ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2019


.

ლურჯად შეღებილ განცდებს,
კვდომად სიცარიელეს
ავსებ , როდესაც
ცრემლებად დაიღვრება - სულადქცეულ ხორცად,
აცეკვებული ვარსკვლავების სიცილით ვუსმენ
შენი სიტყვების ახალშობილად
განცდებით აკივლებას.

სინათლეებად იქცნენ - ეჭვები და
ტკივილების გაასკეცებით
ტკბობად
ვნებებად - მსხვრევა ნუ მოგინდება !
ხელების შემოხვევად ამოსუნთქვა არ კმარა ,თუკი
აზრებს გადახლართავ ეკლებად.

თვალებიდან ვარაკვლავების ცვენა
მთვარეებად ამოსულ სიტყვებად
მესმის
ყველა გულისცემა.

აქ ვარ და ყოფნად ქცეულ - გათამაშებულ კომედიას ასრულებს სოფისტი მასხარა და
პარადოქსული სამყაროს ქაოსურ წრეში ხტება
როგორც ყოველთვის.

მე მასხარა ვარ
ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ დღედ მსახიობად ჩავარაკრაკე
აკისკისებულ აპლოდისმენტებად დაღვრილ - ცრემლებად
ნუ - მიყურებ !
მე მასხარა თუკი ვარ
მაყურებელი არ მჭირდება და
არც სხვისთვის ვთამაშობ წარმოდგენად.

ჩემი ცხოვრების პიესად ქცევას გადაუჩვეველ სიამოვნებად ვიქეც და
ჟანრების ცვალებადობა
მაყურებელს ისევ დააბნევს.

რადგანაც კომედიანტები
მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას აქცევენ -
არტისტულ შემოქმედებად და
თვითონ ყოველი წამის შემოქმედაც ქცევა - ალურჯებს
მის აცეკვებულ თვალებს.

სიგიჟის ნაპერწკალი გაკრთა მის თვალებში,
თუ ღმერთის?

ლოცვად დაღვრილ აპლოდისმენტებად,
თმადჩამოშლილ ვნებებად
მისრიალებს გველი
სხეულზე და სხეულის მონასმებით თავბრუდამხვევ ცეკვად მიიზლაზნება
კისრისკენ,
კბენად ქცეულ სიწმინდეებად იქცა
შხამიან ვნებათა ზიზღად.

შემომეხვიე ვარსკვლავის სიმხურვალედ ქცეულო სიცარიელევ,
მთვარეების აფეთქებად
სახეალეწილ - სიყვარულად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები