ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2019


მოკვდა სიყვარული

მოკვდა სიყვარული, შენ რომ გაიმეტე,
გაქრა აღმაფრენა, ცაში ატყორცნილი.
აღარ გელოდები ღელვით აივანზე,
აღარც გულისპირი დამაქვს დაკოცნილი.

ჩაქრა ვარსკვლავები, თვალებს რომ შვენოდა,
გულს კი შემოუჩნდა ღელვა და გვალვები.
გაჯდა ნელა - ნელა სულში უშენობა:
ახლა ყოველ დილით სევდას ვესალმები.

გრძნობის ნახანძრალზე
დავალ გარინდებით,
მხრებზე მასხდებიან დუმილის პეპლები.
შენ ხომ ღრმა საუბრებს სულ თავს არიდებდი
და ამ სიჩუმეში ნელა იფერფლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები