცხლილი, თმაჭაღარა, ვალსის ჯადოსნური ჰანგი გვაკრთობს, გვხიბლავს და ბენმორის სიახლოვეს ჟღერას კარგავს. „მეიბლი“ და „ოფიცრები“, უთვალავი ღვინის ბოთლი, ქეიფი და რაყიფობა და წარმოთქვამს სული წრფელი, გულალალი: „არასოდეს განქარდება ჩვენი ტრფობა!“
გოგოებო, შემომხედეთ გულმოწყალედ, შემიცოდეთ, არ გადამცეთ მარტოობას! კუპიდონის ოთხჯერ ვიქეც მე მოვალედ და ოთხჯერვე განვიცადე ბანკროტობა! კვლავ ამავსო მოწყალებით რადგან ერთმა, აღტაცებით ბევრჯერ ვიტყვი, დაუცხრომლად, მიჯნურების ლიტანიას - ლოცვას ღმერთთან: „არასოდეს განქარდება ჩვენი ტრფობა!" 20 ოქტომბერი, 2019 წ.
Rudyard Kipling
THE LOVERS' LITANY
Eyes of grey--a sodden quay, Driving rain and falling tears, As the steamer wears to sea In a parting storm of cheers. Sing, for Faith and Hope are high-- None so true as you and I-- Sing the Lovers' Litany: "Love like ours can never die!"
Eyes of black--a throbbing keel, Milky foam to left and right; Whispered converse near the wheel In the brilliant tropic night. Cross that rules the Southern Sky! Stars that sweep and wheel and fly, Hear the Lovers' Litany: "Love like ours can never die!"
Eyes of brown--a dusty plain Split and parched with heat of June, Flying hoof and tightened rein, Hearts that beat the old, old tune. Side by side the horses fly, Frame we now the old reply Of the Lovers' Litany: "Love like ours can never die!"
Eyes of blue--the Simla Hills Silvered with the moonlight hoar; Pleading of the waltz that thrills, Dies and echoes round Benmore. "Mabel," "Officers," "Goodbye," Glamour, wine, and witchery-- On my soul's sincerity, "Love like ours can never die!"
Maidens of your charity, Pity my most luckless state. Four times Cupid's debtor I-- Bankrupt in quadruplicate. Yet, despite this evil case, And a maiden showed me grace, Four-and-forty times would I Sing the Lovers' Litany: "Love like ours can never die!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|